ავტორიზაცია
სკოტ ბაუმშტეინი

PCA 2019-ის ჰაიროლერის მეოთხე დღე დასრულდა

2019 წლის პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებათა სერია PokerStars Caribbean Adventure დაიწყო. გამხსნელი ჰაიროლერის მეოთხე დღე დასრულდა, ჩიპლიდერი კვლავ ამერიკელი მოთამაშე სკოტ ბაუმშტეინი გახდა.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი $25 000-ს შეადგენდა, 1039 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც კრისტენ ბიქნელი, კრის ჰუნიჩენიდარიო სამარტინო, დენ შაკი, დმიტრი ურბანოვიჩიდევიდ პეტერსიმუსტაფა კანიტი და პატრიკ ანტონიუსი არიან.

ბაუმშტეინის სტეკი 10 725 000 ჩიპს შეადგენს. მეორე ადგილს 10 350 000 ჩიპით ჩილელი მარკ რივერა იკავებს. მესამე ადგილზე 8 600 000 ჩიპით ფრანგი ჯულიენ მარტინია. 

დარჩენილი 9 რეგისტრანტი ასპარეზობას დღეს 32-ე ეტაპიდან განაახლებს, სადაც ბლაინდები 125 000/250 000-ს, ხოლო ანტე 250 000 ჩიპს შეადგენს.