ავტორიზაცია
ფარიდ ჯატინი

PCA 2019-ის ჰაიროლერის მეორე დღე დასრულდა

2019 წლის პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებათა სერია PokerStars Caribbean Adventure დაიწყო. გამხსნელი ჰაიროლერის მეორე დღე დასრულდა, ჩიპლიდერი კი კოლუმბიელი მოთამაშე ფარიდ ჯატინი გახდა.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი $25 000-ს შეადგენდა, 1039 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც კრისტენ ბიქნელი, კრის ჰუნიჩენიდარიო სამარტინო, დენ შაკი, დმიტრი ურბანოვიჩიდევიდ პეტერსი და პატრიკ ანტონიუსი არიან.

ჯატინის სტეკი 921 000 ჩიპს შეადგენს. მეორე ადგილს 888 000 ჩიპით იტალიელი მუსტაფა კანიტი იკავებს. მესამე ადგილზე 885 000 ჩიპით კანადელი გრიფინ ბენგერია. 

დარჩენილი 207 რეგისტრანტი ასპარეზობას დღეს მე-16 ეტაპიდან განაახლებს, სადაც ბლაინდები 3000/6000-ს, ხოლო ანტე 6000 ჩიპს შეადგენს.