ავტორიზაცია
სკოტ ბაუმშტეინი

PCA 2019-ის ჰაიროლერის მესამე დღე დასრულდა

2019 წლის პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებათა სერია PokerStars Caribbean Adventure დაიწყო. გამხსნელი ჰაიროლერის მესამე დღე დასრულდა, ჩიპლიდერი კი ამერიკელი მოთამაშე სკოტ ბაუმშტეინი გახდა.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი $25 000-ს შეადგენდა, 1039 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც კრისტენ ბიქნელი, კრის ჰუნიჩენიდარიო სამარტინო, დენ შაკი, დმიტრი ურბანოვიჩიდევიდ პეტერსიმუსტაფა კანიტი და პატრიკ ანტონიუსი არიან.

ბაუმშტეინის სტეკი 4 240 000 ჩიპს შეადგენს. მეორე ადგილს 4 210 000 ჩიპით ინგლისელი იანის ლიპერისი იკავებს. მესამე ადგილზე 3 250 000 ჩიპით ფრანგი ჯულიენ მარტინია. 

დარჩენილი 38 რეგისტრანტი ასპარეზობას დღეს 24-ე ეტაპიდან განაახლებს, სადაც ბლაინდები 20 000/40 000-ს, ხოლო ანტე 40 000 ჩიპს შეადგენს.