ავტორიზაცია
რიჩარდ იონგი

Triton-ის ჰაიროლერის გამარჯვებული რიჩარდ იონგი გახდა

მონტენეგროში მიმდინარე Triton-ის ჰაიროლერების სერიის ერთ-ერთი ღონისძიების გამარჯვებული მალაიზიელი ბიზნესმენი რიჩარდ იონგი გახდა. პირველი ადგილისთვის მან $388 030 მიიღო.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად $31 847-ს შეადგენდა, 35 მოთამაშე დარეგისტრირდა. მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც შტეფან ზონთაიმერი, დიტრიხ ფასტი, მანიჰ ლუსერი, სტეფან შილაბელი, მიკიტა ბადიაკოვსკიდომინიკ ნიცშე და სტივენ ჩიდვიკი არიან.

ფინალურ ჰედზაპში იონგმა ჰაიროლერების სპეციალისტი სტივ ო'დუაიერი დაამარცხა. მეორეადგილოსანს საპრიზო ფონდიდან $251 723 შეხვდა.

იონგისთვის ეს პირველი მსხვილი გამარჯვებაა, იგი Triton Super High Roller-ის ერთ-ერთი ორგანიზატორია.