ავტორიზაცია
UCOP

UCOP-ის კვირა დღის ტურნირების მიმოხილვა

აჭარაბეთზე უმსხვილესი საერთაშორისო ონლაინჩემპიონატი დაიწყო. მერვე დღეს 7 ტურნირი გაიმართა, რომელზეც 956 ადამიანი დარეგისტრირდა.

პირველი NLHE ღონისძიება 17:00 საათზე გაიმართა. ბაი-ინი €33, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი €5 000-ს შეადგენდა. გამარჯვებული coBecTb-PF გახდა და ჯილდოდ €1250 მიიღო. ფინალურ ჰედზაპში მან adjarabet.com-ის მოთამაშე koka_alf დაამარცხა, მეორეადგილოსანს საპრიზო ფონდიდან €850 შეხვდა.

18:00 საათზე გამართული NLHE ღონისძიების ბაი-ინი €110-ს, ხოლო საპრიზო ფონდი €10 000-ს შეადგენდა. პირველი ადგილი და €2755 grindmeimnewhere-ს ერგო.

მესამე NLHE ტურნირი €5.50 ბაი-ინით და €5000-იანი საპრიზო ფონდით 19:00 საათზე დაიწყო. გამარჯვებული კი blubbb გახდა, რისთვისაც €1000 მიიღო. საპრიზო ადგილების დაკავება adjarabet.com-ის ორმა მომხმარებელმა შეძლო: JIMKO77(€50), jorjo777 (€38) და magicvad777 (€30).

მეოთხე ღონისძიება 20:00 საათზე გაიმართა. ბაი-ინმა €215, ხოლო საპრიზომ €10 500 შეადგინა. პირველ ადგილზე გასულ ReiDoRobalo-ს €3 441 შეხვდა.

21:00 საათზე ულიმიტო ჰოლდემის კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა. ბაი-ინი €22-ს, გარანტირებული საპრიზო ფონდი კი €15 000-ს შეადგენდა. პირველ ადგილზე გასულმა NickiMinaj11-მა €3000 მოიგო. კიდევ ერთმა ქართველმა მოთამაშემ the_dictator-მა €112 მოიგო.

დღის ბოლო ღონისძიება 23:00 საათზე დაიწყო. ბაი-ინი - €55, საპრიზო ფონდი - €7 500. გამარჯვებული კი Viskuzi (€1771) გახდა.

UCOP გრძელდება, მომდევნო ტურნირების განრიგის ნახვა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი.