ატლანტიკ სიტი ტრადიციულ WPT Borgata Winter Poker Open-ს მასპინძლობს. მთავარი ღონისძიების მეორე დღე დასრულდა, ჩიპლიდერი კი ამერიკელი ალექს აქელი გახდა.
ტურნირზე, რომლის ბაი-ინი $3500-ს შეადგენდა, 1415 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც ფილ ჰელმუთი, ჯოზეფ მაკკიენი, ბრაიან ოლტმენი, ენტონი ზინო, დარენ ელიასი და ლონი ჰარვუდი არიან.
აქელის სტეკი 1 260 000 ჩიპს შეადგენს. მეორე ადგილს 1 230 000 ჩიპით ჩეის ბიანკი იკავებს. მესამე ადგილზე 919 000 ჩიპით ნიკ შვარმანია.
დარჩენილი 177 მონაწილე თამაშს მე-17 ეტაპიდან განაახლებს, სადაც ბლაინდები 3000/6000-ს, ხოლო ანტე 6000 ჩიპს შეადგენს.