ატლანტიკ სიტი ტრადიციულ WPT Borgata Winter Poker Open-ს მასპინძლობს. მთავარი ღონისძიების მესამე დღე დასრულდა, ჩიპლიდერი კი ამერიკელი ნიკ შვარმანი გახდა.
ტურნირზე, რომლის ბაი-ინი $3500-ს შეადგენდა, 1415 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც ფილ ჰელმუთი, ჯოზეფ მაკკიენი, ბრაიან ოლტმენი, ენტონი ზინო, დარენ ელიასი და ლონი ჰარვუდი არიან.
შვარმანის სტეკი 4 565 000 ჩიპს შეადგენს. მეორე ადგილს 4 065 000 ჩიპით დილან გენგი იკავებს. მესამე ადგილზე 3 870 000 ჩიპით ბრენდონ ჰოლია.
დარჩენილი 29 მონაწილე თამაშს 24-ე ეტაპიდან განაახლებს, სადაც ბლაინდები 15 000/30 000-ს, ხოლო ანტე 30 000 ჩიპს შეადგენს.