ავტორიზაცია
მაიკ ლი

WPT Fallsview-ს გამარჯვებული მაიკ ლი გახდა

კანადაში, ნიაგარის ჩანჩქერის სიახლოვეს მდებარე კაზინო Fallsview-ში ტრადიციული WPT Fallsview Poker Classic-ის მთავარი ღონისძიება დასრულდა.

ტურნირზე 516 ადამიანი დარეგისტრირდა, გამარჯვებული კი კანადელი პროფესიონალი მაიკ ლი გახდა. მან თავისი პირველი WPT-ის ტიტული და $352 985 მოიპოვა.

ფინალურ ჰედზაპში ლიმ რაიან იუ დაამარცხა. მეორეადგილოსანს $235 326 ერგო.

WPT-ის შემდეგი გაჩერება ლოს-ანჯელესია, ღონისძიებათა სერია 24 თებერვალს დაიწყება.