ავტორიზაცია
ჯერემი ვინი

WSOP-ის მეოცე ღონისძიების გამარჯვებული ჯერემი ვინი გახდა

ლას-ვეგასში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებათა სერია World Series of Poker გრძელდება. რიგით მეოცე ოქროს სამაჯურის მფლობელი ამერიკელი მოთამაშე ჯერემი ვინი გახდა. პირველი ადგილისთვის მან $537 710 მიიღო.

No-Limit Hold'emასევე ცნობილია, როგორც ტეხასური ჰოლდ'ემი. როცა მოთამაშეები თამაშობენ ორი ხელის და ხუთი საერთო კარტით ტურნირზე, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად $1 500-ს შეადგენდა, 518 ადამიანი დარეგისტრირდა. მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც ჯეიკ შინდლერიდევიდ პეტერსი და შონ ბიუქენენი არიან.

ფინალურ ჰედზაპში ვინმა ესპანელი დევიდ ლაკა დაამარცხა. მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან $332 328 შეხვდა.

ტურნირის ფინალური მაგიდის ჯილდოები კი ასე გადანაწილდა:

ადგილიმოთამაშექვეყანათანხა
1 ჯერემი ვინი აშშ $537 710
2 დევიდ ლაკა ესპანეთი $332 328
3 ერიკ ბლერი აშშ $228 307
4 ჯეიკ შინდლერი აშშ $159 575
5 ჯონ ამატო აშშ $113 510
6 შონ ბიუქენენი კანადა $82 199
7 დევიდ პეტერსი აშშ $60 618
8 რიჩარდ ტურიმი აშშ $45 538