ავტორიზაცია
WSOP 2018-ის ფინალური მაგიდის მონაწილეები

WSOP-ის ფინალური მაგიდა დაკომპლექტდა

ლას-ვეგასში, კაზინო Rio-ში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირების სერიის, World Series of Poker-ის მთავარი ღონისძიება გრძელდება. პოკერის დედაქალაქში მთელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები კოლოსალური ფულისა და ტიტულისთვის იბრძვიან.

მთავარ ღონისძიებაზე 7874 ადამიანი დარეგისტრირდა, რაც WSOP-ის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე დიდი დასწრებაა - პირველ ადგილზე 2006 წლის მთავარი ღონისძიება რჩება, სადაც მოასპარეზეთა რიცხვმა 8773-ს მიაღწია. ტურნირის საპრიზო ფონდი $74 015 600-ია, პირველ ადგილზე გასული მოთამაშე კი $8 800 000-ს მიიღებს.

ტურნირის მეექვსე დღე მიიწურა. შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას მხოლოდ 9 ადამიანი აგრძელებს. 2018 წლის World Series of Poker-ის მთავარი ღონისძიების ფინალური მაგიდის მოთამაშეების სტეკები ასე გამოიყურება:

ნიკოლას მანიონი - 112 775 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენება. მანიონისთვის ეს პირველი მსხვილი ტურნირია, კარიერის განმავლობაში მას მოკრძალებული $10 000 აქვს მოგებული.

მაიკლ დაიერი - 109 175 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენება. ცოცხალ ტურნირებში მას $136 418 აქვს მოგებული, WSOP-ზე  საპრიზო ადგილი სამჯერ აქვს დაკავებული და ერთი ფინალური მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობს ნათამაშები.

ტონი მაილსი - 42 750 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენება. მაილსს WSOP-ზე ორჯერ აქვს თანხა მოგებული, კარიერის განმავლობაში მას $53 288 აქვს მოპოვებული.

ჯონ სინი - 37 075 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენება. შედარებით გამოცდილი მოთამაშე, რომლის კარიერული მონაგები $1 000 000-ს უტოლდება. მან არაერთხელ მოიგო ფული, როგორც WSOP-ზე, ისე EPT-ზე. 2017 წლის WSOP-ის მთავარ ღონისძიებაზე მე-11 ადგილი დაიკავა.

ალექს ლინსკი - 25 925 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენება. ერთ-ერთი საუკეთესო ავსტრალიელი მოთამაშე, მას არაერთი WPT-ის, WSOP-ისა და EPT-ის ღონისძიება აქვს ნათამაშები. კარიერის განმავლობაში ლინსკის $1 499 000 აქვს მოგებული.

ჯო ქადა - 23 675 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენება. ფინალური მაგიდის ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი მოთამაშე. ქადა 2009 წლის WSOP-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებულია. კარიერის განმავლობაში მას სამი ოქროს სამაჯური და $10 780 089 აქვს მოპოვებული. 

არამ ზობიანი - 18 875 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენება. ზობიანი მიმდინარე მთავარ ღონისძიებაზე ერთ-ერთი დღის ჩიპლიდერიმოთამაშე, რომელსაც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტი ჩიპი აქვს იყო. ცოცხალ ტურნირებზე მას $112 011 აქვს მოპოვებული.

არტიომ მეტალიდი - 15 475 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენება. უკრაინელი მოთამაშეა, რომელიც საკუთარი ქვეყნის რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს. WSOP-ზე მან 25-ჯერ შეძლო თანხის მოგება, კარიერის განმავლობაში $2 114 191 აქვს მოგებული.

ანტუან ლაბა - 8 050 000 ჩიპიპატარა დისკი, რომელიც თამაშისას ფულის ნაცვლად გამოიყენება. ფინალური მაგიდის ფრანგი მონაწილე, რომელსაც ცოცხალ ტურნირებში $100 000 აქვს მოპოვებული.

მთავარი ღონისძიების ფინალური მაგიდის ბაბლ-ბოი ოქროს სამაჯურის მფლობელი ჩინელი მოთამაშე იუქი ჟუ გახდა. მეათე ადგილისთვის მას საპრიზო ფონდიდან $850 025 შეხვდა.

ტურნირი 37-ე ეტაპიდან განახლდება ბლაინდები 400 000/800 000-ს, ხოლო ანტესავალდებულო გადასახადი, რომელსაც ზოგ თამაშში ყველა მოთამაშე იხდის დარიგებამდე 100 000 ჩიპს შეადგენს.