ავტორიზაცია
WSOP Circuit Cannes

WSOP Circuit Cannes-ის საგზური seterup-მა მოიგო

Adjarabet.com-ის მიერ ორგანიზებული ონლაინსატელიტების სერიის მეოთხე გამარჯვებული დავით აკოლაშვილი (seterup) გახდა.

ტურნირში მონაწილეობა 115-მა ადამიანმა მიიღო, აკოლაშვილმა ფინალურ ჰედზაპში a.7.a დაამარცხა. მეორეადგილოსანს 1524 ევრო შეხვდა.

გამარჯვებული adjarabet.com-ისგან მგზავრობის, ცხოვრებისა და ტურნირის ბაი-ინის თანხას მიიღებს.

WSOP Circuit Cannes-ის მთავარი ღონისძიება 2018 წლის მარტში გაიმართება.