World Series of Poker(WSOP) პოკერის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირების სერიაა. World Series of Poker-ის მთავარ ღონისძიებაში გამარჯვება კი პოკერის მსოფლიო ჩემპიონის სახელის მოხვეჭას ნიშნავს.
WSOP 1970 წელს ბენი ბინიონმა დაარსა, როდესაც კაზინო ჰორსშუში 7 საუკეთესო პოკერის მოთამაშე მიიწვია და საუკეთესოს გამოსავლენად ერთ მაგიდასთან ათამაშა. მას შემდეგ WSOP-ის ტურნირებსა თუ მთავარ ღონისძიებაში მონაწილეობა გაადვილდა და ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ცდილობს ლას ვეგასში საუკეთესოს ტიტულისა და მილიონობით დოლარის მოპოვებას.
WSOP-ის გამარჯვებულს ფულად ჯილდოსთან ერთად ოქროს სამაჯურიც გადაეცემა, რაც პოკერის სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება. WSOP-ის ტურნირი ყველაზე მეტჯერ (14) მოგებული და შესაბამისად ყველაზე მეტი ოქროს სამაჯური ფილ ჰელმუთს აქვს. მთავარ ღონისძიებაში 3-3 გამარჯებით კი სტიუ ანგერი და ჯონი მოსი ლიდერობენ.