ავტორიზაცია

WSOPC-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ემილ ბისე გახდა

2018 წლის World Series of Poker Circuit როზვადოვის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული შვეიცარიელი ემილ ბისე გახდა. პირველი ადგილისთვის მან კარიერაში სადებიუტო ოქროს ბეჭედი და €185 652 მიიღო. 

ტურნირზე, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად €1 650-ს შეადგენდა, 675 კაცი დარეგისტრირდა. ფინალურ ჰედზაპში ბისემ ორი ოქროს ბეჭდის მფლობელი ბენ "ვარდისფერი ბაჭია" ბენსიმონი დაამარცხა. მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან €116 964 შეხვდა.

ფინალურ ჰედზაპში რამდენიმე გარდამტეხი ეტაპი იყო, ორივე მოთამაშე პერიოდულად გამოკვეთილი ჩიპლიდერიმოთამაშე, რომელსაც მოცემულ მომენტში ყველაზე მეტი ჩიპი აქვს ხდებოდა, თუმცა ერთ მომენტში ბენსიმონის უპირატესობა საგრძნობი იყო. ბოლო ხელში ბენსიმონმა თერნზე ოლინი დაიძახა და ბისესგან ქოლიმეტოქის ფსონის გათანაბრება მიიღო.

ბენსიმონი: 10♠10

ბისე: K9

ფლოპი: 76♠5

თერნი: K♠

რივერი: 4

კაზინო King's-ში ერთი ევროპული პოკერის დღესასწაული დასრულდა, ხვალიდან აქ მეორე ღონისძიებათა სერია World Series of Poker Europe იწყება.