ავტორიზაცია

WSOPC Cannes-ის გამარჯვებული სონი ფრანკოა

WSOPC Cannes-ის მთავარი ღონისძიება დასრულდა. სონი ფრანკომ ფინალუჰ ჰედზაპში ანას კადრო დაამაცხრა. ორი ფრანგი მოთამაშის დაპირისპირება დიდხანს არ გაგრძელდა, ფრანკო ჩიპების უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა და მეტოქის გაგდება მალევე მოახერხა. ფრანკოს პირველი ადგილისთვის WSOP-ის ბეჭედი და €103 426 ერგო.

სონი ფრანკოსთვის ეს კარიერაში უდიდესი მოგებაა, აქამდე მას ცოცხალ ტურნირებში $877 165 ჰქონდა გამომუშავებული.