ავტორიზაცია
მთავარი
WSOPC ROZVADOV 2018-ის შედეგები
ავტორი
ოთარ ჯანგავაძე

ჩეხეთის ქალაქ როზვადოვში adjarabet-ის გუნდი მესამედ გაემგზავრა. World Series of Poker Circuit-ის ღონისძიებათა სერიას ტრადიციულად კაზინო „კინგსმა” უმასპინძლა. ოქროს ბეჭდისა და ფულადი პრიზებისთვის ბრძოლაში წელს ქართული ონლაინოპერატორის მიერ წარგზავნილი 23 მოთამაშე ჩაერთო.

როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე ამჯერად adjarabet.com-ის Team Pro-ს 6 წევრი, ონლაინსატელიტების 12 გამარჯვებული, ტურნირთა ლიგის 3 საუკეთესო მოთამაშე და Final Nine-ის ტრიუმფატორი გაემგზავრნენ. გუნდის ბოლო, მაგრამ არაუკანასკნელი წევრი, გამოცდილი პოკერის მოთამაშე გიორგი men111 გოგოლაძე გახდა.

პირველ სათამაშო დღეს ბრძოლაში 9 მოთამაშე ჩაერთო. შემდეგ ეტაპზე გადასვლა მათგან ერთმა, Team Pro-ს წევრმა გაგა გოცაძემ მოახერხა.

იმავე საღამოს თავი კიდევ ერთმა ქართველმა გამოიჩინა. ავთანდილ მაღრაძე ყოველდღიური ტურნირის გამარჯვებული გახდა. პირველი ადგილისთვის cheluka1988-მ €7 827 მიიღო.

1b დღე ქართულმა გუნდმა 14 მოთამაშით დაიწყო. ურთულეს ფილდს მხოლოდ ნახევარი გადაურჩა.

მთავარი ღონისძიებიდან გამოთიშვის შემდეგ ქართველი მოთამაშეების ნაწილი ყოველდღიურ ტურნირზე დარეგისტრირდა. ოქროს ბეჭდის მფლობელმა ბაჩანა შენგელიამ კი პირველი ადგილი და €3494 მოიპოვა.

Day 2 დიდი იმედებით დაიწყო, 255 გადარჩენილი მოასპარეზიდან 8 აჭარაბეთელი იყო, შოთა საკანდელია კი სიდიდით მეექვსე სტეკს აკონტროლებდა.

პირველი დღის გმირმა გაგა გოცაძემ დისციპლინური თამაშის მასტერკლასი ჩაატარა. Team Pro-ს წევრმა მეორე დღე ერთ-ერთ ჩიპლიდერად დაასრულა. იგი სიდიდით მეორე სტეკს აკონტროლებდა.

€3655-ს მფლობელი ონლაინსატელიტის გამარჯვებული, Card Fest Batumi-ს მონაწილე, WSOPC Rozvadov 2016-ის გუნდის წევრი როლანდ Goodmove ბერიძე გახდა. ქართველმა მოთამაშემ მთავარ ღონისძიებაზე 66-ე ადგილი დაიკავა.

ნაკლებად გაუმართლათ გოცაძისა და ბერიძის თანაგუნდელებს, რომლებმაც თამაში საუკეთესო ასეულში დაასრულეს.

World Series of Poker Circuit როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე ასპარეზობა adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრმა გაგა JIGSAW. გოცაძემ მეხუთე ადგილზე დაასრულა. საპრიზო ფონდიდან ქართველ მოთამაშეს €51 845 შეხვდა.

ფინალურ მაგიდამაგიდა, ადგილი, სადაც თამაში მიმდინარეობსსთან მისი მეტოქეები საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალები იყვნენ. ბენ ბენსიმონი, რომელსაც ვარდისფერი ბაჭიის სახელითაც იცნობენ, WSOPC Rotterdam-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებულია. მერვე ადგილი დაიკავა ჩეხმა პროფესიონალმა რიფატ ჯეჯიჩმა. ფინალისტებს შორის იყო კიდევ ერთი გამოცდილი მოთამაშე, რუსი EPT Sochi-ს არაერთი ტურნირის გამარჯვებული ალექსანდრ მერჟინსკი. მიუხედავად რთული ფილდისა, გოცაძემ ზემოხსენებული პროფესიონალების ნაწილი უკან მოიტოვა, უკანასკნელ ბლაინდამდე იბრძოლა და პრაქტიკულად უშეცდომო თამაში აჩვენა.

კიდევ ერთი როზვადოვი დასრულდა. დავით ოქროპირიძის მიერ 2017 წელს დადებული რეზულტატი კიდევ ერთმა ქართველმა მოთამაშემ გაგა გოცაძემ გაიმეორა. ქართული პოკერის ისტორიას უკვე ორი WSOPC როზვადოვის ფინალისტი ჰყავს. აჭარაბეთის რიგით მეექვსე გუნდის წევრების თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოში დაბრუნებისთანავე როზვადოვის თითოეული მონაწილე უკვე მომავალი WSOPC-ის ღონისძიებებისთვის, გამარჯვებისა და დიდებისთვის ემზადება. ♠

 

adjarabet.com-ის ახალი გუნდის წევრების სრული სია კი ასე გამოიყურება:

 

 

სახელი, გვარი

ნიკი

გუნდის წევრი

1

ლევან ძიძიკაშვილი

levonso777

ტურნირთა ლიგის გამარჯვებული

2

გიორგი ტყემალაძე

don_vito13

ტურნირთა ლიგის გამარჯვებული

3

ალექსანდრე გეგუჩაძე

HAVEANICEDAY

ტურნირთა ლიგის გამარჯვებული

4

შოთა ხაზარაძე

TELESO

სატელიტის გამარჯვებული

5

ირაკლი უდესიანი

chirik1

სატელიტის გამარჯვებული

6

შოთა საკანდელია

Shotiko778

სატელიტის გამარჯვებული

7

გიორგი ბარაბაძე

Yalabalance

სატელიტის გამარჯვებული

8

ვალერი ჭეშმარიტაშვილი

valtera98

სატელიტის გამარჯვებული

9

ოლექსანდრ ვიტნიუკი

vezec

სატელიტის გამარჯვებული

10

გიორგი საკანდელია

Giorgi7781

სატელიტის გამარჯვებული

11

ბექა მაღრაძე

lucky.beka

სატელიტის გამარჯვებული

12

როლანდ ბერიძე

Goodmove

სატელიტის გამარჯვებული

13

პაპუნა აფციაური

depositmoney1000

სატელიტის გამარჯვებული

14

ბაჩანა შენგელია

Jan-Karlo

სატელიტის გამარჯვებული

15

ვალერი ბახტურიძე

Lavezzi_7

სატელიტის გამარჯვებული

16

ავთანდილ მაღრაძე

cheluka1988

Final Nine-ის გამარჯვებული

17

იოსებ ლაფერაშვილი

FUNKYMONEY

adjarabet.com-ის Team Pro

18

თეიმურაზ თაბაგარი

de_moscow

adjarabet.com-ის Team Pro

19

გოგა გოცაძე

 JIGSAW.

adjarabet.com-ის Team Pro

20

ირაკლი იაკობაშვილი

gummbit

adjarabet.com-ის Team Pro

21

კახაბერ საბაური

SAB100

adjarabet.com-ის Team Pro

22

გიგა ლიკლიკაძე

B_O_S_S

adjarabet.com-ის Team Pro

23

გიორგი გოგოლაძე

men111

adjarabet.com-ის ერთგული მომხმარებელი

იხილეთ ყველა სტატია ჟურნალის ფორმატში