ავტორიზაცია
სკოტ სანდერსი

WSOPC Tahoe-ს გამარჯვებული სკოტ სანდერსი გახდა

კალიფორნიაში, ქალაქ ტაჰოში World Series of Poker Circuit-ის მთავარი ღონისძიება დასრულდა. გამარჯვებული ამერიკელი მოთამაშე სკოტ სანდერსი გახდა. პირველი ადგილისთვის მან ოქროს ბეჭედი და $147 314 მიიღო.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინიაუციელებელი გადასახადი ტურნირში მონაწილეობის მისაღებად $1700-ს შეადგენდა, 442 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი WSOPC-ის რეგულარები, როგორებიც ვინსენტ მოსკარი, ვალენტინ ვორნიკუ, სკოტ სტიუარტი და ადამ ოუენი არიან.

ფინალურ ჰედზაპში სანდერსმა ნიკ პაპილო დაამარცხა. მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან $91 036 შეხვდა.