ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
9
მარტი
22:01
High Roller: ვლადიმერ ბაზინკო გავარდა

High Roller ბაბლს მიუახლოვდა. 

ალექსანდრ ჟირნოვმა ვლადიმირ ბაზინკო გააგდო და თამაშში მხოლოდ 5 მოთამაშე დარჩა.

უკრაინელი მოთამაშის A♣K პრეფლოპ ყაზახი მოთამაშის AQ-თან ფავორიტი იყო და არც ბორდზე გახსნილი კარტის შემდეგ შეიცვალა რამე. 

 

9
მარტი
21:58
Main Event: ტოტოშმა $10 156 მოიგო

გიგა ავსაჯანიშვილმა პოლონელი ბართლომეო ტოტოში გააგდო.

პოლონელი მოთამაშის A10♣-ს ქართველი მოთამაშე K♣J-თი დახვდა. 

ფლოპზე 7♠9J♠ გახსნის შემდეგ, ავსაჯანიშვილი წინ გავიდა. თერნზე და რივერზე ამოსულმა კარტებმა (54) არაფერი შეცვალა. 

ტოტოში მერვე ადგილზე გავიდა და $10 156 მოიგო.

 

9
მარტი
21:43
WSOP Blowout-ში 12 მონაწილე დარჩა

ტურნირში მონაწილეობას 12 მოთამაშე აგრძელებს, რომლებსაც ფულადი პრიზის მოპოვება გარანტირებული აქვთ. 24-ე ლეველის ბლაინდები 15,000-30,000-ზეა, ანტე კი 4,000.

9
მარტი
21:37
High Roller: თამაშში 6 მონაწილე დარჩა

გლებ კოვტუნოვმა დმიტრი ზოტოვი მე-7 ადგილზე გააგდო.

რუსი მოთამაშის ოლ-ინს, უკრაინელმა მეტოქემ პრეფლოპზე ქოლით უპასუხა.

შოუდაუნზე კოვტუნოვმა K♠Q, ხოლო ზოტოვმა Q♠9♠ გახსნა. 

ბორდზე J♠410♣10A გაიხსნა და ზოტოვი High Roller-ს დაემშვიდობა. 

9
მარტი
21:18
Main Event: პაპინაშვილი ჩიპლიდერი გახდა

ირაკლი პაპინაშვილმა ოლ-ინი მოიგო და ჩიპლიდერი გახდა.

პაპინაშვილის ოლ-ინს, ირაკლი იაკობაშვილმა უპასუხა.

პაპინაშვილი: AK, იაკობაშვილი: A♠Q♠

მაგიდაზე 4♠510♣43♠ გაიხსნა და იაკობაშვილის ჩიპების დიდ ნაწილს პაპინაშვილი დაეუფლა. 

9
მარტი
21:04
Main Event: ნიკა კაკოიშვილი მეცხრე ადგილზე გავიდა

Main Event-ის ფინალურ მაგიდასთან პირველი მსხვერპლია. 

ბურზან აკიმოვმა ნიკა კაკოიშვილი გააგდო. 

კაკოიშვილმა ხელის 3♣3-ით ოლ-ინი გააკეთა, მეტოქემ კი ხელის AA♠ -ით უპრობლემოდ უპასუხა. 

ბორდზე Q5K♣47♠ გაიხსნა და ქართველი მოთამაშე WSOP-ს დაემშვიდობა. 

მეცხრე ადგილზე გასვლისთვის კაკოიშვილმა $8 112 მოიგო.

9
მარტი
20:40
High Roller: სტივ ო'დუაიერმა ჩიპლიდერს დიდი სტეკი მოუგო

High Roller-ის ჩიპლიდერმა სტანისლავ გალატენკომ სტივ ო'დუაიერთან ღრმა პოტი წააგო.

პრეფლოპზე ო'დუაიერის რეიზი გალატენკომ ქოლით მიიღო.

ფლოპზე J♠8Q-ის გახსნას კვლავ ბეთი და ქოლი მოჰყვა.

თერნზე 4-ზე მეტოქეებმა ჩეკი გააკეთეს. 

რივერზე 6 გახსნის შემდეგ ო'დუაიერი ჩიპების უდიდეს ნაწილს ბანკში შევიდა. რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ უკრაინელმა მოთამაშემ უპასუხა. ო'დუაიერს ხელში ტუზმაღალი ფლეში(A7), ნათსი ეჭირა. გალატენკომ თავისი კარტი არ გახსნა. 

 

9
მარტი
20:20
ო'დუაიერი: სპორტის სასახლეში პოკერისთვის დიდებული ატმოსფეროა

სტივ ო'დუაიერი WSOP Circuit-ის მთავარი ღონისძიებისა და High Roller-ის ფინალს საკუთარ Instagram გვერდზე გამოეხმაურა. 

"Main Event-ისა და High Roller-ის ფინალური მაგიდების გარშემო ბევრი მაყურებელია. დიდებული ატმოსფეროა აქ, ქართველებს პოკერი უყვართ! მე ახლა მესამე ადგილზე ვარ, ოთხი მოთამაშე ფულად ჯილდოს იღებს, ვაპირებ შინ ბეჭდით დავბრუნდე", - წერს ამერიკელი სუპერვარსკვლავი.

სტივ ო'დუაიერის პოსტის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ. 

9
მარტი
20:14
High Roller: გალატენკომ ზედიზედ მეორე მეტოქე გააგდო

High Roller-ზე შვიდი მოთამაშე დარჩა. 

მაქსიმ კლოროტოკმა გვიანი პოზიციიდან ოლ-ინი თქვა, რომელსაც სტანისლავ გალატენკომ უპასუხა. 

კლოროტოკმა K♠Q♠ გახსნა, გალატენკომ კი AJ♣. 

ბორდზე გახსნილმა ხუთმა კარტმა (72♣86♣3♠) არაფერი შეცვალა და თამაშში 7 მოთამაშე დარჩა. 

 

 

 

9
მარტი
20:00
High Roller: გიორგი აბაშიძე გავარდა

ფინალურ მაგიდას ერთადერთი ქართველი მოთამაშე გამოეთიშა.

სტანისლავ გალატენკომ გიორგი აბაშიძე გააგდო.

ქართველი მოთამაშის A♠J♠-ს, მეტოქემ Q♣J♣-ით უპასუხა და ძალიან გაუმართლა.

მაგიდაზე 8♠10♣9K7 გაიხსნა და უკრაინელმა მოთამაშემ სტრიტი ააწყო.

 

 

 

 

9
მარტი
19:49
Main Event: 9 მოთამაშის ვინაობა ცნობილია

WSOP Circuit-ის მთავარ ღონისძიების ფინალურ მაგიდასთან თამაში დაიწყო. 

ჩიპლიდერი ყაზახი მოთამაშე ბურსან აკიმოვია, რომელიც 2 055 000 ჩიპს აკონტროლებს. 

მაგიდასთან 6 ქართველი მოთამაშეა. 

მთავარი ღონისძიების გამარჯვებული WSOP-ის ბეჭედსა და $85 800-ს მიიღებს.

ფინალურ მაგიდასთან მოთამაშეების ადგილები და ჩიპების რაოდენობა: 

1. ბურსან აკიმოვი - ყაზახეთი - 2 055 000 ჩიპი

2. გიგა ავსაჯანიშვილი - საქართველო - 1 294 000 ჩიპი

3. ირაკლი პაპინაშვილი - საქართველო - 1 539 000 ჩიპი

4. ნიკა კაკოიშვილი - საქართველო - 416 000 ჩიპი

5. ანზორ ლობჟანიძე - საქართველო - 1 725 000 ჩიპი

6. ბრაიან სენი - აშშ - 1 701 000 ჩიპი

7. ბართოლომეო ტოტოში - პოლონეთი - 558 000 ჩიპი

8. ირაკლი იაკობაშვილი -საქართველო - 757 800 ჩიპი

9. ლაშა ჩოხელი - საქართველო - 1 198 000 ჩიპი

9
მარტი
19:38
WSOP High Roller: ფინალური მაგიდა იწყება

WSOP High Roller-ში 9 მოთამაშე დარჩა. 

ჩიპლიდერი უკრაინელი სტანისლავ გალატენკოა, რომელსაც 294 000 ჩიპი აქვს. 

ფინალური მაგიდა მე-12 ლეველიდან განახლდა. ბლაინდები 800/1600, ანტე კი 200-ია. 

ფულად ჯილდოს მხოლოდ ოთხი მოთამაშე მიიღებს. გამარჯვებულს WSOP-ის ბეჭედი და $31 500 გადაეცემა.

ფინალური მაგიდის მონაწილეები და მათი სტეკები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. სტანისლავ გალატენკო - უკრაინა - 294 000 ჩიპი

2. დმიტრი ზოტოვ - რუსეთი - 197 000 ჩიპი 

3. სტივ ო'დუაიერი - აშშ - 159 800 ჩიპი

4. ალექსანდრ ჟირნოვი - უკრაინა - 123 000 ჩიპი

5. ევგენი სბოევი - რუსეთი - 101 500 ჩიპი

6. გლებ კოვტუნოვი - უკრაინა - 61 500 ჩიპი

7. ვლადიმერ ბაზინკო - ყაზახეთი  - 50 000 ჩიპი

8. მაქსიმ კლოროტოკი - უკრაინა - 28 800 ჩიპი

9. გიორგი აბაშიძე - საქართველო - 22 100 ჩიპი