ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
3
მარტი
14:15
Warm Up-ის პირველი ლეველი მიმდინარეობს

WSOP Circuit Tbilisi-ს პირველი ღონისძიების Warm Up-ის პირველი ლეველი დაიწყო. საწყის ეტაპზე ბლაინდები 25/50-ია და თითოეული ლეველი 40 წუთი გაგრძელდება. გვიანი რეგისტრაცია შესაძლებელი მე-10 ეტაპის დაწყებამდე იქნება.

WSOP Warm Up-ის გარანტირებული საპრიზო ფონდი $30 000-ია, ხოლო ბაი-ინი - $110. 

3
მარტი
14:06
WSOP Circuit Tbilisi დაიწყო

დღეს, 14:00-ზე, WSOP Circuit Tbilisi-ს პირველი ღონისძიება WSOP Worm-up დაიწყო. $100 ბაი-ინიან ტურნირში გარანტირებული $30,000 და ბეჭედი თამაშდება.

WSOP Worm-up ერთდღიანი ღონისძიებაა, ასე რომ, მისი გამარჯვებული დღესვე გამოვლინდება.

შეგახსენებთ, 3 მარტს ასევე გაიმართება WSOP Low Roller, Adjarabet Championship Super

Sat და WSOP Turbo.

 

3
მარტი
13:49
ტურნირის დირექტორი დილერებს ბოლო მითითებებს აძლევს

WSOP Circuit Tbilisi-ის ღონისძიებათა დირექტორი სტივ ფრეზერი პირველი ღონისძიების დაწყებამდე დილერებს ბოლო მითითებებს აძლევს. 

WSOP Circuit Tbilisi Warm Up ღონისძიებით გაიხსნება, რომლის ბაი-ინი $110 დოლარია. 

3
მარტი
13:49
აჭარაბეთის პოკერდეპარტამენტის ხელმძღვანელი Warm-up-ზე

„ჩვენი პირველი ღონისძიება Warm-up არის DeepStack სტრუქტურის და რაც მთავარია WSOP-ის ოქროს ბეჭედი თამაშდება. ღონისძიება საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, შესაძლოა ის ღამის 2 ან 3 საათზე დამთავრდეს. ძალიან ბევრი მსურველია მოსული, თუმცა ბევრმა მათგანმა დააგვიანა დარეგისტრირება. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მათ, დროულად გაევლოთ რეგისტრაცია. სწორედ ამის გამო ჩვენ რეგისტრაციები 2 საათით ადრე დავიწყეთ.“ - განაცხადა აჭარაბეთის პოკერდეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალისტერ აივსმა.

3
მარტი
13:26
WSOP Circuit Tbilisi: ტურნირის დირექტორის კომენტარი

„დღეს არის გახსნითი ღონისძიება, რომელიც ძალიან საინტერესო და ფასეულია. რეგისტრაციები გაგრძელდება ღონისძიების დაწყებიდან 6 საათის განმავლობაში. საზოგადოება არის ძალიან საინტერესო. ეს ღონისძიება ამ კვირის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება... WSOP Warm-up-ს ექნება მსოფლიოში საუკეთესო Deep Stack სტრუქტურა. იმედი მაქვს, ბევრი მოთამაშე დარეგისტრირდება“, - განაცხადა WSOP Circuit Tbilisi-ის ტურნირის დირექტორმა სტივ ფრეზერმა.

3
მარტი
12:58
WSOP Circuit Tbilisi-ის დაწყებამდე 1 საათი დარჩა

მოგესალმებით,

შეგახსენებთ, დღეს WSOP Circuit Tbilisi-ის ტურნირი WSOP Warm-up-ით გაიხსნება.

ამ დროისთვის სპორტის სასახლის დარბაზი ასე გამოიყურება.