მარკო ტოპიჩი მეექვსე ადგილზე გავიდა. გერმანელი მოთამაშე ივან ბანიჩის მსხვერპლი გახდა და WSOPC Rozvadov-ს დაემშვიდობა.
ტოპიჩის ტუზ-ოთხიანი, ბანიჩის ტუზ-ქალს დაუპირისპირდა. უკვე ფლოპზე ტუზი და ქალი გაიხსნა და გერმანელის მოგების შანსები მიზერული გახდა. საბოლოოდ კი ტოპიჩი €49 456-ს დაეუფლა.
ცოცხალ ტურნირებში ტოპიჩისთვის ეს უდიდესი მოგებული თანხაა. აქამდე უდიდესი თანხა, $2,359, სექტემბერში EUREKA - 6-ზე მოიგო.
ქართველი მოთამაშეები WSOPC Rozvadov-ს აჯამებენ, საკუთარ სურვილებსა და გამოცდილებაზე საუბრობენ.
WSOPC Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებას მორიგი წევრი, ჰენინგ უენდლანტი დაემშვიდობა. ავსტრიელმა მოთამაშემ 36 502 ევრო მოიგო.
ღონისძიებაზე 31-ე ეტაპი მიმდინარეობს. ბლაინდები 50 000/100 000, ანტე კი 10 000-ია.
თამაშს 6 მონაწილე აგრძელებს. ჩიპლიდერები კი კვლავ ივან ბანიჩი და მიჰაილ კროიტორუ არიან.
WSOPC Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაზე 30 ეტაპის დასრულების შემდეგ შესვენება დაიწყო. ჩიპების რაოდენობით ბანიჩი კვლავ პირველია, თუმცა მასთან ძალიან ახლოსაა მიჰაილ კროიტორუ, რომელსაც 7 975 000 ჩიპი აქვს. სწორედ ეს ორი მოთამაშე დომინირებს ფინალურ მაგიდასთან. შორთ-სტეკი კვლავ იეჰუდა "ჩიკიტა" კოენია. მის განკარგულებაში 900 000-იანი სტეკია.
WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟის სანახავად ამ ლინკზე გადადით.
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ჩიპლიდერი ივან ბანიჩია. ხორვატი მოთამაშე 7 240 000 ჩიპს აკონტროლებს. ივან ბანიკისთვის ეს WSOP-ის პირველი ფინალური მაგიდაა. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი EPT12 - UKIPT Dublin-ის ფინალურ მაგიდასთან მონაწილეობაა. დუბლინში ბანიჩი მერვე ადგილზე გავიდა და $ 68 359 მოიგო. ხორვატ მოთამაშეს კარიერაში, ცოცხალ ტურნირებში $74,085 აქვს მოგებული.
31-ე ეტაპზე ბლაინდები 50 000/100 000, ანტე კი 10 000 იქნება.
ფინალური მაგიდის მონაწილეების ჩიპების რაოდენობა:
ივან ბანიკი - 7 240 000
მიჰაილ კროიტორუ - 6 905 000
მიჰალ კაძიელა - 3 065 000
ჰენინგ უენდლანტი - 2 500 000
გეორგიოს ვრაკასი - 2 444 000
მარკო ტოპიჩი - 2 255 000
იეჰუდა "ჩიკიტა" კოენი - 1 420 000
WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟის სანახავად ამ ლინკზე გადადით.
WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების მერვე ადგილზე შტეფან დრაბერტი გავიდა.
დრაბერტის მეფე-ქალი, ივან ბანიჩის ტუზ-ექვსიანთან დამარცხდა. ფლოპზე ტუზი გაიხსნა და ისედაც წინ მყოფი ბანიჩი კიდევ უფრო გაძლიერდა. საბოლოოდ კი დრაბერტის სასარგებლოდ არაფერი ამოსულა და ის €25 105-ის მფლობელი გახდა.