ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
15
ნოემბერი
00:01
ოლივერ კლასენმა 13 852 ევრო მოიგო

ოლივერ კლასენი ჩიპლიდერმა მიჰაილ კროიტორუმ იმსხვერპლა. გერმანელი მოთამაშე მე-13 ადგილზე გავიდა და 13 852 ევრო მოიგო. 

WSOP Circuit Rozvadov-ზე კროიტორუ ახლა ყველაზე დიდ სტეკს, 5 000 000 ჩიპს, აკონტროლებს. 

14
ნოემბერი
23:56
WSOPC Rozvadov-ის Live რეპორტაჟი

WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟის სანახავად ამ ლინკზე გადადით.

14
ნოემბერი
23:29
იგნასიო მოლინა მე-14 ადგილზე გავიდა

WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებას იგნასიო მოლინა გამოაკლდა. მოლინა ტუზ-ვალეტით, მეტოქის ტუზ-მეფეს დაეჯახა და დამარცხდა. 

ესპანელი მოთამაშე მე-14 ადგილისთვის განკუთვნილ €11 884-ს მიიღებს.

ტურნირს ახალი ჩიპლიდერი - მიჰაილ კროიტორუ ჰყავს. მას 3 600 000 ჩიპი აქვს.

14
ნოემბერი
22:51
WSOPC Rozvadov-ზე 16 მოთამაშე დარჩა

WSOPC Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაზე 16 მოთამაშეა დარჩენილი. ჩიპლიდერი კვლავ ხორვატი ივან ბანიჩია. ის 3 400 000 ჩიპს აკონტროლებს.

27-ე ეტაპზე ბლაინდები 20 000/40 000, ანტე კი 5 000-ია. მე-16 ადგილზე გასული მოთამაშე €10 672-ს მოიგებს.  

14
ნოემბერი
22:06
ინტერვიუ უორენ ლაშთან

უორენ ლაში პოკერსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიარკონსულტანტია. Card Player Georgia ლაშს როზვადოვში გაესაუბრა.

როგორ შეაფასებთ ტურნირს?

საოცარი ტურნირია, შარშანდელ ყველა მაჩვენებელს აჯობა. King's-ი ძალიან მოხარულია ყველა ქართველი სტუმრის მასპინძლობით. ძალიან მეწყინა, რომ ფინალურ მაგიდამდე არავინ დარჩა. 

რას იტყვით King's Casino-ს სამომავლო გეგმებზე?

დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩეხეთში ქართველებს ძალიან მოეწონებოდათ King's Casino. ეს ადგილი კიდევ უფრო გაფართოვდება. აგვისტოში ახალი სასტუმრო გაიხსნება 210 დამატებითი ოთახით. ასე რომ, კაზინო კიდევ უფრო დიდი გახდება. ჩატარდება WSOP Europe, სადაც სამაჯურები გათამაშდება. იმედი მაქვს, ქართველი მოთამაშეები ჩამოვლენ.

საქართველოსა და აჭარაბეთთან ურთიერთობაზე მოგვიყევით.

მე დიდი დრო გავატარე საქართველოში პოკერზე მუშაობისას. ჩართული ვიყავი თბილისში WSOP-ის ორგანიზებაში. ძალიან კარგი იქნება, Adjarabet-ის მოთამაშეები თუ WSOP EUROPE-ზე ითამაშებენ, ფანტასტიკური იქნება. ვნახოთ რა მოხდება. ასევე იმედი მაქვს, რომ თბილისში კიდევ ერთი WSOP გაიმართება.

14
ნოემბერი
21:48
27-ე ეტაპზე ჩიპლიდერი ივან ბანიჩია

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 27-ე ეტაპი დაიწყო. ამ მომენტისთვის ჩიპლიდერი ხორვატი ივან ბანიჩია, ის 3 500 000 ჩიპს აკონტროლებს. 3 000 000 ჩიპი აქვს ავსტრიელ ჰენინგ ვედნლანტს და მეორე ადგილზეა. 

ამ ეტაპისთვის თამაში 19 მოთამაშეა დარჩენილი. მეოცე ადგილზე დანიელ მარკიში გავიდა და €9 459 მოიგო.

27-ე ეტაპზე ბლაინდები 20 000/40 000, ანტე კი 5 000-ია.