ავტორიზაცია
ქარ
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
16
ნოემბერი
00:03
WSOPC Rozvadov-ის გამარჯვებული იან ბანიჩი გახდა

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ხორვატი იან ბანიჩი გახდა, მან WSOP-ის ბეჭედი და €232 241 მოიგო.

ფინალური მაგიდის დაწყებამდე ბანიჩი ჩიპების რაოდენობით მეორეზე იყო. ბოლო რვა მოთამაშეში კი საუკეთესო თამაში აჩვენა, უშუალო კონკურენტები თვითონ გააგდო და ფინალური ჰედზაპის დაწყების წინ ჩიპების უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა. მას 23 005 000 ჩიპი ჰქონდა, მეტოქეს კი 2 785 000.

ბანიჩის მეტოქე იეჰუდა "ჩიკიტა" კოენი გახლდათ. გერმანელი მოთამაშე მესამე სათამაშო დღე შორთ-სტეკი იყო, თუმცა მოახერხა და ჰედზაპამდე მიაღწია. ძალიან ფრთხილად თამაშობდა და რამდენჯერმე პრეფლოპ ძლიერი ხელის კარტი დაფოლდა. 

ფინალური ჰედზაპი დაწყებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა. "ჩიკიტამ" მეორე ადგილის დაკავებისთვის €144 551 დაიმსახურა. 

ბანიჩისთვის ეს კარიერაში პირველი ტიტულია. აქამდე მას ცოცხალ ტურნირებში მოგებული  $74 085 ჰქონდა. 

WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაში აჭარაბეთისა და Card Player-ის გუნდის 27 მოთამაშე მონაწილეობდა. საუკეთესო შედეგი კი ვალერი ბახტურიძემ აჩვენა, რომელიც 33-ე ადგილზე გავიდა. 

15
ნოემბერი
23:35
WSOPC Rozvadov-ის ფინალური ჰედზაპი

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ფინალური ჰედზაპი ივან ბანიჩსა და იეჰუდა "ჩიკიტა" კოენს შორის გაიმართება. მესამე ადგილზე მიჰაი კროიტორუ გავიდა და €103 441 დაიმსახურა. 

კროიტურუ მესამე სათამაშო დღის უდიდესი ნაწილი ჩიპლიდერი იყო, თუმცა შემდეგ ბანიჩთან რამდენიმე დიდი გათამაშება წააგო. საბოლოოდ სწორედ მასთან დაპირისპირებას შეეწირა კიდევაც. 

"ჩიკიტა" ტურნირის ფინალური მაგიდიდან მოყოლებული შორთ-სტეკია და მუდამ გავარდნის საფრთხის წინაშეა. თუმცა როგორც ხედავთ ფინალურ ჰედზაპამდე მიაღწია. ივან ბანიჩი ჩიპების უდიდეს ნაწილს (23 005 000 ჩიპი) აკონტროლებს, ის WSOP-ის ბეჭდისა და €232 241-ის მოგების მთავარი ფავორიტია. კოენს ახლა 4 165 000 ჩიპი აქვს. 

WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟის სანახავად ამ ლინკზე გადადით.

15
ნოემბერი
21:59
ბანიჩი უზარმაზარ სტეკს აკონტროლებს

ივან ბანიჩმა და მიჰაილ კროიტორუმ ძალიან დიდი ბანკი გაათამაშეს, რომელიც ბანიჩმა მოიგო და WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ჩიპლიდერია.

ბანიკის სტეკი 16 755 000 ჩიპია. კროიტორუ 6 260 000 ჩიპს აკონტროლებს. „ჩიკიტა“ კოენი კი 2 555 000 ჩიპით კვლავ შორთ-სტეკია.

34-ე ეტაპზე ბლაინდები 100 000/200 000, ანტე კი 25 000-ია. 

WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟის სანახავად ამ ლინკზე გადადით.

15
ნოემბერი
21:22
I ადგილი - €232 241; II ადგილი - €144 551; III ადგილი - €103 441

მესამე ადგილი - €103 441

მეორე ადგილი - €144 551

პირველი ადგილი - €232 241 

ივან ბანიჩი (11 280 000), მიჰაი კროიტორუ (10 335 000) და იეჰუდა "ჩიკიტა"კოენი (2,895,000) - სწორედ ეს ადამიანები მიიღებენ ამ თანხას, პირველადგილოსანი კი დამატებით WSOP-ის ბეჭედს დაიმსახურებს.

WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟის სანახავად ამ ლინკზე გადადით.

 

15
ნოემბერი
20:48
ფინალური სამეული ცნობილია

გეორგიოს ვრაკასი მიჰაი კროიტორუმ გააგდო და თამაშში სამი მოთამაშე დარჩა.

WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ტიტულისთვის ბრძოლას ორი მონსტრი სტეკი - მიჰაი კროიტორუ/ივან ბანიჩი და შორთ-სტეკი იეჰუდა "კაჩიტა" კოენი აგრძელებენ.

"კაჩიტა" მთელი ფინალური დღე მცირე სტეკს აკონტროლებს და ძალიან ფრთხილად თამაშობს. მეფე-ქალი, ტუზ-მეფე, ხელის ათიანები - ეს ის ხელებია, რომლებიც მან პრეფლოპ დაყარა.

ბანიჩი და კროიტორუ კი მთელი დღეა დომინირებენ და, დიდი ალბათობით, ჩემპიონის ვინაობასაც სწორედ ისინი გაარკვევენ. 

ვრაკასმა €80 037 მოიგო.

მოთამაშეების ჩიპების რაოდენობა: 

ივან ბანიჩი 11 955 000

მიჰაი კროიტორუ 10 695 000

იეჰუდა "ჩიკიტა" კოენი 1 860 000

 

WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟის სანახავად ამ ლინკზე გადადით.

15
ნოემბერი
20:39
მიჰალ კაძიელამ 63 059 ევრო მოიგო

წლევანდელი WSOP Circuit Rozvadov-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მიჰალ კაძიელა მთავარ ღონისძიებას დაემშვიდობა. ის მიჰაი კროიტორუმ გააგდო.

პოლონელმა მოთამაშემ რამდენიმე დღის წინ € 300 + 30 Seven Card Stud-ში პირველობა იზეიმა და ბეჭედი მოიგო. კაძიელასთვის ეს მესამე ტურნირია სადაც მან ფულადი ჯილდო მოიგო. ის ამჯერად €63,059-ს მფლობელი გახდა.