ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
ყველა მოთამაშე
28
მაისი
20:45
WSOPC Brussels: ფინალური მაგიდა პირდაპირ ეთერში

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების ფინალურ მაგიდას პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ უყუროთ. 

თამაშის კომენტატორი CardPlayer Georgia-ს ჟურნალისტი და SHOWDOWN-ის წამყვანი გიორგი გძელიძეა. 

ფინალურ მაგიდასთან ოთხი მოთამაშეა დარჩენილი, საიდანაც ერთი adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული ალექსანდრე მაისურაძეა. 

მოთამაშეების სტეკები ასე გამოიყურება:

რიკარდო მონკო - 3 500 000 ჩიპი - 69BB

ადრიან გარსია გალიპიენსო - 3 400 000 – 68 BB

პიერ მაჯი - 1 100 000 – 22 BB

ალექსანდრე მაისურაძე - 750 000 – 15 BB

დარჩენილ მოთამაშეებში საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

მეოთხე ადგილი - €31 000

მესამე ადგილი - €43 000

მეორე ადგილი - €68 000

პირველი ადგილი - €100 000

28
მაისი
20:39
მაისურაძემ ოლ-ინი მოიგო

ალექსანდრე მაისურაძისა და ადრიან გარსია გალიპიენსოს შოუდაუნი ქართველი მოთამაშის სასარგებლოდ დასრულდა.

მაისურაძის ოლ-ინი ესპანელმა მოთამაშემ დაქოლა.

მაისურაძე: A♠K♠    

გალიპიენსო: A♣4♠

ბორდზე 965♠85 გაიხსნა და ახლა ქართველ მოთამაშეს 935 000 ჩიპი (19 დიდი ბლაინდი) აქვს.

28
მაისი
20:15
WSOPC Brussels-ის 27 ეტაპი დასრულდა

WSOPC Brussels-ის 27 ეტაპი დასრულდა. შემდეგ ეტაპზე ბლაინდები 25 000/50 000, ანტე 5 000-ია.

WSOP-ის ბეჭდისთვის ბრძოლას 4 მოთამაშე აგრძელებს:

გალიპიენსო - 4 100 000 ჩიპი

მონკო - 3 100 000 ჩიპი

მაჯი - 1 100 000 ჩიპი

მაისურაძე - 520 000 ჩიპი

დარჩენილ ოთხ მოთამაშეში საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

მეოთხე ადგილი - €31 000

მესამე ადგილი - €43 000

მეორე ადგილი - €68 000

პირველი ადგილი - €100 000

 

28
მაისი
19:54
მაისურაძე უკვე ოთხეულშია

WSOPC-ის მთავარ ღონისძიებას პოლ მაკლაფლინი გამოეთიშა. ბრიტანელი მოთამაშე ადრიან გარსია გალიპიენსომ გამოთიშა.

ესპანელმა მოთამაშემ ფლოპზე (9♣107♣) მაკლაფლინის ოლ-ინი ქოლით მიიღო და KK♣ გახსნა. ბრიტანელმა მოთამაშემ Q♠J ამოატრიალა.

თერნზე Q, რივერზე კი 7♠ გაიხსნა და ბრიტანელმა მოთამაშემ €23 000 მოიგო.

ალექსანდრე მაისურაძეს დარჩენილ ოთხ მოთამაშეში ყველაზე პატარა სტეკი აქვს.

გალიპიენსო - 3 900 000 ჩიპი

მონკო - 3 200 000 ჩიპი

მაჯი - 1 000 000 ჩიპი

მაისურაძე - 630 000 ჩიპი

დარჩენილ ოთხ მოთამაშეში საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

მეოთხე ადგილი - €31 000

მესამე ადგილი - €43 000

მეორე ადგილი - €68 000

პირველი ადგილი - €100 000

28
მაისი
19:42
მარკ იენსენი მეექვსეზე გავიდა და €19 000 მოიგო

რიკარდო მონკომ მარკ იენსენი ტურნირს გამოთიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ალექსანდრე მაისურაძე ხუთეულშია.

იენსენმა 675 000 ჩიპით ოლ-ინი გააკეთა და რიკარდო მონკომ დაქოლა.

ჰოლანდელმა მოთამაშემ A♣K, ხოლო ფრანგმა პროფესიონალმა 77♠ გახსნა.

ფლოპზე 94♣7-ის გახსნის შემდეგ იენსენი ფაქტობრივად უშანსოდ დარჩა და თერნ/რივერის (3♠/6♣) გახსნის შემდეგ ტურნირს დაემშვიდობა.

მარკ იენსენმა €19 000 მოიგო.

28
მაისი
19:24
გალიპიენსომ სიბონი გააგდო

27-ე ეტაპზე ადრიან გარსია გალიპიენსომ ჟულიან სიბონი გააგდო.

ეხპანელმა A6J2♠5♣ ბორდზე ოლ-ინი გააკეთა. სიბონს მცირე სტეკი ჰქონდა და გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ დარჩენილი 705 ათასი ჩიპით ქოლი გააკეთა და დამარცხდა. გარსიამ A♠J გახსნა, სიბონმა - A♣Q♠.

ჟულიან სიბონს მე-7 ადგილის დაკავებისთვის €15,780 შეხვდა. დარჩენილმა მოთამაშეებმა კი მინიმუმ  €19,000-ის მოგება გაინაღდეს.

28
მაისი
18:21
ზურაბ ბერაძე მერვეზე გავიდა

ზურაბ ბერაძე შორთ-სტეკი იყო და ოლ-ინი გააკეთა, რომელიც ესპანელმა მეტოქემ ადრიან გარსია გალიპიენსომ დაქოლა.

ბერაძემ Q9♠ გახსნა, გალიპიენსომ 106♠.

ფლოპზე 867 გაიხსნა. ესპანელმა მოთამაშემ ექვსიანი გააწყვილა, მაგრამ zurabi2-ის ხელმა ფლეშის და ორმხრივი სტრიტის აუტები შეიძინა, ამასთან ერთად, ორი ოვერქარდი დარჩა.

თუმცა თერნზე 7♠-მა და რივერზე A-მა არაფერი შეცვალა და ბერაძე ღონისძიებას გამოეთიშა.

მერვე ადგილზე გასვლისთვის ბერაძემ €12 400 მოიგო.

28
მაისი
17:19
WSOPC Brussels: მიკ ჰედერი მეცხრეზე გავიდა

ესპანელმა მოთამაშემ ადრიან გარსია გალიპიენსომ დანიელი მოთამაშე მიკ ჰედერი გააგდო.

ჰედერის 7♣7♠, გალიპიენსოს 99-ს დაეჯახა და ბორდზე გახსნილი A104♠3♠8-ის შემდეგ დამარცხდა. 

მიკ ჰედერმა მეცხრე ადგილის დაკავებისთვის €9 250 მოიგო.

28
მაისი
17:00
WSOPC Brussels: ფინალური მაგიდა პირდაპირ ეთერში

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების ფინალურ მაგიდას პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ უყუროთ. 

თამაშის კომენტატორი CardPlayer Georgia-ს ჟურნალისტი და SHOWDOWN-ის წამყვანი გიორგი გძელიძეა. 

ფინალურ მაგიდასთან adjarabet.com-ის სატელიტის ორი გამარჯვებული ზურაბ ბერაძე და ალექსანდრე მაისურაძეა. 

მოთამაშეების სტეკები ასე გამოიყურება:

რიკარდო მონკო - 2 300 000 – 94 BB(დიდი ბლაინდი)

ჟულიან სიბონი - 1 270 000 – 49 BB

ალექსანდრე მაისურაძე - 1 240 000 – 50 BB

ადრიან გარსია გალიპიენსო - 1 200 000 – 49 BB

მარკ იანსენი  - 1 200 000 – 48 BB

პიერ მაჯი - 918 000 – 38 BB

პოლ მაკლაფლინი - 318 000 – 13BB

მიკ ჰედერი - 317 000 – 13 BB

ზურაბ ბერაძე - 247 000 – 10BB

 

დარჩენილ მოთამაშეებში საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

მეცხრე ადგილი -  €9 250

მერვე ადგილი - €12 400

მეშვიდე ადგილი - €15 780

მეექვსე ადგილი - €19 000

მეხუთე ადგილი - €23 000

მეოთხე ადგილი - €31 000

მესამე ადგილი - €43 000

მეორე ადგილი - €68 000

პირველი ადგილი - €100 000

28
მაისი
16:47
WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების ფინალური მაგიდა ცნობილია

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების ჩიპლიდერმა რიკარდო მონკომ პიერ ტილმო გააგდო და ტურნირის ფინალური მაგიდა შეიკრა. 

ორი ქართველი მოთამაშე ზურაბ ბერაძე და ალექსანდრე მაისურაძე WSOP-ის ბეჭდისა და €100 000-ის ბრძოლას აგრძელებენ. 

ფინალური მაგიდა ასე გამოიყურება: 

მარკ იანსენი 

ადრიან გარსია გალიპიენსო 

მიკ ჰედერი 

პოლ მაკლაფლინი 

ზურაბ ბერაძე 

რიკარდო მონკო 

პიერ მაჯი 

ალექსანდრე მაისურაძე

ჟულიან სიბონი

თამაში 25-ე ეტაპზე განახლდება. ბლაინდები 12 000/ 24 000, ანტე კი 4 000-ია.

მოთამაშეების სტეკებზე ინფორმაციას მცირე ხანში მოგაწვდით

28
მაისი
16:35
მაისურაძემ ძალიან დიდი ბანკი მოიგო

UTG-ის პოზიციიდან მაისურაძე 52 000-იან რეიზს აკეთებს, პოზიცია და ბლაინდები ქოლავენ.

ფლოპზე 23♠A♣ იხსნება და ოთხივე მოთამაშე ჩეკს აკეთებს.

თერნზე 6♠ ამოდის - ბლაინდები ჩეკს აკეთებენ, მაისურაძე 115 000-იან ბეთს გადის, პოზიცია და პატარა ბლაინდი ყრის, დიდი ბლაინდიდან პიერ მაჯი 270 000 ჩიპით რე-რეიზს აკეთებს, მაისურაძე ქოლავს.

რივერზე იხსნება A - მაჯი ოლ-ინს აკეთებს, მაისურაძე კი დარჩენილი 200 000 ჩიპით ქოლავს.

მაჯი: 6♣5  მაისურაძე: A4

მაისურაძე 1 200 000 ჩიპს აკონტროლებს.

28
მაისი
16:13
WSOPC Brussels: დარჩენილი 10 მოთამაშის სტეკი

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების 25-ე ეტაპი დაიწყო.

ბლაინდები 12 000/ 24 000, ანტე კი 4 000-ია.

WSOP-ის ბეჭდისთვის 10 მოთამაშე იბრძვის. 

თამაში ორ მაგიდასთან მიმდინარეობს, მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება.

I მაგიდა:

მარკ იანსენი - 1 500 000

ადრიან გარსია გალიპიენსო - 900 000

მიკ ჰედერი - 450 000

პოლ მაკლაფლინი - 430 000

ზურაბ ბერაძე 245 000

 

II მაგიდა:

რიკარდო მონკო - 2 300 000

პიერ მაჯი - 1 450 000

ალექსანდრე მაისურაძე 750 000

ჟულიან სიბონი - 750 000

პიერ ტილმო - 240 000