ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
ყველა მოთამაშე
28
მაისი
16:02
მაისურაძე Vs სიბონი

პოზიციიდან ჟულიენ სიბონი 50 000-იან რეიზს აკეთებს, ალექსანდრე მაისურაძე დიდი ბლაინდიდან ქოლავს.

ფლოპზე ამოდის 862♠. მაისურაძე 65 000-იან ბეთზე ჩეკ-ქოლს თამაშობს.

თერნზე 3♠ იხსნება. სიბონი კიდევ ერთხელ გამოდის 65 000-ს და კვლავ ქოლია.

რივერზე 5 იხსნება. მაისურაძე ჩეკს აკეთებს და მეტოქის მახეში შემოტყუებას ცდილობს, თუმცა ჩეკ-ბექს იღებს.

მაისურაძე Q♠4♣-ს ხსნის, მეტოქე კარტს ყრის.

 

28
მაისი
15:52
ჟულიენ სიბონი

WSOPC Brussel-ის მთავარი ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე ჟულიენ სიბონი ფრანგი მოთამაშეა, რომლისთვისაც ცოცხალ ტურნირებზე წარმატება უცხო ხილი ნამდვილად არ არის.

სიბონს ფულადი ჯილდო WSOPC-ისა და EPT-ის არაერთ ღონისძიებაზე მოუგია, სულ კი ცოცხალ ტურნირებში $382 119 აქვს მოგებული.

 

28
მაისი
15:34
შოთა ბობოხიძე მე-11 ადგილზე გავიდა

WSOPC Brussels-ის ფინალური დღე adjarabet.com-ის სატელიტების გამარჯვებულთათვის ცუდად დაიწყო. შოთა ბობოხიძემ დიდი ბანკი წააგო და ულტრა შორთ-სტეკი გახდა, შემდეგ კი ტურნირს დაემშვიდობა.

ბობოხიძემ პრეფლოპზე 100 000-იანი რეიზი გააკეთა, ფრანგმა მოთამაშემ ჟულიენ სიბონმა 300 000-იანი სტეკით ოლ-ინი გააკეთა, ქართველმა მოთამაშემ კი დაქოლა.

ბობოხიძემ Q9, სიბონმა კი A♠Q♣ გახსნა.

ბორდზე 7♣4A♣4♣A გაიხსნა და ბობოხიძე 40 000 ჩიპის ამარა დარჩა.

მალევე ბობოხიძემ დარჩენილი ჩიპებით ოლ-ინი გააკეთა და კვლავ სიბონს დაუპირისპირდა.

ფრანგმა მოთამაშემ AQ გახსნა, ქართველმა კი J9

მაგიდაზე 63♣K2♣K ამოვიდა. შოთა ბობოხიძე ტურნირს მე-11 დაემშვიდობა და €6385 მოიგო.

 

28
მაისი
15:19
WSOPC Brussels-ის III ფინალური დღე დაიწყო

WSOPC Brussels-ის III ფინალური დღე დაიწყო.

დარჩენილი 11 მოთამაშე WSOP-ის ბეჭდისა და €100 000-ს მოსაგებად იბრძვის. 11 მოთამაშიდან სამი ქართველია. ალექსანდრე მაისურაძე, შოთა ბობოხიძე და ზურაბ ბერაძე ფინალურ მაგიდასთან მოხვედრას ეცდებიან.

თამაში 24-ე ეტაპზე განახლდა. ბლაინდები 10 000/ 20 000, ანტე კი 3 000-ია.

მოთამაშეების საშუალო სტეკი 799 091 ჩიპია. მე-11 ადგილზე გავარდნილი მოთამაშე €6 385-ს მიიღებს.

 

28
მაისი
05:42
გიორგი გძელიძე და II სათამაშო დღის მთავარი გმირები
28
მაისი
05:35
ფიში II დღეს მიმოიხილავს
28
მაისი
05:24
მთავარ ღონისძიებაზე დარჩენილი მოთამაშეების სტეკები
28
მაისი
04:52
WSOPC Brussels-ის II სათამაშო დღე დასრულდა

WSOPC Brussels-ის II სათამაშო დღე დასრულდა. 23 ეტაპის შემდეგ WSOP-ის ბეჭდისთვის 11 მოთამაშე იბრძვის. 

11 მოთამაშიდან სამი ქართველია. ალექსანდრე მაისურაძე, შოთა ბობოხიძე და ზურაბ ბერაძე ხვალ ჯერ ფინალურ მაგიდასთან მოხვედრას, შემდეგ კი €100 000-ს მოგებას შეეცდებიან.

დღევანდელი დღე ქართველი მოთამაშეებისთვის წარმატებული იყო. მთავარი ღონისძიების II სათამაშო დღეს adjarabet.com-ის სატელიტებისა და ტურნირთა ლიგის 10 გამარჯვებული ასპარეზობდა. 10-დან 6-მა ფულადი ჯილდოს მოპოვება შეძლო. 

დავით დოლიძემ და გიორგი გოგოლაძემ €4 000-€4 000 მოიგეს, გიორგი ხაბაზაშვილმა კი - €3 600. 

 

28
მაისი
04:38
ბობოხიძემ სტეკი გააორმაგა

შოთა ბობოხიძემ 35 000 ჩიპით რეიზი გააკეთა, ერთმა მოთამაშემ დაქოლა, პატარა ბლაინდმა კი 76 000-იანი რე-რეიზი გააკეთა. ქართველმა მოთამაშემ ოლ-ინი დაიძახა და რე-რეიზის ავტორისგან ქოლი მიიღო.

ბობოხიძემ AJ♣, მეტოქემ კი Q♠6♠ გახსნა.

ბორდზე 10♣3J3A♣ ამოვიდა და შოთა გაორმაგდა.

შოთა ბობოხიძე ახლა 450 000 ჩიპს აკონტროლებს.

23-ე ეტაპზე ბლაინდები 8 000/16 000, ანტე კი 2000-ია.

 

 

28
მაისი
04:02
მინიმუმ ერთ ქართველს ფინალურ მაგიდასთან თამაში გარანტირებული აქვს

WSOPC Brussels-ის მთავარ ღონისძიებაზე 11 მოთამაშეა დარჩენილი. 

ორივე მაგიდასთან ფრთხილი თამაში მიდის. მოთამაშეები ფინალურ მაგიდასთან მოხვედრისა და WSOP-ის ბეჭდის მოსაგებად იბრძვიან.

ტურნირზე სამი ქართველი მოთამაშეა დარჩენილი - ალექსანდრე მაისურაძე, ზურაბ ბერაძე და შოთა ბობოხიძე. 

23-ე ეტაპზე ბლაინდები 8 000/16 000, ანტე კი 2000-ია.

მოთამაშეების საშუალო სტეკი 799 000 ჩიპია. 

დღეს თამაში ფინალური მაგიდის (ცხრა კაცი) შეკვრამდე ან 23-ე ეტაპის დასრულებამდე გაგრძელდება.

მინიმუმ ერთ ქართველს ფინალურ მაგიდასთან თამაში გარანტირებული აქვს.

28
მაისი
03:34
ალექსანდრე მაისურაძემ მეტოქე გააგდო

WSOPC Brussels-ის მთავარ ღონისძიებაზე 13 მოთამაშე დარჩა.

ალექსანდრე მაისურაძემ მორიგი მეტოქე გააგდო.

UTG-ის პოზიციიდან მოთამაშე 30 000 ჩიპით რეიზს აკეთებს, დილერის პოზიციიდან მაისურაძე ქოლს აკეთებს. პატარა ბლაინდიც ქოლავს.

ფლოპზე 7Q♠9♠ გაიხსნა. პატარა ბლაინდი და UTG ჩეკს აკეთებენ, მაისურაძე კი 90 000 ჩიპით დონქი ბენთს აკეთებს. პატარა ბლაინდი ფოლდავს, UTG კი 323 000 ჩიპით ოლ-ინს აკეთებს. მაისურაძე ოლ-ინს ქოლით პასუხობს. 

მაისურაძემ A♣Q გახსნა, მეტოქემ კი A♠5♠.

თერნზე 2 ამოვიდა, რივერზე J♣ და ახლა ქართველ მოთამაშეს 1 300 000 ჩიპი აქვს.

28
მაისი
03:18
ინტერვიუ გიორგი ხაბაზაშვილთან