ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
ყველა მოთამაშე
25
მაისი
22:01
მეექვსე ეტაპზე ქართველი მოთამაშეების სტეკები

WSOPC Brussels-ის მეექვსე ეტაპი მიმდინარეობს. 102 დარეგისტრირებული მოთამაშიდან, თამაშში 84 დარჩა. 

ამ მომენტისთვის ბლაინდები 150/300, ანტე კი 25-ია. 

მოთამაშეების საშუალო სტეკი 36 400 ჩიპია. 

adjarabet.com-ის სატელიტების გამარჯვებულებიდან, დღეს თამაშში 20 ჩაერთო. გიორგი ქაჩლიშვილი, იოსებ გელდიაშვილი, პაპუნა სუხაშვილი და დავით ოქროპირიძე ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობნენ.

თამაში დარჩენილი ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

ალექსანდრე მაისურაძე - 67 000

პაატა ნინოშვილი - 37 000

ლევან ტყეშელაშვილი - 22 000

თემურ ცერცვაძე - 13 000

პაატა ხმალაძე - 45 000

შოთა ხაზარაძე - 14 000

გიორგი მარტყოფიშვილი - 65 000

ნიკოლოზ ჯაიანი - 43 000

კახა ლაბაძე - 40 000

ლაშა ნარჩომაშვილი - 47 000

გიორგი საკანდელია - 11 000

იოსებ ლაფერაშვილი - 13 000

ბაჩანა შენგელია - 42 000

დავით დოლიძე - 47 000

გიორგი გოგოლაძე - 19 000

დავით ჯაფარიძე - 17 000

25
მაისი
20:19
ინტერვიუ WSOP-ის ბეჭდის მფლობელთან იოსებ გელდიაშვილთან
25
მაისი
18:48
იოსებ გელდიაშვილი მთავარ ღონისძიებას დაემშვიდობა

იოსებ CHRISPAUL გელდიაშვილი მთავარ ღონისძიებაზე სათამაშოდ დღეს დაჯდა. გუშინდელი დღის მთავარ გმირს, თამაში არ წაუვიდა და მალევე გამოვარდა. 

გელდიაშვილის მეტოქე UTG-იდან რეიზს აკეთებს, გელდიაშვილი მესამე ბეთს გადის და მეტოქე ქოლავს.

ფლოპზე იხსნება QJ♣4. გელდიაშვილის ბეთს მეტოქემ ქოლით უპასუხა.

თერნზე A ამოვიდა. გელდიაშვილი კვლავ ბეთს აკეთებს და მეტოქე კიდევ ერთხელ ქოლავს.

რივერზე 8♣ გამოჩნდა. 9000-იან ბანკში CHRISPAUL-მა 20 000-იანი ოლ-ინი გააკეთა. მეტოქემ ფიქრის შემდეგ ქოლი გააკეთა და A♠K♣ გახსნა, რაც სამწუხაროდ ქართველი მოთამაშის გასაგდებად საკმარისი აღმოჩნდა.

"გათშოთი არ დაიხურა, მესამე ბარელი ბლეფს გავედი, ბორდი ბლეფისთვის ხელს მიწყობდა. პრეფლოპიდან ძალიან ძლიერი ხელის რეპრეზენტირებას ვაკეთებდი და არ ველოდი, ერთი წყვილი თუ დაქოლავდა", - განაცხადა გელდიაშვილმა.

მთავარი ღონისძიებიდან გავარდნის მიუხედავად, გელდიაშვილისთვის ტურნირი ძალიან წარმატებულია. გუშინ ის WSOP-ის ბეჭდის მფლობელი გახდა და €21 000 მოიგო.

 

 

25
მაისი
01:32
გათამაშება, რომელმაც გელდიაშვილს ჩემპიონობა მოუტანა
25
მაისი
00:28
იოსებ გელდიაშვილი WSOP-ის ბეჭდის მფლობელი გახდა

WSOPC Brussels-ის 6-MAX Deepstack ღონისძიების გამარჯვებული, €21 000-სა და WSOP-ის ბეჭდის მფლობელი იოსებ CHRISPAUL გელდიაშვილი გახდა. 

ბელგიელ მოთამაშე არნე მარინუსთან ფინალური ჰედზაპის დაწყებამდე გელდიაშვილმა მორიგი მეტოქე გააგდო და ფინალური პაექრობა ჩიპლიდერად დაიწყო. 

ფინალური ჰედზაპი დიდხანს არ გაგრძელდა. ერთ-ერთ გათამაშებაში პრეფლოპ ექშენის შემდეგ ფლოპზე 69♣6 გაიხსნა. არნე მარინუსმა ოლ-ინი გააკეთა და გელდიაშვილისგან სწრაფი ქოლი მიიღო.

მარინუსმა Q9♠, გელდიაშვილმა კი K6♠ გახსნა. adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებულის ტრიპსი თერნსა და რივერზეც საუკეთესო კომბინაციად დარჩა (69♣6 87♣).

ბაჩანა შენგელიასა და ირაკლი ცანავას შემდეგ CHRISPAUL მესამე ქართველი მოთამაშეა, რომელსაც WSOP-ის ბეჭედი აქვს. ბეჭედთან ერთად, ის პირველი ადგილისთვის €21 000-ის მფლობელი გახდა. 

 

24
მაისი
23:59
გელდიაშვილის სუპერბლეფი

adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებულმა იოსებ CRISPAUL გელდიაშვილმა სუპერგათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. 

ერთ-ერთი მეტოქის პრელფლოპ ლიმპს, პატარა ბლაინდიდან გელდიაშილის ქოლი და დიდი ბლაიდნის ჩეკი მოჰყვა. 

ფლოპზე 8-9-6 გაიხსნა. 

სამივე მოთამაშემ ჩეკი გააკეთა.

თერნზე 5 ამოვიდა, ბლაინდები ჩეკავენ, პოზიციიდან მეტოქემ ბეტი გააკეთა და ორივე მოთამაშემ დაქოლა. 

 რივერზე 6-ის გამოჩენამ ბორდი გააწყვილა. 

ორივე ბლაინდმა კვლავ ჩეკით ითამაშა, პოზიციამ 250 000-იანი ბეტი გააკეთა, რასაც CHRISPAUL-მა ოლ-ინით(700 000) უპასუხა. ფიქრის შემდეგ ორივე მეტოქემ კარტი დაყარა. 

გელდიაშვილს რვიან-ცხრიანი ჰყავდა, 1 200 000-იანი ბანკი მოიგო და როგორც თავად ხვდებით სუპერბლეფი გააკეთა.

 

24
მაისი
23:34
იოსებ გელდიაშვილმა მოწინააღმდეგე გააგდო

WSOP Circuit Brussels-ის 6-MAX Deepstack ღონისძიებაზე სამი მოთამაშე დარჩა. იოსებ CHRISPAUL გელდიაშვილმა ფრანგი სერჟიკ ესედიკი გააგდო. 

გელდიაშვილის A♠Q მეტოქის 9♣10♣-ის დასამარცხებლად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

გელდიაშვილი ჩიპების რაოდენობით მეორე ადგილზეა. პირველზე კი ბელგიელი მოთამაშე არნე მარინუსია. 

ღონისძიების 27-ე ეტაპზე ბლაინდები 40 000/80 000, ანტე კი 10 000-ია.

შეგახსენებთ, რომ მესამეადგილოსანი €10 500-ს, მეორე €15 500-ს, ხოლო პირველადგილოსანი WSOP-ის ბეჭედსა და €21 000-ს მოიგებს.

24
მაისი
22:05
WSOPC Brussels 6-Max Deepstack ფინალური ექვსეული
24
მაისი
21:59
იოსებ გელდიაშვილი WSOP-ის ბეჭედს მიუახლოვდა

WSOPC Brussels-ის 6-MAX Deepstack ღონისძიებაზე ხუთი მოთამაშე დარჩა, მათ შორის ერთ-ერთი ქართველი იოსებ გელდიაშვილია.

ბელგიელმა არნე მარინუსმა ჰოლანდიელი დენის ბაიენი გააგდო.

ბაიენმა პრეფლოპ AQ-ით ოლ-ინი გააკეთა და მარინუსისგან ხელის K♣K-ით ქოლი მიიღო. 

ბორდზე გახსნილმა კარტმა (4♠8♠2♣26) არაფერი შეცვალა და ჰოლანდიელი მოთამაშე ტურნირს გამოემშვიდობა. 

ღონისძიების 24-ე ეტაპი მიმდინარეობს. ბლაინდები 12 000/24 000, ანტე კი 4000-ია.

 

24
მაისი
21:50
გიორგი გძელიძის პირველი ჩართვა ბრიუსელიდან

SHowdown-ის წამყვანი გიორგი გძელიძე იოსებ გელდიაშვილის წარმატებასა და WSOP Circuit Brussels-ზე საუბრობს.

24
მაისი
21:36
გელდიაშვილმა მნიშვნელოვანი ოლ-ინი მოიგო

WSOP Circuit Brussels-ის 6-MAX Deepstack ღონისძიების ფინალურ მაგიდასთან იოსებ გელდიაშვილმა მნიშვნელოვანი ოლ-ინი მოიგო და ახლა 900 000 ჩიპი აქვს. 

ადრეული პოზიციიდან რეიზს, ერთ-ერთი მოთამაშის ქოლი მოჰყვა, გელდიაშვილმა კი დიდი ბლაინდის პოზიციიდან ოლ-ინი გააკეთა. ერთმა მეტოქემ კარტი დაყარა, მეორემ კი CHRISPAUL-ს ქოლით უპასუხა. 

შოუდაუნზე გელდიაშვილმა მეფე-ვალეტი, მეტოქემ კი ტუზ-ქალი გახსნა. 

ფლოპზე ქალი გაიხსნა და გელდიაშვილი სამი აუტის ამარა დატოვა, თუმცა თერნზე მეფე ამოვიდა და ქართველმა მოთამაშემ სტეკი გააორმაგა. 

24
მაისი
21:22
იოსებ CHRISPAUL გელდიაშვილი WSOP-ის ბეჭდისთვის იბრძვის

ბრიუსელში, €1000-იანი ბაი-ინის მქონე 6-MAX deepstack ღონისძიებაზე იოსებ გელდიაშვილი ფინალურ მაგიდასთან ზის. CHRISPAUL-ს €3 600 მოგება გარანტირებული აქვს და უფრო მეტის მოგების კარგი შანსი აქვს.

გელდიაშვილს 900 000-მდე ჩიპი აქვს, ტურნირზე დარჩენილი ექვსი მოთამაშის საშუალო სტეკი კი 783 000-ია. 

ღონისძიების 23-ე ეტაპი მიმდინარეობს. ბლაინდები 10 000/20 000, ანტე კი 3000-ია. 

იოსებ გელდიაშვილი €21 000-სა და WSOP-ის ბეჭდის მოსაგებად იბრძვის.