ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
ყველა მოთამაშე
26
მაისი
03:34
ბაჩანა შენგელიამ სატელიტის მოგება ვერ მოახერხა

10 დიდი ბლაინდით A-9-ით ოლ-ინი გააკეთა და მეტოქემ ცხრიანები დაახვედრა. 

26
მაისი
01:59
ბაჩანა შენგელია მთავარ ღონისძიებაზე დაბრუნებისთვის იბრძვის

ბაჩანა შენგელია სატელიტს თამაშობს და ხვალ 1B დღის ბილეთის მოსაპოვებლად იბრძვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მას ამის ძალიან კარგი შანსი აქვს.

მეათე ეტაპზე ბლაინდები 800/1600, ანტე კი 200-ია. ტურბო სტრუქტურის ღონისძიებაზე 78-იდან 33 მონაწილე დარჩა. რვა საუკეთესო კი WSOPC Brussels-ის ხვალინდელი დღის ბილეთს მოიგებს. 

ღონისძიებაზე საშუალო სტეკი 23 600 ჩიპია, ბაჩანას კი 105 000-იანი სტეკი აქვს. 

26
მაისი
00:53
ბოლო ოთხი გავარდნილი ქართველი მოთამაშე

იოსებ ლაფერაშვილი შორთ-სტეკი იყო და სამწუხაროდ ქოინ-ფლიპი წააგო. პრეფლოპ მის ოლ-ინს ერთ-ერთმა მეტოქემ ქოლით უპასუხა. 

ლაფერაშვილმა JJ♣ გახსნა, მეტოქემ კი A♣K♠. 

ბორდზე 2♠79♣K6♠ გაიხსნა და ქართველი მოთამაშე გავარდა. 

თემურ ცერცვაძე, გიორგი საკანდელია, ბაჩანა შენგელია და იოსებ ლაფერაშვილი - ასე გამოიყურება ბოლო ორ ეტაპზე გავარდნილი ქართველი მოთამაშეების სია. 

25
მაისი
23:29
ბაჩანა შენგელია ქულერმა იმსხვერპლა

WSOP-ის ბეჭდის მფლობელი ბაჩანა შენგელია საშინელ ქულერში მოყვა და შემდეგ გათამაშებაში ღონისძიებას დაემშვიდობა.

ფლოპზე 8-9-10♣-ის გახსნის შემდეგ. შენგელიამ ოლ-ინი გააკეთა, რომელიც ერთმა მეტოქემ დაქოლა. მეორე მეტოქემ დიდხანს იფიქრა და ბოლოს ჯიბიდან მონეტა ამოიღო.

„ერთი მხარე ქოლია, მეორე მხარე კი ფოლდი“, - განაცხადა მოთამაშემ. მონეტის აგდების შემდეგ ქოლი გააკეთა და ათიანების სეტი გახსნა.

ბაჩანას Q♠J♠ ჰყავდა, მის მეტოქეს კი QJ♣.

თერნზე 9 გაიხსნა და ათიანების სეტი ფულ-ჰაუსად იქცა.

რივერზე A♠-მა არაფერი შეცვალა.

ბაჩანას ძალიან ცოტა ჩიპი დარჩა და შემდეგ დარიგებაში გავარდა. 

25
მაისი
22:01
მეექვსე ეტაპზე ქართველი მოთამაშეების სტეკები

WSOPC Brussels-ის მეექვსე ეტაპი მიმდინარეობს. 102 დარეგისტრირებული მოთამაშიდან, თამაშში 84 დარჩა. 

ამ მომენტისთვის ბლაინდები 150/300, ანტე კი 25-ია. 

მოთამაშეების საშუალო სტეკი 36 400 ჩიპია. 

adjarabet.com-ის სატელიტების გამარჯვებულებიდან, დღეს თამაშში 20 ჩაერთო. გიორგი ქაჩლიშვილი, იოსებ გელდიაშვილი, პაპუნა სუხაშვილი და დავით ოქროპირიძე ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობნენ.

თამაში დარჩენილი ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

ალექსანდრე მაისურაძე - 67 000

პაატა ნინოშვილი - 37 000

ლევან ტყეშელაშვილი - 22 000

თემურ ცერცვაძე - 13 000

პაატა ხმალაძე - 45 000

შოთა ხაზარაძე - 14 000

გიორგი მარტყოფიშვილი - 65 000

ნიკოლოზ ჯაიანი - 43 000

კახა ლაბაძე - 40 000

ლაშა ნარჩომაშვილი - 47 000

გიორგი საკანდელია - 11 000

იოსებ ლაფერაშვილი - 13 000

ბაჩანა შენგელია - 42 000

დავით დოლიძე - 47 000

გიორგი გოგოლაძე - 19 000

დავით ჯაფარიძე - 17 000

25
მაისი
21:00
გიორგი მარტყოფიშვილი და ბაჩანა შენგელია

გიორგი მარტყოფიშვილი და ბაჩანა შენგელია ღონისძიების დაწყებამდე განწყობასა და გეგმებზე საუბრობენ. 

25
მაისი
19:20
ქართველი მოთამაშეების სტეკები

WSOPC Brussels-ის მთავარ ღონისძიებაზე უკვე 91 ადამიანი დარეგისტრირდა. მესამე ეტაპისთვის კი ქართველი მოთამაშეების სტეკები ასე გამოიყურება:

გიორგი მარტყოფიშვილი - 24 000

დავით დოლიძე - 62 000

ალექსანდრე მაისურაძე - 19 600

პაატა ნინოშვილი - 28 000

გიორგი ქაჩლიშვილი - 35 000

თემურ ცერცვაძე - 17 000

ლევან ტყეშელაშვილი - 32 000

შოთა ხაზარაძე - 30 700

პაპუნა სუხაშვილი - 25 000

ლაშა ნარჩომაშვილი - 45 000

ბაჩანა შენგელია - 20 000

გიორგი საკანდელია - 12 000

სოსო ლაფერაშვილი - 15 000

გიორგი გოგოლაძე - 30 000

პაატა ხმალაძე - 39 000

ნიკოლოზ ჯაიანი - 30 000

25
მაისი
17:09
ქართველი მოთამაშეები მთავარი ღონისძიებისთვის მზად არიან

adjarabet.com-ის სატელიტების გამარჯვებულები და ტურნირთა ლიგის ორი ღონისძიების პირველადგილოსანი WSOPC Brussels-ის მთავარ ღონისძიებაზე თამაშისთვის მზად არიან. 

37 ქართველიდან დღეს თამაშში 19 ერთვება, 18 მონაწილე კი მთავარ ღონისძიებაში ხვალ ჩაერთვება. 

23
მაისი
21:20
ბაჩანა შენგელია - jan-karlo

WSOPC Brussels-ის საგზურის მფლობელი. adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული.