ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
ყველა მოთამაშე
28
მაისი
21:21
ალექსანდრე მაისურაძე მეოთხეზე გავიდა

პიერ მაჯის პრეფლოპ რეიზს ბლაინდების ალექსანდრე მაისურაძისა და რიკარდო მონკოს ქოლი მოჰყვა.

ფლოპზე იხსნება A♣K♣3♣ და სამივე მოთამაშე ჩეკით თამაშობს.

თერნზე ამოდის Q♣. მაისურაძე ჩეკს აკეთებს, მონკო 225 000-იან ბეთს, მაჯი ყრის, ქართველი მოთამაშე კი ქოლავს.

რივერზე 4♣ გაიხსნა. მაისურაძემ კიდევ ერთხელ ითამაშა ჩეკით, მონკომ ოლ-ინი გააკეთა. მაისურაძემ იფიქრა და დაქოლა.

მაისურაძე: 9♣9♠, მონკო:Q♠J♣

ფრანგმა მოთამაშემ უკეთესი ფლეშით მოიგო. მაისურაძე მეოთხე ადგილზე გავიდა და €31 000 დაიმსახურა.

28
მაისი
20:45
WSOPC Brussels: ფინალური მაგიდა პირდაპირ ეთერში

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების ფინალურ მაგიდას პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ უყუროთ. 

თამაშის კომენტატორი CardPlayer Georgia-ს ჟურნალისტი და SHOWDOWN-ის წამყვანი გიორგი გძელიძეა. 

ფინალურ მაგიდასთან ოთხი მოთამაშეა დარჩენილი, საიდანაც ერთი adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული ალექსანდრე მაისურაძეა. 

მოთამაშეების სტეკები ასე გამოიყურება:

რიკარდო მონკო - 3 500 000 ჩიპი - 69BB

ადრიან გარსია გალიპიენსო - 3 400 000 – 68 BB

პიერ მაჯი - 1 100 000 – 22 BB

ალექსანდრე მაისურაძე - 750 000 – 15 BB

დარჩენილ მოთამაშეებში საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

მეოთხე ადგილი - €31 000

მესამე ადგილი - €43 000

მეორე ადგილი - €68 000

პირველი ადგილი - €100 000

28
მაისი
20:39
მაისურაძემ ოლ-ინი მოიგო

ალექსანდრე მაისურაძისა და ადრიან გარსია გალიპიენსოს შოუდაუნი ქართველი მოთამაშის სასარგებლოდ დასრულდა.

მაისურაძის ოლ-ინი ესპანელმა მოთამაშემ დაქოლა.

მაისურაძე: A♠K♠    

გალიპიენსო: A♣4♠

ბორდზე 965♠85 გაიხსნა და ახლა ქართველ მოთამაშეს 935 000 ჩიპი (19 დიდი ბლაინდი) აქვს.

28
მაისი
20:15
WSOPC Brussels-ის 27 ეტაპი დასრულდა

WSOPC Brussels-ის 27 ეტაპი დასრულდა. შემდეგ ეტაპზე ბლაინდები 25 000/50 000, ანტე 5 000-ია.

WSOP-ის ბეჭდისთვის ბრძოლას 4 მოთამაშე აგრძელებს:

გალიპიენსო - 4 100 000 ჩიპი

მონკო - 3 100 000 ჩიპი

მაჯი - 1 100 000 ჩიპი

მაისურაძე - 520 000 ჩიპი

დარჩენილ ოთხ მოთამაშეში საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

მეოთხე ადგილი - €31 000

მესამე ადგილი - €43 000

მეორე ადგილი - €68 000

პირველი ადგილი - €100 000

 

28
მაისი
19:54
მაისურაძე უკვე ოთხეულშია

WSOPC-ის მთავარ ღონისძიებას პოლ მაკლაფლინი გამოეთიშა. ბრიტანელი მოთამაშე ადრიან გარსია გალიპიენსომ გამოთიშა.

ესპანელმა მოთამაშემ ფლოპზე (9♣107♣) მაკლაფლინის ოლ-ინი ქოლით მიიღო და KK♣ გახსნა. ბრიტანელმა მოთამაშემ Q♠J ამოატრიალა.

თერნზე Q, რივერზე კი 7♠ გაიხსნა და ბრიტანელმა მოთამაშემ €23 000 მოიგო.

ალექსანდრე მაისურაძეს დარჩენილ ოთხ მოთამაშეში ყველაზე პატარა სტეკი აქვს.

გალიპიენსო - 3 900 000 ჩიპი

მონკო - 3 200 000 ჩიპი

მაჯი - 1 000 000 ჩიპი

მაისურაძე - 630 000 ჩიპი

დარჩენილ ოთხ მოთამაშეში საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

მეოთხე ადგილი - €31 000

მესამე ადგილი - €43 000

მეორე ადგილი - €68 000

პირველი ადგილი - €100 000

28
მაისი
17:00
WSOPC Brussels: ფინალური მაგიდა პირდაპირ ეთერში

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების ფინალურ მაგიდას პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ უყუროთ. 

თამაშის კომენტატორი CardPlayer Georgia-ს ჟურნალისტი და SHOWDOWN-ის წამყვანი გიორგი გძელიძეა. 

ფინალურ მაგიდასთან adjarabet.com-ის სატელიტის ორი გამარჯვებული ზურაბ ბერაძე და ალექსანდრე მაისურაძეა. 

მოთამაშეების სტეკები ასე გამოიყურება:

რიკარდო მონკო - 2 300 000 – 94 BB(დიდი ბლაინდი)

ჟულიან სიბონი - 1 270 000 – 49 BB

ალექსანდრე მაისურაძე - 1 240 000 – 50 BB

ადრიან გარსია გალიპიენსო - 1 200 000 – 49 BB

მარკ იანსენი  - 1 200 000 – 48 BB

პიერ მაჯი - 918 000 – 38 BB

პოლ მაკლაფლინი - 318 000 – 13BB

მიკ ჰედერი - 317 000 – 13 BB

ზურაბ ბერაძე - 247 000 – 10BB

 

დარჩენილ მოთამაშეებში საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

მეცხრე ადგილი -  €9 250

მერვე ადგილი - €12 400

მეშვიდე ადგილი - €15 780

მეექვსე ადგილი - €19 000

მეხუთე ადგილი - €23 000

მეოთხე ადგილი - €31 000

მესამე ადგილი - €43 000

მეორე ადგილი - €68 000

პირველი ადგილი - €100 000

28
მაისი
16:47
WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების ფინალური მაგიდა ცნობილია

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების ჩიპლიდერმა რიკარდო მონკომ პიერ ტილმო გააგდო და ტურნირის ფინალური მაგიდა შეიკრა. 

ორი ქართველი მოთამაშე ზურაბ ბერაძე და ალექსანდრე მაისურაძე WSOP-ის ბეჭდისა და €100 000-ის ბრძოლას აგრძელებენ. 

ფინალური მაგიდა ასე გამოიყურება: 

მარკ იანსენი 

ადრიან გარსია გალიპიენსო 

მიკ ჰედერი 

პოლ მაკლაფლინი 

ზურაბ ბერაძე 

რიკარდო მონკო 

პიერ მაჯი 

ალექსანდრე მაისურაძე

ჟულიან სიბონი

თამაში 25-ე ეტაპზე განახლდება. ბლაინდები 12 000/ 24 000, ანტე კი 4 000-ია.

მოთამაშეების სტეკებზე ინფორმაციას მცირე ხანში მოგაწვდით

28
მაისი
16:35
მაისურაძემ ძალიან დიდი ბანკი მოიგო

UTG-ის პოზიციიდან მაისურაძე 52 000-იან რეიზს აკეთებს, პოზიცია და ბლაინდები ქოლავენ.

ფლოპზე 23♠A♣ იხსნება და ოთხივე მოთამაშე ჩეკს აკეთებს.

თერნზე 6♠ ამოდის - ბლაინდები ჩეკს აკეთებენ, მაისურაძე 115 000-იან ბეთს გადის, პოზიცია და პატარა ბლაინდი ყრის, დიდი ბლაინდიდან პიერ მაჯი 270 000 ჩიპით რე-რეიზს აკეთებს, მაისურაძე ქოლავს.

რივერზე იხსნება A - მაჯი ოლ-ინს აკეთებს, მაისურაძე კი დარჩენილი 200 000 ჩიპით ქოლავს.

მაჯი: 6♣5  მაისურაძე: A4

მაისურაძე 1 200 000 ჩიპს აკონტროლებს.

28
მაისი
16:02
მაისურაძე Vs სიბონი

პოზიციიდან ჟულიენ სიბონი 50 000-იან რეიზს აკეთებს, ალექსანდრე მაისურაძე დიდი ბლაინდიდან ქოლავს.

ფლოპზე ამოდის 862♠. მაისურაძე 65 000-იან ბეთზე ჩეკ-ქოლს თამაშობს.

თერნზე 3♠ იხსნება. სიბონი კიდევ ერთხელ გამოდის 65 000-ს და კვლავ ქოლია.

რივერზე 5 იხსნება. მაისურაძე ჩეკს აკეთებს და მეტოქის მახეში შემოტყუებას ცდილობს, თუმცა ჩეკ-ბექს იღებს.

მაისურაძე Q♠4♣-ს ხსნის, მეტოქე კარტს ყრის.

 

28
მაისი
15:19
WSOPC Brussels-ის III ფინალური დღე დაიწყო

WSOPC Brussels-ის III ფინალური დღე დაიწყო.

დარჩენილი 11 მოთამაშე WSOP-ის ბეჭდისა და €100 000-ს მოსაგებად იბრძვის. 11 მოთამაშიდან სამი ქართველია. ალექსანდრე მაისურაძე, შოთა ბობოხიძე და ზურაბ ბერაძე ფინალურ მაგიდასთან მოხვედრას ეცდებიან.

თამაში 24-ე ეტაპზე განახლდა. ბლაინდები 10 000/ 20 000, ანტე კი 3 000-ია.

მოთამაშეების საშუალო სტეკი 799 091 ჩიპია. მე-11 ადგილზე გავარდნილი მოთამაშე €6 385-ს მიიღებს.

 

28
მაისი
05:42
გიორგი გძელიძე და II სათამაშო დღის მთავარი გმირები
28
მაისი
04:52
WSOPC Brussels-ის II სათამაშო დღე დასრულდა

WSOPC Brussels-ის II სათამაშო დღე დასრულდა. 23 ეტაპის შემდეგ WSOP-ის ბეჭდისთვის 11 მოთამაშე იბრძვის. 

11 მოთამაშიდან სამი ქართველია. ალექსანდრე მაისურაძე, შოთა ბობოხიძე და ზურაბ ბერაძე ხვალ ჯერ ფინალურ მაგიდასთან მოხვედრას, შემდეგ კი €100 000-ს მოგებას შეეცდებიან.

დღევანდელი დღე ქართველი მოთამაშეებისთვის წარმატებული იყო. მთავარი ღონისძიების II სათამაშო დღეს adjarabet.com-ის სატელიტებისა და ტურნირთა ლიგის 10 გამარჯვებული ასპარეზობდა. 10-დან 6-მა ფულადი ჯილდოს მოპოვება შეძლო. 

დავით დოლიძემ და გიორგი გოგოლაძემ €4 000-€4 000 მოიგეს, გიორგი ხაბაზაშვილმა კი - €3 600.