ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
ყველა მოთამაშე
28
მაისი
17:00
WSOPC Brussels: ფინალური მაგიდა პირდაპირ ეთერში

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების ფინალურ მაგიდას პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ უყუროთ. 

თამაშის კომენტატორი CardPlayer Georgia-ს ჟურნალისტი და SHOWDOWN-ის წამყვანი გიორგი გძელიძეა. 

ფინალურ მაგიდასთან adjarabet.com-ის სატელიტის ორი გამარჯვებული ზურაბ ბერაძე და ალექსანდრე მაისურაძეა. 

მოთამაშეების სტეკები ასე გამოიყურება:

რიკარდო მონკო - 2 300 000 – 94 BB(დიდი ბლაინდი)

ჟულიან სიბონი - 1 270 000 – 49 BB

ალექსანდრე მაისურაძე - 1 240 000 – 50 BB

ადრიან გარსია გალიპიენსო - 1 200 000 – 49 BB

მარკ იანსენი  - 1 200 000 – 48 BB

პიერ მაჯი - 918 000 – 38 BB

პოლ მაკლაფლინი - 318 000 – 13BB

მიკ ჰედერი - 317 000 – 13 BB

ზურაბ ბერაძე - 247 000 – 10BB

 

დარჩენილ მოთამაშეებში საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:

მეცხრე ადგილი -  €9 250

მერვე ადგილი - €12 400

მეშვიდე ადგილი - €15 780

მეექვსე ადგილი - €19 000

მეხუთე ადგილი - €23 000

მეოთხე ადგილი - €31 000

მესამე ადგილი - €43 000

მეორე ადგილი - €68 000

პირველი ადგილი - €100 000

28
მაისი
15:34
შოთა ბობოხიძე მე-11 ადგილზე გავიდა

WSOPC Brussels-ის ფინალური დღე adjarabet.com-ის სატელიტების გამარჯვებულთათვის ცუდად დაიწყო. შოთა ბობოხიძემ დიდი ბანკი წააგო და ულტრა შორთ-სტეკი გახდა, შემდეგ კი ტურნირს დაემშვიდობა.

ბობოხიძემ პრეფლოპზე 100 000-იანი რეიზი გააკეთა, ფრანგმა მოთამაშემ ჟულიენ სიბონმა 300 000-იანი სტეკით ოლ-ინი გააკეთა, ქართველმა მოთამაშემ კი დაქოლა.

ბობოხიძემ Q9, სიბონმა კი A♠Q♣ გახსნა.

ბორდზე 7♣4A♣4♣A გაიხსნა და ბობოხიძე 40 000 ჩიპის ამარა დარჩა.

მალევე ბობოხიძემ დარჩენილი ჩიპებით ოლ-ინი გააკეთა და კვლავ სიბონს დაუპირისპირდა.

ფრანგმა მოთამაშემ AQ გახსნა, ქართველმა კი J9

მაგიდაზე 63♣K2♣K ამოვიდა. შოთა ბობოხიძე ტურნირს მე-11 დაემშვიდობა და €6385 მოიგო.

 

28
მაისი
15:19
WSOPC Brussels-ის III ფინალური დღე დაიწყო

WSOPC Brussels-ის III ფინალური დღე დაიწყო.

დარჩენილი 11 მოთამაშე WSOP-ის ბეჭდისა და €100 000-ს მოსაგებად იბრძვის. 11 მოთამაშიდან სამი ქართველია. ალექსანდრე მაისურაძე, შოთა ბობოხიძე და ზურაბ ბერაძე ფინალურ მაგიდასთან მოხვედრას ეცდებიან.

თამაში 24-ე ეტაპზე განახლდა. ბლაინდები 10 000/ 20 000, ანტე კი 3 000-ია.

მოთამაშეების საშუალო სტეკი 799 091 ჩიპია. მე-11 ადგილზე გავარდნილი მოთამაშე €6 385-ს მიიღებს.

 

28
მაისი
05:42
გიორგი გძელიძე და II სათამაშო დღის მთავარი გმირები
28
მაისი
04:52
WSOPC Brussels-ის II სათამაშო დღე დასრულდა

WSOPC Brussels-ის II სათამაშო დღე დასრულდა. 23 ეტაპის შემდეგ WSOP-ის ბეჭდისთვის 11 მოთამაშე იბრძვის. 

11 მოთამაშიდან სამი ქართველია. ალექსანდრე მაისურაძე, შოთა ბობოხიძე და ზურაბ ბერაძე ხვალ ჯერ ფინალურ მაგიდასთან მოხვედრას, შემდეგ კი €100 000-ს მოგებას შეეცდებიან.

დღევანდელი დღე ქართველი მოთამაშეებისთვის წარმატებული იყო. მთავარი ღონისძიების II სათამაშო დღეს adjarabet.com-ის სატელიტებისა და ტურნირთა ლიგის 10 გამარჯვებული ასპარეზობდა. 10-დან 6-მა ფულადი ჯილდოს მოპოვება შეძლო. 

დავით დოლიძემ და გიორგი გოგოლაძემ €4 000-€4 000 მოიგეს, გიორგი ხაბაზაშვილმა კი - €3 600. 

 

28
მაისი
04:38
ბობოხიძემ სტეკი გააორმაგა

შოთა ბობოხიძემ 35 000 ჩიპით რეიზი გააკეთა, ერთმა მოთამაშემ დაქოლა, პატარა ბლაინდმა კი 76 000-იანი რე-რეიზი გააკეთა. ქართველმა მოთამაშემ ოლ-ინი დაიძახა და რე-რეიზის ავტორისგან ქოლი მიიღო.

ბობოხიძემ AJ♣, მეტოქემ კი Q♠6♠ გახსნა.

ბორდზე 10♣3J3A♣ ამოვიდა და შოთა გაორმაგდა.

შოთა ბობოხიძე ახლა 450 000 ჩიპს აკონტროლებს.

23-ე ეტაპზე ბლაინდები 8 000/16 000, ანტე კი 2000-ია.

 

 

28
მაისი
04:02
მინიმუმ ერთ ქართველს ფინალურ მაგიდასთან თამაში გარანტირებული აქვს

WSOPC Brussels-ის მთავარ ღონისძიებაზე 11 მოთამაშეა დარჩენილი. 

ორივე მაგიდასთან ფრთხილი თამაში მიდის. მოთამაშეები ფინალურ მაგიდასთან მოხვედრისა და WSOP-ის ბეჭდის მოსაგებად იბრძვიან.

ტურნირზე სამი ქართველი მოთამაშეა დარჩენილი - ალექსანდრე მაისურაძე, ზურაბ ბერაძე და შოთა ბობოხიძე. 

23-ე ეტაპზე ბლაინდები 8 000/16 000, ანტე კი 2000-ია.

მოთამაშეების საშუალო სტეკი 799 000 ჩიპია. 

დღეს თამაში ფინალური მაგიდის (ცხრა კაცი) შეკვრამდე ან 23-ე ეტაპის დასრულებამდე გაგრძელდება.

მინიმუმ ერთ ქართველს ფინალურ მაგიდასთან თამაში გარანტირებული აქვს.

28
მაისი
03:03
შოთა ბობოხიძეს არ გაუმართლა

შოთა ბობოხიძემ მეტოქის 160 000-იანი ოლ-ინი დაქოლა. 

შოთამ A9♣, ხოლო მეტოქემ A♠8♠ გახსნა. 

ბორდზე Q♠10♠343♠ გაიხსნა და უცხოელმა მოთამაშემ ფლეში ააწყო.

ბობოხიძეს 340 000 ჩიპი დარჩა. 

22-ე ეტაპზე ბლაინდები 6 000/12 000, ანტე კი 2000-ია.

28
მაისი
02:18
WSOPC Brussels-ის წარმატებული ქართველი მოთამაშეები
28
მაისი
00:44
ხუთი ქართველი მოთამაშის სტეკი

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების მე-20 ეტაპზე 23 მოთამაშეა დარჩენილი. 

მოთამაშეების საშუალო სტეკი 382 174 ჩიპია. 

ბლაინდები 4 000/8 000, ანტე კი 1000-ია.

ქართველი მოთამაშეების სტეკები ასე გამოიყურება:

შოთა ბობოხიძე - 1 000 000

ალექსანდრე მაისურაძე - 670 000

ზურა ბერაძე - 200 000

გიორგი გოგოლაძე - 50 000

დავით დოლიძე - 27 000

ტურნირის პირველადგილოსანი WSOP-ის ბეჭედსა და €100 000-ს მიიღებს. მეორე ადგილზე €68 000-ა, მესამეზე კი - €43 000.

მე-16-23-ე ადგილებზე გასული მოთამაშეები €4 000-ს მიიღებენ. 

 

27
მაისი
22:45
ორი ქართველი მონსტრი ერთ მაგიდასთან

ღონისძიების ჩიპლიდერი შოთა ბობოხიძე (1 მილიონი ჩიპი) ალექსანდრე მაისურაძის მაგიდასთან გადასვეს. თავად მაისურაძესაც 700 000-იანი სტეკი აქვს.

27
მაისი
22:35
შოთა ბობოხიძე WSOPC Brussels-ის ჩიპლიდერია

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების მე-19 ეტაპზე შოთა ბობოხიძემ დიდი ბანკი მოიგო და ჩიპლიდერი გახდა. ის მილიონიან სტეკს აკონტროლებს. 

ტურნირზე 30 მონაწილე დარჩა, რაც მთავარია, აქედან 6 adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული, ქართველი მოთამაშეა.

ტურნირის საშუალო სტეკი 293 000 ჩიპია. ბლაინდები 3 000/6 000, ანტე კი 1 000-ია.