ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
ყველა მოთამაშე
28
მაისი
18:21
ზურაბ ბერაძე მერვეზე გავიდა

ზურაბ ბერაძე შორთ-სტეკი იყო და ოლ-ინი გააკეთა, რომელიც ესპანელმა მეტოქემ ადრიან გარსია გალიპიენსომ დაქოლა.

ბერაძემ Q9♠ გახსნა, გალიპიენსომ 106♠.

ფლოპზე 867 გაიხსნა. ესპანელმა მოთამაშემ ექვსიანი გააწყვილა, მაგრამ zurabi2-ის ხელმა ფლეშის და ორმხრივი სტრიტის აუტები შეიძინა, ამასთან ერთად, ორი ოვერქარდი დარჩა.

თუმცა თერნზე 7♠-მა და რივერზე A-მა არაფერი შეცვალა და ბერაძე ღონისძიებას გამოეთიშა.

მერვე ადგილზე გასვლისთვის ბერაძემ €12 400 მოიგო.

28
მაისი
16:47
WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების ფინალური მაგიდა ცნობილია

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების ჩიპლიდერმა რიკარდო მონკომ პიერ ტილმო გააგდო და ტურნირის ფინალური მაგიდა შეიკრა. 

ორი ქართველი მოთამაშე ზურაბ ბერაძე და ალექსანდრე მაისურაძე WSOP-ის ბეჭდისა და €100 000-ის ბრძოლას აგრძელებენ. 

ფინალური მაგიდა ასე გამოიყურება: 

მარკ იანსენი 

ადრიან გარსია გალიპიენსო 

მიკ ჰედერი 

პოლ მაკლაფლინი 

ზურაბ ბერაძე 

რიკარდო მონკო 

პიერ მაჯი 

ალექსანდრე მაისურაძე

ჟულიან სიბონი

თამაში 25-ე ეტაპზე განახლდება. ბლაინდები 12 000/ 24 000, ანტე კი 4 000-ია.

მოთამაშეების სტეკებზე ინფორმაციას მცირე ხანში მოგაწვდით

28
მაისი
15:19
WSOPC Brussels-ის III ფინალური დღე დაიწყო

WSOPC Brussels-ის III ფინალური დღე დაიწყო.

დარჩენილი 11 მოთამაშე WSOP-ის ბეჭდისა და €100 000-ს მოსაგებად იბრძვის. 11 მოთამაშიდან სამი ქართველია. ალექსანდრე მაისურაძე, შოთა ბობოხიძე და ზურაბ ბერაძე ფინალურ მაგიდასთან მოხვედრას ეცდებიან.

თამაში 24-ე ეტაპზე განახლდა. ბლაინდები 10 000/ 20 000, ანტე კი 3 000-ია.

მოთამაშეების საშუალო სტეკი 799 091 ჩიპია. მე-11 ადგილზე გავარდნილი მოთამაშე €6 385-ს მიიღებს.

 

28
მაისი
05:42
გიორგი გძელიძე და II სათამაშო დღის მთავარი გმირები
28
მაისი
04:52
WSOPC Brussels-ის II სათამაშო დღე დასრულდა

WSOPC Brussels-ის II სათამაშო დღე დასრულდა. 23 ეტაპის შემდეგ WSOP-ის ბეჭდისთვის 11 მოთამაშე იბრძვის. 

11 მოთამაშიდან სამი ქართველია. ალექსანდრე მაისურაძე, შოთა ბობოხიძე და ზურაბ ბერაძე ხვალ ჯერ ფინალურ მაგიდასთან მოხვედრას, შემდეგ კი €100 000-ს მოგებას შეეცდებიან.

დღევანდელი დღე ქართველი მოთამაშეებისთვის წარმატებული იყო. მთავარი ღონისძიების II სათამაშო დღეს adjarabet.com-ის სატელიტებისა და ტურნირთა ლიგის 10 გამარჯვებული ასპარეზობდა. 10-დან 6-მა ფულადი ჯილდოს მოპოვება შეძლო. 

დავით დოლიძემ და გიორგი გოგოლაძემ €4 000-€4 000 მოიგეს, გიორგი ხაბაზაშვილმა კი - €3 600. 

 

28
მაისი
04:02
მინიმუმ ერთ ქართველს ფინალურ მაგიდასთან თამაში გარანტირებული აქვს

WSOPC Brussels-ის მთავარ ღონისძიებაზე 11 მოთამაშეა დარჩენილი. 

ორივე მაგიდასთან ფრთხილი თამაში მიდის. მოთამაშეები ფინალურ მაგიდასთან მოხვედრისა და WSOP-ის ბეჭდის მოსაგებად იბრძვიან.

ტურნირზე სამი ქართველი მოთამაშეა დარჩენილი - ალექსანდრე მაისურაძე, ზურაბ ბერაძე და შოთა ბობოხიძე. 

23-ე ეტაპზე ბლაინდები 8 000/16 000, ანტე კი 2000-ია.

მოთამაშეების საშუალო სტეკი 799 000 ჩიპია. 

დღეს თამაში ფინალური მაგიდის (ცხრა კაცი) შეკვრამდე ან 23-ე ეტაპის დასრულებამდე გაგრძელდება.

მინიმუმ ერთ ქართველს ფინალურ მაგიდასთან თამაში გარანტირებული აქვს.

28
მაისი
02:58
ქართველი მოთამაშეების სტეკები

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიებაზე 16 მოთამაშეა დარჩენილი. 

22-ე ეტაპზე ბლაინდები 6 000/12 000, ანტე კი 2000-ია. საშუალო სტეკი 549 375 ჩიპია.

თამაშში სამი ქართველი მოთამაშეა:

ალექსანდრე მაისურაძე - 900 000

შოთა ბობოხიძე - 550 000

ზურაბ ბერაძე - 500 000

28
მაისი
02:48
სამივე ქართველი მოთამაშე ერთ მაგიდასთანაა

WSOPC Brussels-ის მთავარ ღონისძიებაზე 16 მოთამაშეა დარჩენილი. 

თამაში ორ მაგიდასთან მიდის. ალექსანდრე მაისურაძე, ზურაბ ბერაძე და შოთა ხაზარაძე ერთ მაგიდასთან თამაშობენ.

22-ე ეტაპზე ბლაინდები 6 000/12 000, ანტე კი 2000-ია. საშუალო სტეკი 549 375 ჩიპია.

 

 

28
მაისი
02:18
WSOPC Brussels-ის წარმატებული ქართველი მოთამაშეები
28
მაისი
02:14
ზურაბ ბერაძემ მეტოქე გააგდო

ზურაბ ბერაძემ მეტოქე გააგდო და 400 000 ჩიპი აქვს.

პრეფლოპზე ბერაძე 32 000 ჩიპით ბეთს აკეთებს, მეტოქე ოლ-ინს იძახის და ბერაძე ქოლს აკეთებს.

ბერაძე: Q♠Q  

მეტოქე: KJ♠

ბორდზე J362♣Q იხსნება და WSOPC Brussels-ის მთავარ ღონისძიებაზე 16 მოთამაშე რჩება. 

 

 

 

 

28
მაისი
01:45
დარჩენილი სამი ქართველი მოთამაშის სტეკი

WSOPC Brussels-ის მთავარ ღონისძიებაძე 21-ე ეტაპზე სამი ქართველი მონაწილეა დარჩენილი. WSOP-ის ბეჭდისა და €100 000-ის ბრძოლას კი სულ 18 მოთამაშე აგრძელებს.

ამ ეტაპისთვის ბლაინდები 5 000/10 000, ანტე კი 1 000-ია. მოთამაშეების საშუალო სტეკი 488 333 ჩიპია.

ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

ალექსანდრე მაისურაძე - 800 000

შოთა ბობოხიძე - 550 000

ზურაბ ბერაძე - 200 000

მე-16-23-ე ადგილებზე გასული მოთამაშეები €4 000-ს მიიღებენ.

 

28
მაისი
00:44
ხუთი ქართველი მოთამაშის სტეკი

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების მე-20 ეტაპზე 23 მოთამაშეა დარჩენილი. 

მოთამაშეების საშუალო სტეკი 382 174 ჩიპია. 

ბლაინდები 4 000/8 000, ანტე კი 1000-ია.

ქართველი მოთამაშეების სტეკები ასე გამოიყურება:

შოთა ბობოხიძე - 1 000 000

ალექსანდრე მაისურაძე - 670 000

ზურა ბერაძე - 200 000

გიორგი გოგოლაძე - 50 000

დავით დოლიძე - 27 000

ტურნირის პირველადგილოსანი WSOP-ის ბეჭედსა და €100 000-ს მიიღებს. მეორე ადგილზე €68 000-ა, მესამეზე კი - €43 000.

მე-16-23-ე ადგილებზე გასული მოთამაშეები €4 000-ს მიიღებენ.