ავტორიზაცია
ქარ
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
ყველა მოთამაშე
29
მაისი
01:31
CardPlayer Georgia-ს LIVE FEED გემშვიდობებათ

WSOP Circuit Brussels დასრულდა.

adjarabet.com-ისა და ტურნირთა ლიგის გამარჯვებულებმა ტურნირების სერია წარმატებით ჩაატარეს.

WSOPC 6-Max Deepstack-ის გამარჯვებული და WSOP-ის ბეჭდის მფლობელი იოსებ გელდიაშვილი გახდა. 

WSOPC Last Chance Turbo-ს მეორეადგილოსანი გიორგი ხაბაზაშვილი გახდა.

მთავარ ღონისძიებაზე 6 კაცმა მოახერხა ფულადი ჯილდოს მოგება, ორი მოთამაშე, ზურაბ ბერაძე და ალექსანდრე მაისურაძე კი ფინალურ მაგიდასთან ისხდნენ.

CardPlayer Georgia-ს Live Feed-ის გუნდი გემშვიდობებათ. მომავალ შეხვედრამდე.

29
მაისი
01:25
WSOPC LAST CHANCE: ხაბაზაშვილი მეორეზე გავიდა

WSOPC LAST CHANCE-ის ღონისძიების ჩემპიონი ანსელმ არნო გახდა. ფრანგმა მოთამაშემ ფინალურ ჰედზაპში გიორგი ხაბაზაშვილი დაამარცხა. 

ბოლო გათამაშებაში არნომ ოლ-ინი გააკეთა და გიორგიმ დაქოლა.

ფრანგმა მოთამაშემ 8♣8♠, ხოლო ხაბაზაშვილმა A5 გახსნა.

ბორდზე J7♣K♣Q5♠ გაიხსნა.

ხაბაზაშვილი მეორე ადგილზე გავიდა და  €4 400 მოიგო.

არნომ WSOP-ის ბეჭედი და €6 245 მოიგო.

 

29
მაისი
00:59
WSOPC LAST CHANCE: ხაბაზაშვილი ფინალურ ჰედზაპს იწყებს

WSOPC LAST CHANCE-ის ღონისძიებაზე მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება.

გიორგი ხაბაზაშვილი ფინალური ჰედზაპის სათამაშოდ ემზადება. მისი მეტოქე ფრანგი მოთამაშე ანსელმ არნოა.

ხაბაზაშვილს 600 000 ჩიპი აქვს, მეტოქეს კი 360 000.

პირველადგილოსანი WSOP-ის ბეჭედსა და €6 245-ს მიიღებს.

 

29
მაისი
00:53
WSOPC LAST CHANCE: გიორგი ხაბაზაშვილი სამეულშია

გიორგი kuntavika1 ხაბაზაშვილი უკვე WSOPC LAST CHANCE-ის სამეულშია.

adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებულმა სტეკის გაზრდა მოახერხა და ახლა 330 000 ჩიპი აქვს.

ხაბაზაშვილს მინიმუმ €2 885-ს მოგება გარანტირებული აქვს, თუმცა პირველობისთვის, WSOP-ის ბეჭდისა და €6 245-ს მოსაგებად იბრძვის.

სუპერ ტურბო ტურნირის ბაი-ინი €365 იყო. მე-17 ეტაპზე ბლაინდები 10 000/20 000, ანტე კი 3 000.

მოთამაშეების საშუალო სტეკი 320 000 ჩიპია.

29
მაისი
00:41
WSOPC LAST CHANCE: გიორგი ხაბაზაშვილი ხუთეულშია

გიორგი kuntavika1 ხაბაზაშვილი WSOPC LAST CHANCE-ის ღონისძიების ხუთ საუკეთესო მოთამაშეშია.

სუპერ ტურბო ტურნირის ბაი-ინი €365 იყო. მეხუთეადგილოსანი €1 636, ხოლო პირველადგილოსანი WSOP-ის ბეჭედსა და €6 245-ს მოიგებს.

გიორგი ხაბაზაშვილის 160 000 ჩიპი აქვს.

მე-16 ეტაპზე ბლაინდები 8 000/16 000, ანტე კი 2 000.

მოთამაშეების საშუალო სტეკი 192 000 ჩიპია.

 

29
მაისი
00:12
WSOPC LAST CHANCE: გიორგი ხაბაზაშვილი საუკეთესო 8 მოთამაშეშია

WSOPC LAST CHANCE-ის ღონისძიების ფინალურ მაგიდასთან adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული გიორგი ხაბაზაშვილი ზის.

სუპერ ტურბო ტურნირის ბაი-ინი €365 იყო. მერვეადგილოსანი €835, ხოლო პირველადგილოსანი WSOP-ის ბეჭედსა და €6 245-ს მოიგებს.

გიორგი ხაბაზაშვილის 65 000 ჩიპი აქვს და მინიმუმ €835-ს მოგება გარანტირებული აქვს. 

29
მაისი
00:03
WSOPC Brussels: გიორგი გძელიძის მიმოხილვა
28
მაისი
23:45
ფიშის საბოლოო დასკვნა
28
მაისი
22:52
WSOPC-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული პიერ მაჯი გახდა

WSOPC-ის მთავარი ღონისძიების ჰედზაპში პიერ მაჯიმ რიკარდო მონკო დაამარცხა და WSOP-ის ბეჭედი და €100 000 მოიგო.

ჰედზაპის დაწყებამდე მაჯის 2 000 000, მონკოს კი 6 800 000 ჩიპი ჰქონდა, თუმცა ჯერ გაორმაგება მოახერხა, ბოლოს კი გადამწყვეტი ოლ-ინი მოიგო.

ბოლო გათამაშებაში მაჯიმ ოლ-ინი A5♣-ით დაიძახა და ბელგიელმა მოთამაშემ ქოლი AJ-ით გააკეთა.

ბორდზე 72♠96♠2 გაიხსნა და მაჯი ჩემპიონი გახდა.

მეორე ადგილისთვის მონკოს €68 000 ერგო.

პიერ მაჯისთვის ეს ცოცხალ ტურნირებში მოგებული უდიდესი თანხაა. ბელგიელ მოთამაშეს კარიერაში $106 885 აქვს მოგებული, ყველაზე მეტი კი 2015 წელს, WPT National Main Event-ზე მეხუთე ადგილის დაკავებისთვის, €15 640, დაიმსახურა.

28
მაისი
21:47
WSOPC Brussels-ის ფინალური ჰედზაპის მონაწილეები

ფინალური ჰედზაპი რიკარდო მონკოსა და პიერ მაჯის შორის შედგება.

მონკოს 6 800 000 ჩიპი (135BB) აქვს, მაჯის კი 2 000 000 ჩიპი (40BB).

გამარჯვებული €100 000-სა და WSOP-ის ბეჭედს მიიღებს, მეორეადგილოსანი კი €68 000-ს.

28
მაისი
21:28
ადრიან გარსია გალიპიენსომ €43 000 მოიგო

ადრიან გარსია გალიპიენსოს ოლ-ინი რიკარდო მონკომ დაქოლა და ესპანელი მოთამაშე გააგდო კიდევაც.

პრეფლოპ ოლ-ინის შემდეგ მონკომ A3 გახსნა, გალიპიენსომ კი 22♠

ბორდზე A♠K♣Q♣8♠J გაიხსნა და ესპანელმა მოთამაშემ €43 000 მოიგო.

ფინალური ჰედზაპი რიკარდო მონკოსა და პიერ მაჯის შორის შედგება.

მონკოს 6 800 000 ჩიპი (135BB) აქვს, მაჯის კი 2 000 000 ჩიპი (40BB).

გამარჯვებული €100 000-სა და WSOP-ის ბეჭედს მიიღებს, მეორეადგილოსანი კი €68 000-ს.

28
მაისი
21:21
ალექსანდრე მაისურაძე მეოთხეზე გავიდა

პიერ მაჯის პრეფლოპ რეიზს ბლაინდების ალექსანდრე მაისურაძისა და რიკარდო მონკოს ქოლი მოჰყვა.

ფლოპზე იხსნება A♣K♣3♣ და სამივე მოთამაშე ჩეკით თამაშობს.

თერნზე ამოდის Q♣. მაისურაძე ჩეკს აკეთებს, მონკო 225 000-იან ბეთს, მაჯი ყრის, ქართველი მოთამაშე კი ქოლავს.

რივერზე 4♣ გაიხსნა. მაისურაძემ კიდევ ერთხელ ითამაშა ჩეკით, მონკომ ოლ-ინი გააკეთა. მაისურაძემ იფიქრა და დაქოლა.

მაისურაძე: 9♣9♠, მონკო:Q♠J♣

ფრანგმა მოთამაშემ უკეთესი ფლეშით მოიგო. მაისურაძე მეოთხე ადგილზე გავიდა და €31 000 დაიმსახურა.