ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
17
ოქტომბერი
16:16
მთავარი ღონისძიების ფინალური მაგიდა დაიწყო

WSOPC Rozvadov-ის ფინალური მაგიდა დაიწყო. სატელევიზიო რეპორტაჟი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყება (მოთამაშეებს მეტოქის კარტის შესახებ ინფორმაცია რომ არ ჰქონდეთ).

CardPlayer საქართველო სატელევიზიო რეპორტაჟს ქართული კომენტარებით შემოგთავაზებთ. 

ფინალურ მაგიდასთან adajrabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე თამაშობს, ასევე თამაშშია წარმოშობით ქართველი მიხეილ მაღალაშვილი.

თამაში WSOP-ის ბეჭდისა და €184 812 ევროსთვის 29-ე ეტაპზე განახლდა.

ბლაინდები 30 000/60 000, ანტე კი 10 000-ია. 

ფინალური მაგიდა კი ასე გამოიყურება:

 მოთამაშექვეყანაჩიპების რაოდენობა
1 იან ტიმო იომანი გერმანია 4 055 000
2 პაველ სტოლარი ჩეხეთი 3 500 000
3 ჰოსეინ ენსანი გერმანია 3,280,000
4 რიფატ გეგიჩი გერმანია 3,105,000
5 ვიქტორ კოვაჩევი ბულგარეთი 2 485 000
6 მიხეილ მაღალაშვილი ისრაელი 1 585 000
7 დავით ოქროპირიძე საქართველო 1 300 000
8 ვილიან პეტლეშკოვი ბულგარეთი 840 000

 

ფინალურ მაგიდასთან საპრიზო ფონდი ასე გადანაწილდება:

1 - €184,812

2 - €116,444
3 - €83,407
4 - €65,691
5 - €51,615
6 - €40,315
7 - €30,356
8 - €21,163

17
ოქტომბერი
13:53
WSOPC Rozvadov-ის ფინალური მაგიდის ლაივ რეპორტაჟი 16:00 საათზე დაიწყება

ფინალური მაგიდის ერთ-ერთი მონაწილე adjarabet.com-ის სატელიტების სერიის გამარჯვებული ქართველი მოთამაშე დავით ოქროპირიძეა, რომელსაც საქართველოში ოქროს ბეჭდით დაბრუნების კარგი შანსი აქვს. დღეს, 16:00-ზე, კაზინო King's-ში მიმდინარე WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ფინალური მაგიდის ლაივ რეპორტაჟის ხილვა Cardplayer.ge-ზე და adjarabet.com-ის ფეისბუკის გვერდზე იქნება შესაძლებელი.

 

17
ოქტომბერი
02:07
WSOPC Rozvadov-ის ფინალური მაგიდა 17 ოქტომბერს ითამაშებს

adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 16:00-ზე WSOPC Rozvadov-ის ფინალურ მაგიდას მიუჯდება და WSOP-ის ბეჭდის მოგებას შეეცდება. ფინალურ მაგიდასთანაა მიხეილ მაღალაშვილიც, წარმოშობით ქართველი მოთამაშე, რომელიც ოქროპირიძის მსგავსად მთელი ტურნირია საუცხოოდ თამაშობს.

CardPlayer საქართველო ფინალური მაგიდის პირდაპირ რეპორტაჟს ქართული კომენტირებით შემოგთავაზებთ.

17
ოქტომბერი
00:31
დავით ოქროპირიძე ფინალურ მაგიდაზე ითამაშებს

WSOPC Rozvadov-ის ფინალური მაგიდა ცნობილია და, რაც მთავარია, მისი ერთ-ერთი მონაწილე დავით ოქროპირიძეა. 

adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებულმა მთელი დღე მაღალი დონის პოკერი ითამაშა. მასთან ერთად ფინალურ მაგიდასთან წარმოშობით ქართველი მიხეილ მაღალაშვილიცაა. მასაც კარგი დღე ჰქონდა და €184 812-ის ბრძოლაში კარგი შანსი აქვს.

ოქროპირიძეს და მაღალაშვილს მინიმუმ €21 163-ს მოგება გარანტირებული აქვთ. 

ფინალური მაგიდა კი ასე გამოიყურება:

 მოთამაშექვეყანაჩიპების რაოდენობა
1 იან ტიმო იომანი გერმანია 4 055 000
2 პაველ სტოლარი ჩეხეთი 3 500 000
3 ჰოსეინ ენსანი გერმანია 3,280,000
4 რიფატ გეგიჩი გერმანია 3,105,000
5 ვიქტორ კოვაჩევი ბულგარეთი 2 485 000
6 მიხეილ მაღალაშვილი ისრაელი 1 585 000
7 დავით ოქროპირიძე საქართველო 1 300 000
8 ვილიან პეტლეშკოვი ბულგარეთი 840 000

 

16
ოქტომბერი
23:51
ოქროპირიძე არაოფიციალურ ფინალურ მაგიდაზეა

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების არაოფიციალური ფინალური მაგიდა ცნობილია. 672 მონაწილიდან მხოლოდ 9 მოთამაშე დარჩა. ისინი WSOP-ის ბეჭდისა და €184 812 ევროს მოსაპოვებლად იბრძვიან. მეორეადგილოსანი €116 44, ხოლო მესამე €83 407-ს მიიღებს.

ცხრა საუკეთესო მოთამაშეშია adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე. მას სიდიდით მეხუთე სტეკი აქვს. მეშვიდეა წარმოშობით ქართველი მოთამაშე მიხეილ მაღალაშვილი. ერთ-ერთი ჩიპლიდერი კი 2015 წელს EPT Prague-ის გამარჯვებული ჰოსეინ ენსანია. გერმანელ მოთამაშეს კარიერაში $2,120,083 აქვს მოგებული. 

ღონისძიების 29-ე ეტაპზე ბლაინდები 30 000/60 000, ანტე კი 10 000-ია. საშუალო სტეკი - 2 240 000.

არაოფიციალური ფინალური მაგიდა კი ასე გამოიყურება:

ადგილი მაგიდასთანმოთამაშექვეყანაჩიპების რაოდენობა
1 მიხეილ მაღალაშვილი ისრაელი 1,100,000
2 ვიქტორ კოვაჩევი ბულგარეთი 2,550,000
3 ჰოსეინ ენსანი გერმანია 3,500,000
4 იან ტიმო იომანი გერმანია 3,750,000
5 დავით ოქროპირიძე საქართველო 1,715,000
6 ტომას ფარა ჩეხეთი 1,010,000
7 ვილიან პეტლეშკოვი ბულგარეთი 880,000
8 რიფატ გეგიჩი გერმანია 1,550,000
9 პაველ სტოლარი ჩეხეთი 3,800,000
16
ოქტომბერი
23:24
ოქროპირიძე Vs ენსანი

ეტაპი - 29. ბლაინდები 30 000/60 000. ანტე - 10 000. საშუალო სტეკი - 2 015 000

adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებულმა დავით ოქროპირიძემ 125 000 ჩიპით დაარეიზა და ჰოსეინ ენსანმა დაქოლა. 

ფლოპზე 2♣2♠4 გაიხსნა. ქართველმა მოთამაშემ მეტოქის 135 000-იან ბეთზე ჩეკ-ქოლით ითამაშა.

თერნზე Q♣ ამოვიდა და ორივე მოთამაშემ ჩეკი გააკეთა.

რივერზე 9 დაიდო. ოქროპირიძემ 225 000-იანი ბეთი გააკეთა და ენსანმა დაქოლა.

ოქროპირიძემ Q10 გახსნა, მეტოქემ მას Q♠ აჩვენა, მეორე კარტი კი მაქში გაუშვა.

ქართველ მოთამაშეს 1 700 000 ჩიპი აქვს.

 

 

 

16
ოქტომბერი
23:14
ოქროპირიძის არშემდგარი ბლეფი

ეტაპი - 28. ბლაინდები 25 000/50 000. ანტე - 5 000.

დავით ოქროპირიძეს ბლეფი არ გამოუვიდა და საკმაოდ დიდი სტეკი წააგო.

პოსტფლოპ თამაშში ოქროპირიძე ორი მეტოქის წინააღმდეგ აღმოჩნდა.

ფლოპზე 4♣86 გაიხსნა და ყველამ ჩეკი გააკეთა.

თერნზე 9♠ ამოვიდა. 

ოქროპირიძე თამაშში 100 000 ჩიპს შევიდა და ორივე მეტოქემ დაქოლა.

რივერზე 9 გაიხსნა. ქართველმა მოთამაშემ 155 000-იანი ბეთი გააკეთა და კვლავ ორივე მოთამაშემ დაქოლა.

ოქროპირიძე: A5♠. რიფატ გეგიჩი: A9♣ ჰოსეინ ანსანი: 4♠4

ქართველ მოთამაშეს 1 600 000 ჩიპი აქვს.

 

16
ოქტომბერი
22:52
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟი
მთავარი ღონისძიების 28-ე ეტაპზე ბლაინდები 25 000/50 000, ანტე კი 5 000-ია. საშუალო სტეკი - 1 823 730.
WSOPC ბეჭდისთვის ბრძოლას 11 მონაწილე აგრძელებს.
adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე კვლავ თამაშშია.  

ამ ბმულზე შეგიძლიათ პირდაპირ რეპორტაჟს ქართული კომენტირებით უყუროთ.

16
ოქტომბერი
22:21
დავით ოქროპირიძე ერთ-ერთი ჩიპლიდერია
მთავარი ღონისძიების 28-ე ეტაპი დაიწყო. ბლაინდები 25 000/50 000, ანტე კი 5 000-ია. საშუალო სტეკი - 1 550 770-ია.
WSOPC ბეჭდისთვის ბრძოლას 14 მონაწილე აგრძელებს. adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებულ დავით ოქროპირიძეს მესამე უდიდესი სტეკი (2 275 000) აქვს და მინიმუმ ფინალურ მაგიდასთან ძალიან ახლოსაა. მეოთხე სტეკი აქვს წარმოშობით ქართველ მოთამაშეს მიხეილ მაღალაშვილს. ისრაელის მოქალაქე 1 915 000 ჩიპს აკონტროლებს.
თამაშში დარჩენილი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:
 
 
მოთამაშეები სტეკი
პაველ სტოლარი     2,545,000
იან ტიმო იომანი     2,450,000
დავით ოქროპირიძე     2,275,000
მიხეილ მაღალაშვილი     1,915,000
ვიქტორ კოვაჩევი      1,825,000
ვილიან პეტლეშკოვი     1,615,000
ჰოსეინ ენსანი     1,445,000
ბრენდონ კანტუ     1,355,000
რიფატ გეგიჩი     1,180,000
ივან კრუჟაკი     875,000
 რაფაელ ვიმერი     715,000
ადრიანო სკანეტი     710,000
ტომას ფარა     680,000
კარლო სავინელი     570,000
16
ოქტომბერი
21:04
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიება პირდაპირ ეთერში

WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაზე 27-ე ეტაპი მიმდინარეობს. თამაშს 14 მონაწილე აგრძელებს. სატელევიზიო მაგიდასთან adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე თამაშობს. III სათამაშო დღის დასაწყისში ოქროპირიძე ერთ-ერთი შორთ-სტეკი იყო, მაგრამ დღეს ბრწყინვალედ თამაშობს და 2 000 000-იანი სტეკით ერთ-ერთი ჩიპლიდერია. 

ასევე სატელევიზიო მაგიდასთან ზის წარმოშობით ქართველი მოთამაშე მიხეილ მაღალაშვილიც. 

უყურეთ მთავარი ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს ქართული კომენტარებით. 

16
ოქტომბერი
20:06
ოქროპირიძე წინ მიიწევს

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 27-ე ეტაპი იწყება.

ბლაინდები 20 000/40 000, ანტე კი 5000 იქნება. 

თამაშში მხოლოდ 16 მონაწილეა დარჩენილი. საშუალო სტეკი 1 185 890 ჩიპია.

თითოეულ მოთამაშეს მინიმუმ €9 193-ს მოგება გარანტირებული აქვს. adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე ერთ-ერთი მათგანია. ის 1 645 000 ჩიპს აკონტროლებს. თამაშშია წარმოშობით ქართველი მოთამაშე მიხეილ მაღალაშვილიც, ის 1 400 000-იან სტეკს ფლობს.

 

16
ოქტომბერი
19:56
მიხეილ მაღალაშვილს კარგი სტეკი აქვს

WSOPC Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაზე წარმოშობით ქართველი მოთამაშე მიხეილ მაღალაშვილი კარგად თამაშს აგრძელებს და ღონისძიების 26-ე ეტაპზე 1 400 000 ჩიპს აკონტროლებს.

მოთამაშეების საშუალო სტეკი კი 1 120 000 ჩიპია.