ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
16
ოქტომბერი
19:43
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიება პირდაპირ ეთერში

გთავაზობთ WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების სატელევიზიო მაგიდას პირდაპირ ეთერში.

რეპორტაჟის ქართული კომენტარებით ხილვა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ

16
ოქტომბერი
19:33
ოქროპირიძეს 1 000 000 ჩიპი აქვს

ეტაპი - 26. ბლაინდები 15 000/30 000. ანტე - 5 000.

ოქროპირიძის მეტოქემ ჰაიჯეკის პოზიციიდან დაარეიზა (80 000) და ქართველმა მოთამაშემ დიდი ბლაინდი დაიცვა. 

ფლოპი - J5♣8♣

ოქროპირიძემ 100 000-იან ბეტზე ჩეკ-ქოლი გააკეთა.

თერნზე 7 ამოვიდა და ქართველმა მოთამაშემ კიდევ ერთხელ აირჩია ჩეკ-ქოლის ოპცია.

რივერზე K გაიხსნა. ქართველმა მოთამაშემ 400 000-იანი ბეტი გააკეთა და მეტოქემ კარტი დაყარა. 

ოქროპირიძეს ახლა 1 000 000 ჩიპი აქვს, რაც ღონისძიების საშუალო სტეკია.

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების მოსაგებად 20 მოთამაშე იბრძვის. 

 

 

16
ოქტომბერი
18:43
ოქროპირიძემ ოლ-ინი მოიგო

ეტაპი - 25. ბლაინდები 12 000/24 000. ანტე - 4 000.

დავით ოქროპირიძემ ერთ-ერთ გათამაშებაში 100 000 წააგო, თუმცა შემდეგივე დარიგებაში რეაბილიტაცია მოახერხა და სტეკი გააორმაგა.

პრეფლოპ ოლ-ინის შემდეგ მოთამაშეებმა კარტი გახსნეს.

ოქროპირიძე: Q9  მეტოქე: A♠4♣

ფლოპზე 262♠ გაიხსნა და ოქროპირიძეს ფლეშის აუტები დაემატა, თერნზე 9 გამოჩნდა და ქართველი მოთამაშე წინ გავიდა, რივერზე 6♠-მა არაფერი შეცვალა და ოქროპირიძეს 550 000 ჩიპი აქვს.

 

 

 

 

16
ოქტომბერი
18:15
25-ე ეტაპზე 24 მოთამაშეა დარჩენილი

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 25-ე ეტაპი მიმდინარეობს. ბლაინდები 12 000/24 000, ანტე კი 4 000-ია.

ბეჭდისთვის ბრძოლას 672 მონაწილიდან 24 აგრძელებს. მოთამაშეებს €6 320 მოგება გარანტირებული აქვთ. 

პირველი ადგილისა და €184 812 მოსაპოვებლად adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე იბრძვის. 

ოქროპირიძე ამ მომენტისთვის 400 000 ჩიპს აკონტროლებს. 

 

 

 

16
ოქტომბერი
17:27
19:00-ზე მთავარი ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟი

თბილისის დროით 19:00-ზე CardPlayer საქართველო, WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს ქართული კომენტარებით შემოგთავაზებთ. 

16
ოქტომბერი
16:58
ოქროპირიძემ მეტოქე გააგდო

ეტაპი - 24. ბლაინდები 10 000/20 000. ანტე - 3 000.

დავით ოქროპირიძემ დიდი ბლაინდიდან ოლ-ინი გააკეთა და მეტოქემ, დარჩენილი 100 000 ჩიპით ქოლი გააკეთა.

ოქროპირიძე:KQ♣ მეტოქე: Q♠10

ოქროპირიზე პრეფლოპ მშვენიერ სიტუაციაში იყო და არც ბორდზე გახსნილი კარტების(2♠Q7♣5K) შემდეგ შეცვლილა რამე.

adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებულს 570 000 ჩიპი და მინიმუმ €5 554 მოგება გარანტირებული აქვს.

თამაშში სულ 28 მონაწილეა დარჩენილი.

16
ოქტომბერი
16:37
დავით ოქროპირიძე გაორმაგდა

ეტაპი - 24. ბლაინდები 10 000/20 000. ანტე - 3 000.

adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე გაორმაგდა. 

+1 პოზიციიდან ოქროპირიძემ 216 000 ჩიპით ოლ-ინი გააკეთა და მეტოქემ, აშერ დაჰანმა ქათოფიდან უპასუხა.

ოქროპირიძე:QQ♣ დაჰანი:JJ

ბორდზე 44♣10♠3♣8♠ გაიხსნა და ახლა ქართველი მოთამაშე 485 000 ჩიპს აკონტროლებს.

WSOP Circuit-ის მთავარ ღონისძიებაზე სულ 30 მოთამაშეა დარჩენილი. 

16
ოქტომბერი
16:18
WSOPC Rozvadov-ის საპრიზო ფონდი
16
ოქტომბერი
16:15
მიხეილ მაღალაშვილი თამაშში ჩაერთო

წარმოშობით ქართველი მოთამაშე მიხეილ მაღალაშვილი WSOP-ის ბეჭდისთვის ბრძოლას აგრძელებს. 33 დარჩენილ მოთამაშეში მაღალაშვილს სიდიდით მეცხრე სტეკი და მინიმუმ ფინალურ მაგიდაზე მოხვედის კარგი შანსი აქვს. 

16
ოქტომბერი
16:13
WSOPC Rozvadov-ის III დღე დაიწყო

WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიება 24-ე ეტაპზე განახლდა.

ბლაინდები 10 000/20 000, ანტე კი 3 000-ია. 

დავით ოქროპირიძე საპრიზო ფონდშია და ახლა WSOP-ის ბეჭდის მოსაგებად იბრძვის. 

თამაშის დასაწყისშივე ორი მონაწილე გავარდა და ტურნირზე მხოლოდ 33 მოთამაშეა დარჩენილი. 

 

16
ოქტომბერი
15:50
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების დასკვნითი დღე იწყება

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების მესამე, დასკვნითი დღე, თბილისის დროით 16:00-ზე დაიწყება. ბეჭდისა და €184 812-ისთვის 35 მონაწილე იბრძოლებს. ერთ-ერთი მათგანი adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძეა. ქართველმა მოთამაშემ მეორე სათამაშო დღე ბრწყინვალედ ჩაატარა, თამაში 29 000 ჩიპით დაიწყო, დღის ბოლოს კი 300 000 ჩიპს აკონტროლებდა.

მესამე სათამაშო დღეს ყველაზე მეტი, 1 739 000 ჩიპი ბულგარელ მოთამაშეს ვიქტორ კოვაჩევს აქვს. მეორეზე იან ტიმო იობმანია (1 443 000), მესამე კი ასევე ბულგარელი ვილიან პეტლეშკოვია (1 423 000).

მთავარი ღონისძიება 24-ე ეტაპზე განახლდება. ბლაინდები 10 000/20 000, ანტე კი 3 000 იქნება. 

დარჩენილი მოთამაშეები საპრიზო ფონდს შემდეგნაირად გადაინაწილებენ:

ადგილი მოგებული თანხა
1   €184,812
2   €116,444
3   €83,407
4   €65,691
5   €51,615
6   €40,315
7   €30,356
8   €21,163
9   €16,758
10   €13,885
11   €13,885
12   €11,874
13   €11,874
14   €10,342
15   €10,342
16   €9,193
17   €9,193
18   €8,235
19   €8,235
20   €8,235
21   €7,278
22   €7,278
23   €7,278
24   €6,320
25   €6,320
26   €6,320
27   €6,320
28   €5,554
29   €5,554
30   €5,554
31   €5,554
32   €4,788
33   €4,788
34   €4,788
35   €4,788
16
ოქტომბერი
06:18
ინტერვიუ II სათამაშო დღის მთავარ გმირთან

დავით ოქროპირიძე II სათამაშო დღესა და ფინალური დღის სტრატეგიას მიმოიხილავს.