ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
16
ოქტომბერი
06:07
მიხეილ მაღალაშვილი ერთ-ერთი ჩიპლიდერია

წარმოშობით ქართველი პოკერის მოთამაშე მიხეილ მაღალაშვილი WSOPC Rozvadov-ის ერთ-ერთი ჩიპლიდერია. 

16
ოქტომბერი
05:21
დავით ოქროპირიძემ მეორე დღე წარმატებით დაასრულა

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების მეორე სათამაშო დღე დასრულდა. თამაშში 35 მონაწილეა დარჩენილი. ერთ-ერთი adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძეა. 

ოქროპირიძეს €4 788 მოგება გარანტირებული აქვს. მას 300 000-იანი სტეკი აქვს და შეეცდება, WSOP-ის ბეჭდის მოსაგებად ბოლომდე იბრძოლოს. 

დავით ოქროპირიძემ მეორე სათამაშო დღე 29 000 ჩიპით დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა სტეკის გაზრდა მოახერხა და ტურნირის მეორე ნაწილი ძალიან კარგად იასპარეზა. მასთან ერთად ფულადი ჯილდოს მოგება კიდევ ერთმა ქართველმა მოთამაშემ ვაჟა ქომეთიანმა მოახერხა. წარმოშობით ქართველი მიხეილ მაღალაშვილი კი ერთ-ერთი ჩიპლიდერია, მას 817 000 ჩიპი აქვს.

მესამე სათამაშო დღეს ყველაზე მეტი, 1 739 000 ჩიპი ბულგარელ მოთამაშეს ვიქტორ კოვაჩევს აქვს. მეორეზე იან ტიმო იობმანია (1 443 000), მესამე კი ასევე ბულგარელი ვილიან პეტლეშკოვია (1 423 000).

მთავარი ღონისძიება ხვალ 24-ე ეტაპზე გაგრძელდება. ბლაინდები 10 000/20 000, ანტე კი 3 000 იქნება. 

 

 

16
ოქტომბერი
04:46
ოქროპირიძეს 230 000 ჩიპი აქვს

ეტაპი - 23. ბლაინდები 8 000/16 000, ანტე კი 2 000. თამაშში 42 მონაწილეა დარჩენილი

adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებულმა დავით ოქროპირიძემ პოზიციიდან 45 000 ჩიპით რეიზი გააკეთა, დიდი ბლაინდიდან მეტოქემ ოლ-ინი დაიძახა და ოქროპირიძემ დაქოლა.

ოქროპირიძე: K♣Q  მეტოქე:AJ♠

ბორდზე 910♣77♣2 გაიხსნა და ოქროპირიძეს 230 000-იანი სტეკი დარჩა.

 

16
ოქტომბერი
03:52
ოქროპირიძე ფულ-ჰაუსით გაორმაგდა

ეტაპი - 22. ბლაინდები 6 000/12 000, ანტე კი 2 000. თამაშში 46 მონაწილეა დარჩენილი

WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაზე adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე კვლავ წარმატებით ასპარეზობს.

ოქროპირიძემ კარგი ხელი მოიგო და საშუალოზე მაღალი სტეკი, 450 000 ჩიპი აქვს.

მოთამაშემ პატარა ბლაინდიდან ქოლი გააკეთა, ოქროპირიძემ დიდი ბლაინდიდან ჩეკით ითამაშა.

ფლოპზე J♠K♣5 გაიხსნა. მეტოქე თამაშში 16 000 შევიდა, ქართველმა მოთამაშემ 41 000 ჩიპით რირეიზი გააკეთა, მეტოქემ ოლ-ინი თქვა და ოქროპირიძემ დაქოლა.

ოქროპირიძე: K5, მეტოქე: Q10

თერნზე K♠ გაიხსნა და ქართველმა მოთამაშემ ფულ-ჰაუსი ააწყო, რივერზე გამოჩენილ 8♠-ს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და ოქროპირიძის სტეკი ახლა 450 000 ჩიპია.

16
ოქტომბერი
02:57
ოქროპირიძეს €4,118-ს მოგება გარანტირებული აქვს

WSOP Circuit-ის მთავარი ღონისძიების 22-ე ეტაპზე ბლაინდები 6 000/12 000, ანტე კი 2 000-ია.

თამაშში 51 მოთამაშეა დარჩენილი და მე-40 ადგილის ჩათვლით გავარდნილი ყველა მოთამაშე €4,118-ს მიიღებს.

adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე კვლავ თამაშშია და 380 000-იან სტეკს აკონტროლებს. ღონისძიების საშუალო სტეკი კი 395 000 ჩიპია.

16
ოქტომბერი
02:41
ფილ ჰელმუთი გავარდა

ფილ ჰელმუთი მთავარ ღონისძიებას დაემშვიდობა. პოკერის ლეგენდა 56-ე ადგილზე გავიდა და €3,639 მოიგო.

ჰელმუთის ხელის 88♠ მეტოქის JJ♠-ს დაუპირისპირდა.

ბორდზე A95KA♠ გაიხსნა და ჰელმუთი გავარდა.

 

 

 

16
ოქტომბერი
01:53
ოქროპირიძე გაორმაგდა

ეტაპი - 20. ბლაინდები 4 000/8 000, ანტე 1 000.

დავით ოქროპირიძემ ძალიან მნიშვნელოვანი ოლ-ინი მოიგო.

პრეფლოპზე სტანდარტული გათამაშება ფლოპზე საინტერესო დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ფლოპზე 6J7 გახსნის შემდეგ ოქროპირიძემ ბეთი გააკეთა, მეტოქემ ოლ-ინი დაიძახა და ქართველი მოთამაშე დანარჩენ ჩიპებსაც თამაშში შევიდა.

ოქროპირიძე:J♣7♠  მეტოქე: QQ

თერნზე 10♠, ხოლო რივერზე A გაიხსნა და ქართველი მოთამაშე გაორმაგდა. 

adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებულს ახლა 550 000 ჩიპი აქვს, რაც ღონისძიების საშუალო სტეკზე (320 000) მაღალი შედეგია.

16
ოქტომბერი
01:44
ვაჟა ქომეთიანმა €3 639 მოიგო

ქართველი მოთამაშე ვაჟა ქომეთიანი WSOPC Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაზე 67-ე ადგილზე გავიდა და €3 639 მოიგო. 

ქომეთიანი მთელი ტურნირი დიდ სტეკს აკონტროლებდა, თუმცა გვიან ეტაპზე ჩიპები დაკარგა, დასანან ქულერში მოყვა და შორთ-სტეკი გახდა.

ბოლო გათამაშებაში კიდევ ერთხელ არ გაუმართლა და მისი ხელის ექვსიანები მეტოქის რვიანებს დაეჯახა. ბორდზე გახსნილმა კარტებმა არაფერი შეცვალა და ქომეთიანი ტურნირს დაემშვიდობა.

ვაჟა ქომეთიანს ცოცხალ ტურნირებში $150 000-ზე მეტი აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოთამაშეა. 

16
ოქტომბერი
01:32
ანატოლი კოროჩენსკი ტურნირის ბალბ-ბოი გახდა

2017 წლის WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ბალბ-ბოი ანატოლი კოროჩენსკი გახდა. 

რუს მოთამაშეს გადამწყვეტ მომენტში ძალიან არ გაუმართლა. მისი K♠K მეტოქის AA♠-ს დაუპირისპირდა, ბორდზე 75♣7♠10J გაიხსნა და რუსი მოთამაშე ტურნირს დაემშვიდობა.

დარჩენილი 71 მონაწილე ფულად ჯილდოს მოიგებს. რაც მთავარია, adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე და ქართველი მოთამაშე ვაჟა ქომეთიანი კვლავ თამაშში არიან.

სასიამოვნო ფაქტია, რომ ღონისძიების ჩიპლიდერი წარმოშობით ქართველი მოთამაშე მიხეილ მაღალაშვილია. 

16
ოქტომბერი
01:10
მიხეილ მაღალაშვილი WSOPC Rozvadov-ის ჩიპლიდერია

WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ჩიპლიდერი წარმოშობით ქართველი მოთამაშე მიხეილ მაღალაშვილია.

მაღალაშვილი 800 000 ჩიპს აკონტროლებს და WSOPC-ის ბეჭდის მოგების საუკეთესო შანსი აქვს.

16
ოქტომბერი
01:07
ვაჟა ქომეთიანმა დიდი ბანკი წააგო

ვაჟა ქომეთიანის ორი წყვილი მეტოქის ქალების სეტთან დამარცხდა და 300 000 ჩიპიდან 100 000 დარჩა.

16
ოქტომბერი
01:03
მეოცე ეტაპზე ორი ქართველი თამაშშია

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების მეოცე ეტაპი დაიწყო. ბლაინდები 4 000/8 000, ანტე კი 1 000-ია.

თამაშში 74 მოთამაშეა დარჩენილი. 71 მონაწილე კი ფულად ჯილდოს მიიღებს.

ვაჟა ქომეთიანი და დავით ოქროპირიძე საპრიზო ადგილებთან ძალიან ახლოს არიან.

ორივე მოთამაშე 300 000-იან სტეკს აკონტროლებს. მოთამაშეების საშუალო სტეკი კი 272 400 ჩიპია.