ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
15
ოქტომბერი
20:40
კოკა შონია WSOP-ს დაემშვიდობა
15
ოქტომბერი
19:41
ჩვენი მოთამაშეების სტეკები

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების მე-16 ეტაპზე ბლაინდები 1 500/3 000, ანტე კი 500-ია. თამაშში 672 ენთრი გაკეთდა და 152 მონაწილეა დარჩენილი. მოთამაშეების საშუალო სტეკი კი 123 600 ჩიპია.

€1 000 000-იან საპრიზო ფონდს 71 მონაწილე გაიყოფს. პირველადგილოსანი €184 812, მეორეადგილოსანი €116 444, ხოლო მესამე €83 407-ს მიიღებს. 

71-56 ადგილებზე გასული მონაწილეები კი €3 639 დაეუფლებიან.

 

ჩვენი მოთამაშეების სტეკები ასე გამოიყურება:

ვაჟა ქომეთიანი - 240 000

ვარდან ლაპაიანი - 85 000

კოკა შონია - 120 000

ვაჟა ქაცარავა - 43 000

დავით ოქროპირიძე - 160 000

 

თამაშშია ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მიხეილ მაღალაშვილიც, ის 180 000-იან სტეკს აკონტროლებს.

15
ოქტომბერი
19:04
კოკა შონიას 190 000 ჩიპი აქვს

"185 000 ჩიპი მაქვს. საკმაოდ პასიური მაგიდაა, ერთი მოთამაშე აქტიურობს, სხვები ცდილობენ თამაშში არ შევიდნენ. მიჭირს მაგიდის დინამიკაში ჩაჯდომა", - ამბობს კოკა შონია. 

15
ოქტომბერი
17:27
კოკა შონია უკვე 100 000 ჩიპს აკონტროლებს

ეტაპი - 14. ბლაინდები 1 000/2 000, ანტე 300.

პრეფლოპ სტანდარტული გათამაშების შემდეგ პოსტფლოპ თამაშში შონია ერთ მეტოქესთან აღმოჩნდა.

ფლოპზე 9♣9♠3 გაიხსნა. 

კოკა შონიამ ჩეკი გააკეთა, მეტოქე 6 000 შევიდა თამაშში და ქოლი მიიღო.

თერნზე 6♣ ამოვიდა და შონიამ ამჯერად 8 000-იანი ბეტი დაქოლა.

რივერზე Q♠ გაიხსნა და შონიამ ოლ-ინი გააკეთა და ქოლიც მიიღო.

ქართველმა მოთამაშემ 3♣3, მეტოქემ კი 77♠ გახსნა.

კოკა შონია ახლა 100 000-იან სტეკს აკონტროლებს.

15
ოქტომბერი
17:07
კოკა შონიას იღბლიანი ხელი

ეტაპი - 13. ბლაინდები 800/1 600, ანტე 200.

კოკა შონიას ძალიან გაუმართლა და გაორმაგება მოახერხა.

პრეფლოპ ერთ-ერთმა მოთამაშემ რეიზი გააკეთა, შონიამ შუა პოზიციიდან დაქოლა, დილერზე მოთამაშემ რე-რეიზი გააკეთა. პირველმა მეტოქემ დაყარა შონიამ კი მეორე ქოლი გააკეთა.

ფლოპზე 3♠2J♣ გაიხსნა.

შონიამ 5 500-იან ბეტზე ჩეკ-ქოლით ითამაშა.

თერნზე 5♠ ამოვიდა და ქართველმა მოთამაშემ ოლ-ინი(23 000 ჩიპით) დაიძახა. მეტოქემ დაქოლა.

შონია: K♣Q♣  მეტოქე: J♠8

რივერზე შონიას 6 აუტი ჰქონდა და საბედნიეროდ ერთ-ერთი, K გაიხსნა.

adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული ახლა 60 000 ჩიპს აკონტროლებს.

15
ოქტომბერი
04:02
ინტერვიუ I დღის გმირების ნაწილთან

adajrabet.com-ის სატელიტებისა და ტურნირთა ლიგის გამარჯვებულებმა ვაჟა ქაცარავამ, ირაკლი კუჭავამ, კოკა შონიამ და ლევან ძიძიკაშვილმა WSOP Circuit Rozvadov-ის 1B სათამაშო დღე წარმატებულად გაიარეს. 

ისინი იმ 11 მოთამაშეში შედიან, რომლებიც WSOPC Rozvadov-ის ბეჭდის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებენ. 

14
ოქტომბერი
22:23
კოკა შონია: მაგიდასთან ყველაზე აგრესიული მოთამაშე ვარ

კოკა bet_man123 შონია WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაზე წარმატებით ასპარეზობს. 

"70 000-იანი სტეკი მაქვს და თამამად შემიძლია ვთქვა, მაგიდასთან ყველაზე აგრესიული მოთამაშე ვარ. ჯერჯერობით ასე ვაპირებ თამაშის გაგრძელებას. ეს სტრატეგია ამართლებს", - განაცხადა კოკა შონიამ.

14
ოქტომბერი
05:02
ექვს ქართველ მოთამაშეს ფულის მოგების შანსი აქვს

King's Big Bang-ის მე-14 ეტაპზე 623 მონაწილიდან თამაშში 120-ია დარჩენილი.

ღონისძიების საპრიზო ფონდმა €59 198 შეადგინა. ფულად ჯილდოს 63 მოთამაშე მიიღებს, პირველადგილოსანს კი €11 452 შეხვდება.

103 833 ჩიპი ღონისძიების საშუალო სტეკია.

ბლაინდები 2 000/4 000, ანტე კი 500-ია. 

თამაშში დარჩენილი ქართველი მოთამაშეები სტეკები კი ასე გამოიყურება: 

ავთო მაღრაძე - 100 000

ვაჟა ქომეთიანი - 190 000

დავით აბაშიძე  - 200 000

კოკა შონია - 90 000

გიორგი ბარაბაძე  - 28 000

ლევან ჯღარკავა - 25 000

 

 

14
ოქტომბერი
00:48
გურამ აფციაური, დავით აბაშიძე და კოკა შონია

გურამ აფციაური, დავით აბაშიძე და კოკა შონია King's Casino-სა და WSOP Circuit-ის მთავარ ღონისძიებაზე საუბრობენ. 

13
ოქტომბერი
02:51
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიება იწყება

13 ოქტომბერს WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონიძიება იწყება. €1 000 000-იანი გარანტირებული საპრიზო ფონდისთვის უცხოელ მოთამაშეებთან ერთად, adjarabet.com-ის სატელიტების 22 გამარჯვებული და ტურნირთა ლიგის 5 ტრიუმფატორი იბრძოლებს. 

WSOP Circuit-ის მთავარ ღონისძიებაზე ეს adjarabet.com-ისა და Card Player Georgia-ს მიერ წარგზავნილი რიგით მესამე გუნდია. 

2016 წელს როზვადოვში ვალერი ბახტურიძემ საპრიზო ფონდში შესვლა მოახერხა. მომდევნო წელს WSOP Circuit Brussels-ზე წარგზავნილმა ქართველი მოთამაშეების გუნდმა გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწია. იოსებ CHRISPAUL_ გელდიაშვილი ერთ-ერთი ღონისძიების გამარჯვებული გახდა, რისთვისაც ოქროს ბეჭედი და €21 000 მიიღო. გარდა ამისა, მთავარ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილები ექვსმა ქართველმა მოთამაშემ დაიკავა, მათ შორის, ზურაბ ბერაძემ ასპარეზობა მერვე, ხოლო ალექსანდრე მაისურაძემ მეოთხე ადგილზე დაასრულა.

ქართველ მოთამაშეებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შანსი, ცოცხალ პოკერში აუცილებელი გამოცდილება შეიძინონ, უცხოელ მოთამაშეებთან პრაქტიკა მიიღონ და უდიდესი საპრიზო ფონდიდან ფული მოიგონ.

WSOP Circuit Rozvadov-ს King's Casino უმასპინძლებს. კაზინო, რომელიც ბოლო წლებია ევროპული პოკერის მთავარ მექად იქცა. 

adjarabet.com-ის სატელიტებისა და ტურნირთა ლიგის გამარჯვებულების სია კი ასე გამოიყურება:

N

სახელი

ნიკი

1

ველოდი შონია

bet_man123

2

ანზორ მუკერია

drabilkich

3

ლევან ძიძიკაშვილი

levonso777

4

ირაკლი კუჭავა

irakli2127

5

ბექა მაღრაძე

lucky.beka

6

ალექსანდრე რაფავა

alekorafava

7

ნინო დუჩიძე

nino.26

8

ზაალ გასვიანი

xsovna

9

ვახტანგ ჯაფარიძე

skarpion_1

10

გიორგი მიხელიძე

jorjo777

11

გიორგი ბარაბაძე

yalabalance

12

გიორგი გორგასლიძე

giagorgi

13

რაფაელ ჟამგოციანი

raphael

14

შოთა ხაზარაძე

teleso

15

გურამ აფციაური

1st_elite

16

ბექა ლორთქიფანიძე

unname3

17

თეონა კვანტალიანი

telo_telo_telo

18

თამაზ სხირტლაძე

atc100

19

გიორგი ადეიშვილი

dzagdzagichi

20

დავით აბაშიძე

the_b0ss

21

მიხა ქორთუა

gamichite

22

დავით ოქროპირიძე

choche

23

ვაჟა ქაცარავა

vajo1993

24

ვადიმ ულმასკულოვი

lege_artis

25

არმენ ზაქარიანი

757473

26

ვარდენ ლაფაიანი

arm21222

27

ნორიკ ბეგლარიანი

nmgrapper