ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
15
ოქტომბერი
18:14
ტურნირს სატელიტების სამი გამარჯვებული დაემშვიდობა

არმენ ზაქარიანი, გიორგი გორგასლიძე და ნორიკ ბეგლარიანი WSOPC Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებას დაემშვიდობნენ.

adjarabet.com/am-ის სატელიტების გამარჯვებულებმა საპრიზო ფონდამდე მისვლა ვერ მოახერხეს. 

13
ოქტომბერი
02:51
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიება იწყება

13 ოქტომბერს WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონიძიება იწყება. €1 000 000-იანი გარანტირებული საპრიზო ფონდისთვის უცხოელ მოთამაშეებთან ერთად, adjarabet.com-ის სატელიტების 22 გამარჯვებული და ტურნირთა ლიგის 5 ტრიუმფატორი იბრძოლებს. 

WSOP Circuit-ის მთავარ ღონისძიებაზე ეს adjarabet.com-ისა და Card Player Georgia-ს მიერ წარგზავნილი რიგით მესამე გუნდია. 

2016 წელს როზვადოვში ვალერი ბახტურიძემ საპრიზო ფონდში შესვლა მოახერხა. მომდევნო წელს WSOP Circuit Brussels-ზე წარგზავნილმა ქართველი მოთამაშეების გუნდმა გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწია. იოსებ CHRISPAUL_ გელდიაშვილი ერთ-ერთი ღონისძიების გამარჯვებული გახდა, რისთვისაც ოქროს ბეჭედი და €21 000 მიიღო. გარდა ამისა, მთავარ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილები ექვსმა ქართველმა მოთამაშემ დაიკავა, მათ შორის, ზურაბ ბერაძემ ასპარეზობა მერვე, ხოლო ალექსანდრე მაისურაძემ მეოთხე ადგილზე დაასრულა.

ქართველ მოთამაშეებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შანსი, ცოცხალ პოკერში აუცილებელი გამოცდილება შეიძინონ, უცხოელ მოთამაშეებთან პრაქტიკა მიიღონ და უდიდესი საპრიზო ფონდიდან ფული მოიგონ.

WSOP Circuit Rozvadov-ს King's Casino უმასპინძლებს. კაზინო, რომელიც ბოლო წლებია ევროპული პოკერის მთავარ მექად იქცა. 

adjarabet.com-ის სატელიტებისა და ტურნირთა ლიგის გამარჯვებულების სია კი ასე გამოიყურება:

N

სახელი

ნიკი

1

ველოდი შონია

bet_man123

2

ანზორ მუკერია

drabilkich

3

ლევან ძიძიკაშვილი

levonso777

4

ირაკლი კუჭავა

irakli2127

5

ბექა მაღრაძე

lucky.beka

6

ალექსანდრე რაფავა

alekorafava

7

ნინო დუჩიძე

nino.26

8

ზაალ გასვიანი

xsovna

9

ვახტანგ ჯაფარიძე

skarpion_1

10

გიორგი მიხელიძე

jorjo777

11

გიორგი ბარაბაძე

yalabalance

12

გიორგი გორგასლიძე

giagorgi

13

რაფაელ ჟამგოციანი

raphael

14

შოთა ხაზარაძე

teleso

15

გურამ აფციაური

1st_elite

16

ბექა ლორთქიფანიძე

unname3

17

თეონა კვანტალიანი

telo_telo_telo

18

თამაზ სხირტლაძე

atc100

19

გიორგი ადეიშვილი

dzagdzagichi

20

დავით აბაშიძე

the_b0ss

21

მიხა ქორთუა

gamichite

22

დავით ოქროპირიძე

choche

23

ვაჟა ქაცარავა

vajo1993

24

ვადიმ ულმასკულოვი

lege_artis

25

არმენ ზაქარიანი

757473

26

ვარდენ ლაფაიანი

arm21222

27

ნორიკ ბეგლარიანი

nmgrapper