ავტორიზაცია
ქარ
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
17
ოქტომბერი
23:04
Live Feed გემშვიდობებათ

adjarabet.com-ისა და ტურნირთა ლიგის გამარჯვებულებს, ზედიზედ მესამედ, წარმატებული უცხოური ტურნე ჰქონდათ. 2017 წლის WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი გმირი დავით choche ოქროპირიძე გახდა. ქართველმა მოთამაშემ ძალიან კარგი თამაშით მეოთხე ადგილი დაიკავა და €65 691 მოიგო. რომ არა მომავალ ჩემპიონთან, ჰოსეინ ენსანთან ბედ-ბითი, ვინ იცის, საბოლოოდ რა შედეგს მიაღწევდა.

საპრიზო ადგილზე გავიდა კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე ვაჟა ქომეთიანიც. ქართული ცოცხალი პოკერის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მოთამაშემ 67-ე ადგილი დაიკავა და €3 639 მოიგო. 

WSOPC Rozvadov-ის სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა მიხეილ მაღალაშვილი. წარმოშობით ქართველი მოთამაშე უმაღლესი დონის პოკერს თამაშობდა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილზეც გავიდა. 

WSOPC Rozvadov-ის Live Feed გემშვიდობებათ. 

17
ოქტომბერი
22:55
ინტერვიუ დავით ოქროპირიძესთან

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების მეოთხეადგილოსანი დავით ოქროპირიძე განვლილ ტურნირზე საუბრობს. 

17
ოქტომბერი
22:40
ინტერვიუ მიხეილ მაღალაშვილთან

ინტერვიუ WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების მეშვიდეადგილოსანთან მიხეილ მაღალაშვილთან. 

17
ოქტომბერი
21:23
WSOPC Rozvadov-ის გამარჯვებული ჰოსეინ ენსანი გახდა

2017 წლის WSOP Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიება გერმანელმა მოთამაშემ ჰოსეინ ენსანმა მოიგო. მან ფინალურ ჰედზაპში იან ტიმო იომანი გააგდო.

ენსანს კარიერაში $2,120,083, EPT-ის მთავარი ღონისძიების ტიტული და ახლა უკვე WSOP-ის ბეჭედი აქვს მოგებული. 

ფინალურ მაგიდასთან ის ყველაზე დიდი სახელი იყო და თავისი სტატუსი გაამართლა. 7 მოწინააღმდეგიდან 6 სწორედ მან გააგდო თამაშიდან, მათ შორის დავით ოქროპირიძე და მიხეილ მაღალაშვილი.

მთავარ ღონისძიებაზე სულ 672 ენთრი გაკეთდა და €1 000 000-იანი საპრიზო ფონდი 71 მოთამაშეზე გადანაწილდა. 

ქართველმა მოთამაშემ ვაჟა ქომეთიანმა საპრიზო ადგილზე გასვლა მოახერხა. adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებულმა დავით ოქროპირიძემ კი ღონისძიება მეოთხე ადგილზე დაასრულა.  ფინალურ მაგიდასთან თამაშობდა წარმოშობით ქართველი, ისრაელის მოქალაქე, მიხეილ მაღალაშვილიც.

ფინალური ჰედზაპის დაწყების წინ ჰოსეინ ენსანი ჩიპების უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა და მეტოქე, იან ტიმო იომანი ძალიან მალე დაამარცხა.

ბოლო დარიგებაში ფლოპზე 4102♣ გაიხსნა, ოლ-ინი ქოლი მოხდა და მოთამაშეებმა კარტი გახსნეს.

ენსანი:78 იომანი:3Q 

თერნზე 9 გაიხსნა და ენსანს აუტები დაემატა. რივერზე 8♠ კი WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიება დაასრულა. 

ფინალური მაგიდის საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება:

ადგილი

მოთამაშე

ქვეყანა

მოგებული თანხა

1

ჰოსეინ ენსანი

გერმანია

€184,812

2

იან ტიმო იომანი

გერმანია

€116,444

3

რიფატ გეგიჩი

გერმანია

€83,407

4

დავით ოქროპირიძე

საქართველო

€65,691

5

პაველ სტოლარი

ჩეხეთი

€51,615

6

ვიქტორ კოვაჩევი

ბულგარეთი

€40,315

7

მიხეილ მაღალაშვილი

ისრაელი

€30,356

8

ვილიან პეტლეშკოვი

ბულგარეთი

€21,163

 

 

17
ოქტომბერი
20:08
პირდაპირი რეპორტაჟი გრძელდება

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ფინალურ მაგიდას ქართული კომენტარებით შეგიძლიათ ამ ბმულზე უყუროთ.

17
ოქტომბერი
19:46
WSOPC Rozvadov-ზე დავით ოქროპირიძე მეოთხე ადგილზე გავიდა

Adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე WSOPC Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაზე მეოთხე ადგილზე გავიდა. 672 მონაწილეს შორის ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და €65 691 სრულიად დამსახურებულად მოიგო.

ოქროპირიძემ adjarabet.com-ის სატელიტი მეორედ მოიგო. ის WSOPC Brussels-ის გუნდის წევრიც იყო, თუმცა მაშინ ფულადი ჯილდო ვერ მოიპოვა. სამაგიეროდ იქ მიღებული გამოცდილება როზვადოვში შესანიშნავ თამაშად დაკონვერტირდა.

ქართველი მოთამაშე 2015 წლის EPT Prague-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებულმა ჰოსეინ ენსანმა იმსხვერპლა.

ენსანს კარიერაში $2 000 000-ზე მეტი აქვს მოგებული და ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი იყო. გადამწყვეტ ხელში ოქროპირიძეს ძალიან არ გაუმართლა.

ქართველმა მოთამაშემ UTG-ის პოზიციიდან 275 000-იანი ბეთი გააკეთა და ენსანმა ბლაინდიდან დაქოლა.

ფლოპი: J10♣Q

ენსანი ჩეკავს, ოქროპირიძე ბეთს აკეთებს და გერმანელი მოთამაშე ოლ-ინს იძახის. ოქროპირიძემ ერთი წუთი იფიქრა და ქოლი გააკეთა.

ოქროპირიძე:Q♣J♣  ენსანი: A2 

ქართველი მოთამაშე წინ იყო, თუმცა თერნზე 10 გაიხსნა და ჰოსეინ ენსანმა ფლეში ააწყო. რივერზე ქართველ მოთამაშეს ფულ-ჰაუსის აწყობა თუ იხსნიდა, თუმცა 2♣ გაიხსნა და ოქროპირიძე ტურნირს დაემშვიდობა.

17
ოქტომბერი
19:06
ოქროპირიძე მინიმუმ €65 691 მოიგებს

ეტაპი - 31. ბლაინდები 50 000/100 000, ანტე 10 000.

იან ტიმო იომანმა პაველ სტოლარი გააგდო და adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე კიდევ უფრო მიუახლოვდა პირველ ადგილს.

პრეფლოპ ოლ-ინის შემდეგ იომანმა 7♠7♣, სტოლარმა კი A♣4 გახსნა.

ბორდზე 10♣9K108 ამოვიდა და შვიდიანებმა მოიგეს. 

ჩემპიონობისთვის ოთხი მოთამაშე იბრძვის და მათი სტეკები ასე გამოიყურება:

ჰოსეინ ენსანი - 9 245 000

იან ტიმო იომანი - 5 025 000

რიფატ გეგიჩი - 3 455 000

დავით ოქროპირიძე - 3 285 000

 

17
ოქტომბერი
18:56
ჰოსეინ ენსანმა მორიგი მეტოქე გააგდო

ეტაპი - 31. ბლაინდები 50 000/100 000, ანტე 10 000.

2015 წლის EPT Prague-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ჰოსეინ ენსანი, WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ფინალურ მაგიდასთან დომინირებს. ენსანმა ზედიზედ მესამე მეტოქე გააგდო. ამჯერად მისი მსხვერპლი ვიქტორ კოვაჩევი გახდა. ბულგარელ მოთამაშეს მხოლოდ 520 000 ჩიპი ჰქონდა დარჩენილი და ოლ-ინი გააკეთა. 

კოვაჩევი: A♣9♣  ენსანი: K♠J♠

ბორდზე 5♣K♣6Q♠5♠ გაიხსნა და კოვაჩევი შინ €40 315-თი დაბრუნდება.

ქართველი მოთამაშე დავით ოქროპირიძე კიდევ უფრო მიუახლოვდა პირველ ადგილსა და WSOP-ის ბეჭედს.

 

 

17
ოქტომბერი
18:41
მიხეილ მაღალაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა

ეტაპი - 31. ბლაინდები 50 000/100 000, ანტე 10 000.

წარმოშობით ქართველმა, ისრაელის მოქალაქემ მიხეილ მაღალაშვილმა გაორმაგება ვერ მოახერხა და მეშვიდე ადგილზე გავიდა. 

მაღალაშვილი ჰოსეინ ენსანმა იმსხვერპლა. მან 1 235 000 ჩიპით ოლ-ინი გააკეთა და ფინალური მაგიდის მთავარმა ვარსკვლავმა, ყველაზე წარმატებულმა მოთამაშემ A♣Q♣-ით ქოლი გააკეთა.

ბორდზე 5♣10♠J♠10♣Q გაიხსნა და ენსანის ტუზ-ქალი გამარჯვებული დარჩა.

მიხეილ მაღალაშვილმა €30 356 მოიგო.

adjarabet.com-ის სატელიტის გამარჯვებული დავით ოქროპირიძე შორთ-სტეკია, თუმცა მთავარია, კვლავ თამაშშია.

 

 

 

17
ოქტომბერი
18:28
პირდაპირი რეპორტაჟი როზვადოვიდან

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ფინალურ მაგიდას ქართული კომენტარებით შეგიძლიათ ამ ბმულზე უყუროთ.

17
ოქტომბერი
18:18
ვილიან პეტლეშკოვი მერვე ადგილზე გავიდა

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ფინალურ მაგიდასთან შვიდი მოთამაშე დარჩა. ვილიან პეტლეშკოვი ჰოსეინ ენსანმა გააგდო.

პრეფლოპ ოლ-ინის შემდეგ ენსანმა A♣K♣, პეტლეშკოვმა კი AQ♠ გახსნა.

ბორდზე 95Q♣K♠6 გაიხსნა და მეფეების წყვილით ენსანმა გაიმარჯვა.

ბულგარელ მოთამაშეს მერვე ადგილის დაკავებისთვის €21 163 ერგო.

 

 

17
ოქტომბერი
16:36
უყურეთ WSOPC Rozvadov-ის ფინალურ მაგიდას პირდაპირ ეთერში

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ფინალურ მაგიდას ქართული კომენტარებით შეგიძლიათ ამ ბმულზე უყუროთ.