ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
3
ოქტომბერი
20:43
adjarabet-ის Team Pro გიგა B_O_S_S ლიკლიკაძე

adjarabet-ის Team Pro-ს წევრი გიგა B_O_S_S ლიკლიკაძე WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე მიემგზავრება

3
ოქტომბერი
19:10
WSOPC Rozvadov-ის გუნდის წევრი პაპუნა აფციაური

პაპუნა აფციაურმა adjarabet.com-ის სატელიტზე გაიმარჯვა, რისთვისაც WSOPC როზვადოვის მთავარი ღონისძიების საგზური მიიღო

3
ოქტომბერი
19:04
WSOPC Rozvadov-ის გუნდის წევრი შოთა ხაზარაძე

შოთა ხაზარაძე 2018 წლის WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე მიემგზავრება

3
ოქტომბერი
18:59
adjarabet-ის Team Pro ირაკლი Gummbit იაკობაშვილი

adjarabet-ის Team Pro ირაკლი Gummbit იაკობაშვილი WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე მიემგზავრება

3
ოქტომბერი
18:57
adjarabet-ის გუნდი როზვადოვში მიემგზავრება

ჩეხეთის ქალაქ როზვადოვში World Series of Poker Circuit-ის ღონისძიებათა სერიამ სტარტი 20 სექტემბერს აიღო. კაზინო King’s-ში მთავარი ღონისძიება 5 ოქტომბერს დაიწყება.

ევროპული პოკერის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტურნირზე adjarabet.com-ის სატელიტების გამარჯვებულებით, Card Player საქართველოს პროექტის ტურნირთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეებითა და პირველი ქართული პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული ნაკრები გაემგზავრება.

პირველი ქართული Team Pro-ს წევრები ირაკლი GUMMBIT იაკობაშვილი, იოსებ FUNKYMONEY ლაფერაშვილი, თეიმურაზ  INDICA თაბაგარი, გოგა jigsaw. გოცაძე, კახაბერ SAB100 საბაური და გიგა B_O_S_S ლიკლიკაძე გახდნენ. როზვადოვი მათთვის, როგორც Team Pro-ებისთვის, პირველი გამოცდა იქნება. 

Team Pro-ების გვერდით იბრძოლებენ ტურნირთა ლიგის გამორჩეული სახეები: 2017 წლის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე HAVEANICEDAY გეგუჩაძე, მარტისა და აპრილის თვის ტრიუმფატორები ლევან levonso777 ძიძიკაშვილი, გიორგი don_vito13 ტყემალაძე და Final Nine-ის გამარჯვებული ავთანდილ cheluka1988 მაღრაძე.

სატელიტების გამარჯვებულთა სრული უმეტესობა გამოცდილი მოთამაშეა. აქ არიან სხვადასხვა დროს WSOP Circuit-ის მონაწილეები შოთა TELESO ხაზარაძე, შოთა Shotiko778 საკანდელია, გიორგი Yalabalance ბარაბაძე, გიორგი Giorgi7781 საკანდელია, ბექა lucky.beka მაღრაძე, WSOPC Tbilisi-ს ოქროს ბეჭდის მფლობელი ბაჩანა Jan-Karlo შენგელია და როლანდ Goodmove ბერიძე.

გარდა ამისა, WSOPC-ის ოქროს ბეჭდისთვის მებრძოლთა რიგებს კიდევ ერთი ქართველი ვეტერანი მოთამაშე შეემატა. adjarabet.com-ის პოკერის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, როზვადოვის საგზური გადაეცა გია men111 გოგოლაძეს, როგორც ერთგულ მომხმარებელს, რომლის ონლაინკარიერა 12 წელს ითვლის.