ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
8
ოქტომბერი
18:38
დარჩენილია 12 მოთამაშე

WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე 12 მოთამაშეა დარჩენილი. საპრიზო ფონდი მონაწილეებზე ასე გადანაწილდება:

1.ოქროს ბეჭედი და €185 652

2.€116 964

3.€83 779

4.€65 985

5.€51 845

6.€40 495

7.€30 491

8.€21 257

9.€16 833

10. €13 947

11. €13 947

12. €11 927

მიმდინარეობს 26-ე ეტაპი, ბლაინდები 20 000/40 000-ს, ხოლო ანტე 40 000 ჩიპს შეადგენს. გაგა გოცაძე 650 000 ჩიპს აკონტროლებს, საშუალო სტეკი 1 840 909 ჩიპს შეადგენს. 

8
ოქტომბერი
17:41
გოცაძემ და ბენსიმონმა ბანკი გაიყვეს

გოცაძე და ბენსიმონი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.

გოცაძე: 87

ბენსიმონი: 87

ბენსიმონი - 65 000 ჩიპი, გოცაძე დილერის პოზიციიდან ქოლავს.

ფლოპი: 7♣6♣5

ბენსიმონი ფუშავს, გოცაძე ქოლავს.

თერნი: 3♣

რივერი: 5♠

8
ოქტომბერი
17:20
ბენსიმონმა გოცაძეს დიდი ბანკი მოუგო

გაგა გოცაძემ UTG პოზიციიდან A10-ით 65 000 ჩიპით გამხსნელი ბეთი გააკეთა. ბიგ ბლაინდზე მყოფმა ბენსიმონმა A♠Q♠-ით დაქოლა.

ფლოპი: 1063

ბენსიმონი ჩეკავს, გოცაძე 60 000-ს გადის, მეტოქე ქოლავს.

თერნი:4♠

ბენსიმონი 215 000 შედის ბანკში, გოცაძე ქოლავს.

რივერი: 3

ბენსიმონი 500 000-ს შედის ბანკში, ქართველი მოთამაშე ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ კარტს ფოლდავს. 

გოცაძის სტეკი 1 250 000 ჩიპს შეადგენს.

 

8
ოქტომბერი
16:51
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების Live

პირდაპირი ჩართვა WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიებიდან, სადაც ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლას ქართველი მოთამაშე გაგა გოცაძე აგრძელებს

სანახავად გადადით ამ ბმულზე.

8
ოქტომბერი
16:48
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების მესამე დღე დაიწყო

Shuffle Up and Deal!

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების მესამე დღე დაიწყო. ასპარეზობას ქართველი, adjarabet-ის TEAM PRO გაგა გოცაძე აგრძელებს. მისი სტეკი 1 845 000 ჩიპია. 

ტურნირი 25-ე ეტაპიდან განახლდა, სადაც ბლაინდები 15 000/30 000-ს, ხოლო ანტე 30 000 ჩიპს შეადგენს. ტურნირის საშუალო სტეკი 1 012 789 ჩიპია. 

მთავარ ღონისძიებას 675 რეგისტრირებული მოთამაშიდან 20 აგრძელებს, გოცაძე სიდიდით მეორე სტეკს აკონტროლებს. 

8
ოქტომბერი
16:24
გაგა გოცაძის მეტოქეები

გოგა გოცაძე ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლას რამდენიმე წუთში განაახლებს. ამ დროისთვის ტურნირს 20 მოთამაშე აგრძელებს, გოცაძე 5 ოპონენტთან ერთად დაიწყებს თამაშს. adjarabet-ის Team Pro-ს მეტოქეები კი ასე გამოიყურებიან:

სტეფან გრაცი - 1 420 000

ბენ ბენსიმონი - 1340 000

ანატოლი ზირინი - 940 000

ფულვიო პიერო სანსანელი - 745 000

ტამას შუნიოგი - 675 000

ქართველი მოთამაშე მაგიდის ჩიპლიდერია, მისი სტეკი 1 845 000 ჩიპს შეადგენს. თამაში 25-ე ეტაპიდან განახლდება, სადაც ბლაინდები 15 000/30 000, ხოლო ანტე 30 000 ჩიპი იქნება. მთავარი ღონისძიების საშუალო სტეკი 1 012 500 ჩიპს შეადგენს. მაგიდასთან ყველაზე რთული და საშიში მეტოქე ბენ "ვარდისფერი ბაჭია" ბენსიმონია.

8
ოქტომბერი
15:05
გოცაძე სიდიდით მეორე სტეკს აკონტროლებს

World Series of Poker Circuit როზვადოვის მთავარი ღონისძიების მესამე დღის დაწყებამდე საათები რჩება. adjarabet-ის TEAM PRO გაგა გოცაძე სიდიდით მეორე სტეკია. თამაში 25-ე ეტაპიდან განახლდება, სადაც ბლაინდები 15 000/30 000-ს, ხოლო ანტე 30 000 ჩიპს შეადგენს. დარჩენილი 20 მოთამაშის სტეკები კი ასე გამოიყურება:

მოთამაშე ქვეყანა სტეკი
ალექსანდრ მერჟვინსკი რუსეთი 2 545 000
გაგა გოცაძე საქართველო 1 845 000
ჯი ჟანგი გერმანია 1 695 000
სტეფან გრაცი ავსტრია 1 420 000
ფაბიენ ნოელი საფრანგეთი 1 390 000
ეიალ ბენსიმონი საფრანგეთი 1 340 000
რიფატ ჯეჯიჩი სერბეთი 1 285 000
მახაილო გუტი უკრაინა 1 000 000
ანატოლი ზირინი რუსეთი 940 000
ემილ ბისე შვეიცარია 920 000
ალიოშა სტაესი ბელგია 845 000
ფულვიო პიერო სანსანელი გერმანია 745 000
ტომას შუნიოგი ავსტრია 675 000
სტეფან შარერი გერმანია 670 000
ტეუნის კუიჯი ჰოლანდია 540 000
ანესტის ანაგნოსტიდისი საბერძნეთი 540 000
ლუკას პრიბილი ჩეხეთი 530 000
იოხენ გეისელმანი გერმანია 500 000
იუდრიხ სპრინგლი ჩეხეთი 440 000
ედუარდ ნიკოლა პუია რუმინეთი 405 000
8
ოქტომბერი
14:48
გაგა გოცაძე მეორე დღეს აფასებს

გოცაძე დამღლელი, მაგრამ წარმატებული სათამაშო დღის შესახებ საუბრობს 

8
ოქტომბერი
14:37
ბაჩანა შენგელიამ €3494 მოიგო

adjarabet-ის გუნდის წევრმა, ოქროს ბეჭდის მფლობელმა ქართველმა მოთამაშემ ბაჩანა შენგელიამ NLH Daily Tournament-ზე გაიმარჯვა. პირველი ადგილისთვის მან  €3494 მიიღო.

ღონისძიებაზე, რომლის ბაი-ინი €110-ს შეადგენდა, 134 ადამიანი დარეგისტრირდა. ფინალურ ჰედზაპში შენგელიამ რუსი მოთამაშე დმიტრი მახაროვი დაამარცხა. მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან €3276 შეხვდა.

8
ოქტომბერი
03:25
მთავარი ღონისძიების Day 2 დასრულდა

კაზინო King's-ში World Series of Poker Circuit როზვადოვის მთავარი ღონისძიების მეორე დღე დასრულდა. 

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს შეადგენს, 675 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ისეთი სუპერმოთამაშეები, როგორებიც მარტინ კაბრელი, ანდრეას ეილერი და ბენ ბენსიმონი არიან. 

თამაში ხვალ, თბილისის დროით 14:00 საათზე 25-ე ეტაპიდან განახლდება, სადაც ბლაინდები 15 000/30 000-ს, ხოლო ანტე 30 000 ჩიპს შეადგენს. ტურნირის საშუალო სტეკი 1 012 500 ჩიპია.

მთავარ ღონისძიებაზე ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლას adjarabet-ის TEAM PRO გაგა გოცაძე გააგრძელებს. მისი სტეკი 1 845 000 ჩიპია. შეძლებს თუ არა გოცაძე დავით ოქროპირიძის შედეგის გაუმჯობესებას, ხვალ გამოჩნდება.

8
ოქტომბერი
02:09
DAY 2-ს ბოლო ეტაპი დაიწყო

WSOPC როზვადოვის მთავარი ღონისძიების დღეისთვის ბოლო, 24-ე ეტაპი დაიწყო. ბლაინდები 10 000/25 000-ს, ხოლო ანტე 25 000 ჩიპს შეადგენს. 

675 მოთამაშიდან ასპარეზობას მხოლოდ 27 აგრძელებს. მათ შორის არის გაგა გოცაძე, რომელიც 1 600 000 სტეკს აკონტროლებს. 27-ე ადგილზე გასული მოთამაშე საპრიზო ფონდიდან €6300-ს მიიღებს.

8
ოქტომბერი
01:44
თამაშს ოთხი მაგიდა აგრძელებს

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 23-ე ეტაპი მიმდინარეობს, სადაც ბლაინდები 10 000/20 000-ს, ხოლო ანტე 20 000 ჩიპს შეადგენს. 

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი €1 000 000-ს შეადგენდა, 675 მოთამაშე დარეგისტრირდა. ასპარეზობას აგრძელებს ქართველი adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრი გაგა გოცაძე. მისი სტეკი 905 000 ჩიპს შეადგენს. ტურნირის საშუალო სტეკი 632 000 ჩიპია. 

ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლას ამ დროისთვის 4 მაგიდასთან 32 ადამიანი აგრძელებს. 32-ე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან €4 809 შეხვდება.