ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
8
ოქტომბერი
00:46
გიორგი მევლუფიშვილმა €4136 მოიგო

WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებას გიორგი მევლუფიშვილი გამოეთიშა. 51-ე ადგილისთვის მან €4136 მიიღო. 

მთავარი ღონისძიების მე-20 ეტაპი მიმდინარეობს, სადაც ბლაინდები 5000/10 000-ს, ხოლო ანტე 10 000 ჩიპს შეადგენს. 675 მოთამაშიდან მხოლოდ 50 აგრძელებს ასპარეზობას. მათ შორის არის adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრი გაგა გოცაძე. მისი სტეკი 940 000 ჩიპს შეადგენს.

 

7
ოქტომბერი
23:40
როლანდ ბერიძემ €3655 მოიგო

adjarabet-ის სატელიტის გამარჯვებული როლანდ Goodmove ბერიძე მთავარ ღონისძიებას გამოეთიშა. 66-ე ადგილისთვის მან საპრიზო ფონდიდან €3655 მიიღო.

მთავარი ღონისძიების მე-20 ეტაპი მიმდინარეობს, სადაც ბლაინდები 6000/12000-ს, ხოლო ანტე 12000 ჩიპს შეადგენს. ასპარეზობას 65 მოთამაშე აგრძელებს. მათ შორის არიან adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრი გაგა jigsaw გოცაძე და WSOPC Rozvadov-ის რეგულარი გიორგი მევლუფიშვილი. მათი სტეკები ასე გამოიყურება:

1.გაგა გოცაძე - 210 000

2.გიორგი მევლუფიშვილი - 180 000

7
ოქტომბერი
23:07
ტურნირის ბაბლ-ბოი როლანდ ისრაელაშვილი გახდა

World Series of Poker Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების ბაბლ-ბოი წარმოშობით ქართველი ამერიკელი მოთამაშე როლანდ ისრაელაშვილი გახდა. 

მთავარი ღონისძიების მე-20 ეტაპი მიმდინარეობს, სადაც ბლაინდები 5000/10 000-ს, ხოლო ანტე 10 000-ს ჩიპს შეადგენს. 56-71-ე ადგილებზე გასული მოთამაშეები საპრიზო ფონდიდან €3 655-ს მიიღებენ.

7
ოქტომბერი
22:49
ბაბლი ახლოვდება

World Series Of Poker Circuit-ის მთავარი ღონისძიების მე-20 ეტაპი მიმდინარეობს, ბლაინდები 5000/10000-ს, ხოლო ანტე 10000 ჩიპს შეადგენს. 

675 ადამიანიდან ასპარეზობას მხოლოდ 74 აგრძელებს. მთავარი ღონისძიების პირველ ფულად ჯილდოს 71-ე ადგილზე გასული მოთამაშე მიიღებს. მხოლოდ 3 ელემინაცია აშორებთ გოგა გოცაძეს, გიორგი მევლუფიშვილსა და როლანდ ბერაძეს საპრიზო თანხებამდე.

7
ოქტომბერი
22:28
ბექა მუხიგული როზვადოვშია

როზვადოვში მთავარი ღონისძიების პარალელურად არაერთი ტურნირი მიმდინარეობს. NLH Daily ღონისძიებაზე WSOPC იტალიის მონაწილე ბექა მუხიგული დარეგისტრირდა.

იმავე ტურნირზე არიან გიორგი ბარაბაძე, შოთა საკანდელია, ბექა მაღრაძე და გიორგი ტყემალაძე. ღონისძიების ბაი-ინი €110-ს შეადგენს, ამ დროისთვის 98 მოთამაშეა დარეგისტრირებული.

7
ოქტომბერი
22:17
შოთა ხაზარაძემ €400 მოიგო

King's Big Stack ტურნირზე კიდევ ერთმა ქართველმა მოთამაშემ შოთა TELESO ხაზარაძემ გამოიჩინა თავი. 50-ე ადგილისთვის მას საპრიზო ფონდიდან €400 შეხვდა.

იმავე ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს ავთანდილ მაღრაძე. ღონისძიებაზე მხოლოდ 34 მოთამაშეა დარჩენილი. გამოვარდნის შემთხვევაში მაღრაძე €450-ს მიიღებს.

7
ოქტომბერი
22:11
როლანდ ბერიძე 200 000 ჩიპს აკონტროლებს

WSOPC როზვადოვის მონაწილე ქართველმა მოთამაშემ, როლანდ ბერიძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი გათამაშება მოიგო. ამ დროისთვის მისი სტეკი 200 000 ჩიპს შეადგენს. 

მთავარი ღონისძიების მე-19 ეტაპი მიმდინარეობს, სადაც ბლაინდები 4000/8000-ს, ხოლო ანტე 8000 ჩიპს შეადგენს. 675 დარეგისტრირებული მოთამაშიდან ასპარეზობას მხოლოდ 76 აგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ WSOPC-ის მთავარ ღონისძიებაზე კიდევ ორი ქართველი მოთამაშე - adjarabet-ის სატელიტის გამარჯვებული როლანდ ბერაძე და გიორგი მევლუფიშვილი ასპარეზობს.

 

7
ოქტომბერი
21:41
კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე მთავარ ღონისძიებაზე

World Series of Poker Circuit როზვადოვის მთავარ ღონისძიებაში კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე გიორგი მევლუფიშვილი მონაწილეობს. იგი როზვადოვში WSOPC ღონისძიებათა სერიის დაწყებისთანავე ჩამოვიდა. ამ დროისთვის მევლუფიშვილს WSOPC Rozvadov-ის ოთხ ტურნირზე აქვს საპრიზო ადგილი დაკავებული.

მიმდინარეობს მე-19 ეტაპი, სადაც ბლაინდები 4000/8000-ს, ხოლო ანტე 8000 ჩიპს შეადგენს. შეგახსენებთ ქართველი მოთამაშეების სტეკებს:

1.გიორგი მევლუფიშვილი - 302 000

2.გაგა გოცაძე - 200 000

3.როლანდ ბერაძე - 104 500

7
ოქტომბერი
21:31
მოთამაშეები დიდ შესვენებაზე გავიდნენ

მთავარი ღონისძიების დიდი შესვენება რამდენიმე წუთში დასრულდება. თამაში მე-18 ეტაპიდან განახლდება, სადაც ბლაინდები 4000/8000-ს, ხოლო ანტე 8000 ჩიპს შეადგენს.

675 დარეგისტრირებული მოთამაშედან თამაშს მხოლოდ 84 აგრძელებს. საშუალო სტეკი 241 071 ჩიპს შეადგენს, ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.გაგა გოცაძე - 200 000

2.როლანდ ბერაძე - 100 000

71-ე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან €3655 შეხვდება. 

7
ოქტომბერი
21:20
ბექა მაღრაძემ €404 მოიგო

მთავარ ღონისძიებაზე შესვენებაა. მოთამაშეები ძალებს იკრებენ. პარალელურად King's Big Stack ტურნირი მიმდინარეობს, რომელზეც ბექა მაღრაძემ €400 მოიგო. 

იმავე ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებენ ავთანდილ მაღრაძე და შოთა ხაზარაძე. ამ დროისთვის ღონისძიებაზე 44 მოთამაშეა დარჩენილი, გამარჯვებულს საპრიზო ფონდიდან €19 803 შეხვდება. 

7
ოქტომბერი
20:51
მთავარ ღონისძიებას ახალი ჩიპლიდერი ჰყავს

მთავარი ღონისძიების ჩიპლიდერი ოშრი ლომანი გახდა. მან მარტინ კაბრელს 300 000 ჩიპი მოუგო.

პრეფლოპ კაბრელი 15 000 ჩიპით გაიხსნა და ლომანისგან ქოლი მიიღო. დანარჩენმა მოთამაშეებმა კარტი დაყარეს.

ფლოპი: 58A♠. კაბრელი 40 000 ჩიპს შევიდა, რაზეც მეტოქისგან ქოლი მიიღო.

თერნი: 2♠. კაბრელი ბანკში 100 000 ჩიპს შედის, ლომანი კვლავ ქოლავს.

რივერი: 7. კაბრელი ჩეკავს, ლომანი დარჩენილ სტეკს შემოდის ბანკში, კაბრელი ხანმოკლე ფიქრის შემდეგ ქოლავს. ლომანს 8♠8♣ ჰყავს, მეტოქე კარტს მაქავს. 

7
ოქტომბერი
20:36
ირაკლი უდესიანი ტურნირს გამოეთიშა

WSOPC Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებაზე თამაშს მხოლოდ ორი adjarabet-ის გუნდის წევრი აგრძელებს.

მიმდინარეობს მე-18 ეტაპი, სადაც ბლაინდები 3000/6000-ს, ხოლო ანტე 6000 ჩიპს შეადგენს. 675 დარეგისტრირებული მოთამაშიდან ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლას მხოლოდ 94 აგრძელებს. ამ დროისთვის საშუალო სტეკი 215 426 ჩიპია. ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.გაგა გოცაძე - 150 000

2.როლანდ ბერიძე - 90 000

მთავარი ღონისძიების ჩიპლიდერი კვლავ ჩეხი ვარსკვლავი მარტინ კაბრელია, მისი სტეკი 500 000 ჩიპს შეადგენს.