ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
7
ოქტომბერი
19:12
მე-16 ეტაპი დაიწყო

ხანმოკლე შესვენების შემდეგ თამაში განახლდა. WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე სულ 675 ადამიანი დარეგისტრირდა, ამ დროისთვის ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლას 113 მათგანი აგრძელებს. მიმდინარეობს მე-16 ეტაპი, სადაც ბლაინდები 2000/4000-ს, ხოლო ანტე 4000 ჩიპს შეადგენს. 

მთავარ ღონისძიებაზე ასპარეზობას 5 ქართველი აგრძელებს. ტურნირის ჩიპლიდერი ჩეხი სუპერმოთამაშე მარტინ კაბრელია, მისი სტეკი 250 000 ჩიპს შეადგენს. ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.გაგა გოცაძე - 135 000

2.როლანდ ბერიძე - 127 000

3.თეიმურაზ თაბაგარი - 89 000

4.შოთა საკანდელია 84 000

5.ირაკლი უდესიანი - 72 000

6.ვალერი ჭეშმარიტაშვილი - 18 000

მთავარი ღონისძიების საშუალო სტეკი 185 780 ჩიპს შეადგენს.

7
ოქტომბერი
00:43
კახა საბაურმა ასპარეზობა დაასრულა

World Series Of Poker Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებას adjarabet.com-ის კიდევ ერთი TEAM PRO-ს წევრი კახა საბაური გამოეთიშა.

ამ დროისთვის ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლას სამი TEAM PRO-ს წევრი ირაკლი იაკობაშვილი, გაგა გოცაძე და თეიმურაზ თაბაგარი აგრძელებენ.

6
ოქტომბერი
22:20
კახა საბაური

adjarabet-ის TEAM PRO WSOPC როზვადოვის მთავარი ღონისძიების შესახებ საუბრობს

6
ოქტომბერი
21:32
ქართველი მოთამაშეების სტეკები მე-7 ეტაპის წინ

WSOP Cicruit როზვადოვის მთავარი ღონისძიება მე-7 ეტაპიდან განახლდა, ბლაინდები 250/500-ს, ხოლო ანტე 500 ჩიპს შეადგენს. დარჩენილი ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.ლევან ძიძიკაშვილი - 73 000

2.ვალერი ბახტურიძე - 55 000

3.როლანდ ბერაძე - 45 000

4.ვალერი ჭეშმარიტაშვილი - 38 000

5.თეიმურაზ თაბაგარი - 35 000

6.გიორგი საკანდელია - 32 000

7.კახა საბაური - 27 000

8.ირაკლი იაკობაშვილი - 24 000

9.ირაკლი უდესიანი - 22 000

10.ბაჩანა შენგელია - 22 000

11.შოთა საკანდელია - 22 000

12.ლევან ტყეშელაშვილი -  15 000

13.შოთა ხაზარაძე - 15 000

6
ოქტომბერი
21:13
დიდი შესვენება დაიწყო

მთავარი ღონისძიების მონაწილეები ნახევარი საათით შეისვენებენ და ბრძოლას დაუბრუნდებიან. მოთამაშეების ნაწილმა განტვირთვისთვის მასაჟს მიმართა.

6
ოქტომბერი
17:51
კახა საბაური მთავარ ღონისძიებას შეუერთდა

World Series of Poker Circuit როზვადოვის მთავარ ღონისძიებას კიდევ ერთი TEAM PRO-ს წევრი კახა საბაური შეუერთდა.

 

6
ოქტომბერი
16:53
WSOPC-ის მეორე ეტაპი დაიწყო

World Series of Poker Circuit-ის მთავარი ღონისძიების 1b დღის მეორე ეტაპი დაიწყო.

ამ დროისთვის ტურნირზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს შეადგენს 182 მოთამაშე დარეგისტრირდა. მეორე ეტაპზე ბლაინდები 50/100-ს, ხოლო ანტე 100 ჩიპს შეადგენს.

6
ოქტომბერი
16:05
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 1b დღე დაიწყო

Shuffle Up and Deal!!!

მთავარ ღონისძიებაზე დღეს 16 ქართველი მოთამაშე იასპარეზებს:

1.კახი საბაური

2.თეიმურაზ თაბაგარი

3.ირაკლი იაკობაშვილი

4.ვალერი ბახტურიძე

5.ალექსანდრე გეგუჩაძე

6.ლევან ძიძკაშვილი

7.პაპუნა აფციაური

8.ბაჩანა შენგელია

9.შოთა ხაზარაძე

10.ვალერი ჭეშმარიტაშვილი

11.გიორგი საკანდელია

12.შოთა საკანდელია

13.როლანდ ბერიძე

14.ირაკლი უდესიანი

6
ოქტომბერი
02:48
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 1a დღე დასრულდა

ჩეხეთის ქალაქ როზვადოვში კაზინო King's ტრადიციულ World Series of Poker-ის ღონისძიებათა სერიას მასპინძლობს. მთავარი ღონისძიება დღეს დაიწყო, რომელზეც adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრებისგან, სატელიტებისა და ტურნირთა ლიგის გამარჯვებულებისგან შედგენილი გუნდის 9 მოთამაშემ ითამაშა.

მთავარ ღონისძიებაზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი €1 000 000-ს შეადგენს პირველ სათამაშო დღეს 260 ადამიანი დარეგისტრირდა. შემდეგ ეტაპზე გადასვლა მათგან მხოლოდ 98-მა მოახერხა.

1a დღეს ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლაში გიორგი ბარაბაძე, გიორგი ტყემალაძე, ოლექსანდრ ვიხტიუკი, სოსო ლაფერაშვილი, გაგა გოცაძე, გიგა ლიკლიკაძე, გიორგი გოგოლაძე ავთანდილ და ბექა მაღრაძეები ჩაერთნენ. მათგან მეორე დღეს თამაშის უფლება მხოლოდ adjarabet-ის TEAM PRO-მ გაგა გოცაძემ მოიპოვა.

გოცაძე მთავარ ღონისძიებას მე-13 ეტაპიდან გააგრძელებს, სადაც ბლაინდები 1000/2000-ს, ანტე კი 2000 ჩიპს შეადგენს.

6
ოქტომბერი
00:28
მოთამაშეების ნაწილი Local Championship-ს შეუერთდა

მთავარი ღონისძიების პარალელურად უკვე არაერთი ტურნირი მიმდინარეობს. ერთ-ერთ ღონისძიებას დღეს ჩამოსული და მთავარი ღონისძიებიდან გამოვარდნილი ქართველი მოთამაშეები შეუერთდნენ.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი €110-ს შეადგენს 395 ადამიანი დარეგისტრირდა. მე-7 ეტაპზე თამაშს 285 მოთამაშე აგრძელებს. მათ შორის ირაკლი იაკობაშვილი, თემურ თაბაგარი, გიორგი გოგოლაძე, და ლევან ტყეშელაშვილი.

5
ოქტომბერი
18:43
შესვენება დაიწყო

მთავარი ღონისძიების მესამე ეტაპი დასრულდა. მოთამაშეები შესვენებაზე 15 წუთით გადიან. თამაში მე-4 ეტაპიდან განახლდება, სადაც ბლაინდები 150/300-ს, ხოლო ანტე 300 ჩიპს შეადგენს. adjarabet-ის გუნდის წევრების სტეკები კი ასე გამოიყურება:

გოგა გოცაძე - 58 000

ავთანდილ მაღრაძე - 34 000

გიორგი ტყემალაძე - 33 000

გიგა ლიკლიკაძე - 30 000

სოსო ლაფერაშვილი - 30 000

გიორგი ბარაბაძე - 25 375

ბექა მაღრაძე - 24 300

გიორგი გოგოლაძე - 22 000

ოლექსანდრ ვიხტიუკი - 16 000

5
ოქტომბერი
17:53
ყველა როზვადოვშია

რამდენიმე წუთის წინ adjarabet.com-ის დარჩენილი, 16 მოთამაშე როზვადოვში ჩამოვიდა.

მგზავრობის შემდეგ მოთამაშეები კაზინოსთან არსებულ სასტუმროში დაბინავდებიან. მთავარ ღონისძიებაზე მეორე ნაკადი ხვალ დარეგისტრირდება.

ამასობაში მთავარი ღონისძიების 1a დღის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტურნირზე 157 ადამიანია დარეგისტრირებული, მათ შორის არიან adjarabet.com-ის გუნდის წევრები: გიორგი ბარაბაძე, გიორგი გოგოლაძე, გიორგი ტყემალაძე, ოლექსანდრ ვიხტიუკი, გიგა ლიკლიკაძე, ბექა მაღრაძე და გაგა გოცაძე. 

მთავარ ღონისძიებას სულ მალე Team Pro-ს წევრი სოსო ლაფერაშვილი და Final Nine-ის გამარჯვებული ავთანდილ მაღრაძე შეუერთდებიან.