ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
9
ოქტომბერი
13:53
გაგა JIGSAW. გოცაძე მთავარ ღონისძიებას აფასებს

adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრი გაგა JIGSAW. გოცაძე WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებას აფასებს.

9
ოქტომბერი
03:06
ფაბიენ ნოელ მოტემ €83 779 მოიგო

World Series of Poker Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებას ფრანგი მოთამაშე ფაბიენ ნოელ მოტე გამოეთიშა. მესამე ადგილისთვის მოტემ საპრიზო ფონდიდან €83 779 მიიღო.

მთავარი ღონისძიების 34-ე ეტაპი იწყება, სადაც ბლაინდები 100 000/250 000-ს, ხოლო ანტე 250 000 ჩიპს შეადგენს. ასპარეზობას ორი მოთამაშე ბენ ბენსიმონი და ემილ ბისე სანსანელი აგრძელებენ. 

9
ოქტომბერი
00:57
გაგა JIGSAW. გოცაძემ €51 845 მოიგო

World Series of Poker Circuit როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე ასპარეზობა adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრმა გაგა JIGSAW. გოცაძემ მეხუთე ადგილზე დაასრულა. საპრიზო ფონდიდან ქართველ მოთამაშეს €51 845 შეხვდა.

მთავარ ღონისძიებაზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს შეადგენდა, 675 ადამიანი დარეგისტრირდა. მათ შორის ევროპული პოკერის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც მარტინ კაბრელი, ანდრეას ეილერი და ბენ ბენსიმონი არიან.

გოცაძემ ტურნირის მსვლელობისას დისციპლინირებული თამაში აჩვენა და ყველა დღეს მისი სტეკი საშუალოზე მაღალი იყო.

ფინალურ მაგიდასთან მისი მეტოქეები საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალები იყვნენ, ბენ ბენსიმონი, რომელსაც ვარდისფერი ბაჭიის სახელითაც იცნობენ, WSOPC Rotterdam-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებულია. მერვე ადგილი დაიკავა ჩეხმა პროფესიონალმა რიფატ ჯეჯიჩმა. ფინალისტებს შორის იყო კიდევ ერთი გამოცდილი მოთამაშე, რუსი EPT Sochi-ს არაერთი ტურნირის გამარჯვებული ალექსანდრ მერჟინსკი. მიუხედავად რთული ფილდისა, გოცაძემ ზემოხსენებული პროფესიონალების ნაწილი უკან მოიტოვა, უკანასკნელ ბლაინდამდე იბრძოლა და პრაქტიკულად უშეცდომო თამაში აჩვენა. უკანასკნელი ხელი კი ასე წარიმართა:

UTG პოზიციიდან გოცაძემ დარჩენილი 1 200 000 გაფუშა, ბიგ ბლაინდზე მყოფმა ფაბიენ ნოელ მოტემ ოლ-ინს ქოლით უპასუხა.

გოცაძე: A2

მოტე: 10♠J♣

ფლოპი: 10Q♣6

თერნი: J

რივერი: 5♠

ორი წლის განმავლობაში, adjarabet-ის მიერ წარგზავნილმა ორმა მოთამაშემ ითამაშა საფინალო მაგიდაზე. 2017 წლის მთავარ ღონისძიებაზე მეოთხე ადგილი და €65 691 დავით choche ოქროპირიძემ მოიპოვა.

9
ოქტომბერი
00:07
31-ე ეტაპი დაიწყო

World Series of Poker Circuit როზვადოვის მთავარი ღონისძიების 31-ე ეტაპი დაიწყო. ბლაინდები 60 000/120 000-ს, ხოლო ანტე 120 000 ჩიპს შეადგენს. ამ მომენტისთვის ასპარეზობას 5 მოთამაშე აგრძელებს.

adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრი 3 900 000 ჩიპს აკონტროლებს. ტურნირის საშუალო სტეკი ამ ეტაპზე 4 000 000 ჩიპია. მე-5 ადგილზე გასული მოთამაშე საპრიზო ფონდიდან €51 845 შეხვდება.

8
ოქტომბერი
23:27
სტეფან გრაცი მეექვსეა

ეტაპი 30. ბლაინდები 50 000/100 000, ანტე 100 000. საშუალო სტეკი 3 375 000

WSOPC Rozvadov-ის მთავარ ღონისძიებას ავსტრიელი პროფესიონალი სტეფან გრაცი გამოეთიშა. იგი გარკვეული დრო ჩიპლიდერი იყო, თუმცა სრულიად მოულოდნელად მისთვის წამგებიან ბორდზე მეტოქეს დაეჯახა და სტეკის 3/4 დაკარგა. 

გრაცს საპრიზო ფონდიდან €40 495 შეხვდა. 

8
ოქტომბერი
23:20
მთავარი ღონისძიების 30-ე ეტაპი მიმდინარეობს

World Series of Poker Circuit როზვადოვის 30-ე ეტაპი მიმდინარეობს. ბლაინდები 50 000/100 000, ანტე 100 000 ჩიპის ტოლია. საშუალო სტეკი 3 375 000 ჩიპია.

მთავარ ღონისძიებას 6 მოთამაშე აგრძელებს. მე-6 ადგილზე გასულ მოასპარეზეს საპრიზო ფონდიდან €40 495 შეხვდება.

 

8
ოქტომბერი
22:38
მთავარი ღონისძიების განახლებული ჩიპქაუნთი

ეტაპი 29. ბლაინდები 40 000/80 000, ანტე 80 000. საშუალო სტეკი 2 892 857

World Series of Poker Circuit-ის მთავარ ღონისძიებას 6 მოთამაშე აგრძელებს. ამ დროისთვის ჩიპლიდერი ქართველი გაგა გოცაძეა. ფინალისტების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.გაგა გოცაძე - 4 855 000

2.სტეფან გრაცი - 4 420 000

3.ფაბიენ ნოელ მოტე - 3 900 000

4.ფლავიო პიერო სანსანელი - 3 050 000

5.ეიალ ბენსიმონი - 2 295 000

6.ემილ ბისე - 1 840 000

8
ოქტომბერი
22:28
გოცაძე ჩიპლიდერია

ეტაპი 29. ბლაინდები 40 000/80 000, ანტე 80 000. საშუალო სტეკი 2 892 857

WSOPC როზვადოვის მთავარი ღონისძიების ჩიპლიდერი adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრი ქართველი გაგა JIGSAW. გოცაძეა. 

ქართველმა მოთამაშემ ფლოპზევე სტრიტი ააწყო და ვარდისფერ ბაჭიასთან დაპირისპირებაში 1 250 000-იანი ბანკი მოიგო. ამ დროისთვის გოცაძის სტეკი 4 400 000 ჩიპს შეადგენს.

8
ოქტომბერი
22:18
მე-7 ადგილი ალექსანდრ მერჟვინსკიმ დაიკავა

ეტაპი 29. ბლაინდები 40 000/80 000, ანტე 80 000. საშუალო სტეკი 2 892 857

World Series of Poker Circuit როზვადოვის მთავარ ღონისძიებას რუსი პროფესიონალი, არაერთი EPT Sochi-ს ტურნირის გამარჯვებული ალექსანდრე მერჟვინსკი გამოეთიშა. მე-7 ადგილისთვის მერჟვინსკიმ €30 491 მიიღო, შემდეგი მანიჯამფი €40 495 იქნება.

გაგა გოცაძე აგრძელებს ასპარეზობას, მისი სტეკი 3 200 000 ჩიპს შეადგენს. მერჟვინსკი ფინალური მაგიდის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გამოცდილი მოთამაშე იყო.

8
ოქტომბერი
21:59
29-ე ეტაპი დაიწყო

World Series of Poke Circuit როზვადოვის მთავარი ღონისძიების 29-ე ეტაპი დაიწყო. ბლაინდები 40 000/80 000-ს, ხოლო ანტე 80 000 ჩიპს შეადგენს. ტურნირის საშუალო სტეკი 2 892 857 ჩიპს შეადგენს. 

ტურნირს 7 მოთამაშე აგრძელებს, მათ შორის არის adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრი გაგა გოცაძე. მისი სტეკი 3 300 000 ჩიპს ითვლის. მე-7 ადგილზე გასულ მოთამაშე საპრიზო ფონდიდან €30 491 მიიღებს.

8
ოქტომბერი
21:35
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბანკი

ეტაპი 28. ბლაინდები 30 000/60 000, ანტე 60 000. საშუალო სტეკი 2 531 250

გოცაძისა და მერჟვინსკის კიდევ ერთი დაპირისპირება.

ქართველი მოთამაშე ქათოფიდან 120 000-ით გაიხსნა და მერჟვინსკისგან ქოლი მიიღო. 

ფლოპი: K♠Q♣3

გოცაძე 200 000-ს შედის ბანკში, მეტოქე ქოლავს

თერნი: 10♣

adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრი ბანკს კიდევ 300 000 ჩიპით ზრდის და რუსი მოთამაშესგან ქოლს იღებს.

რივერი: 8 

გოცაძე 650 000-ს შედის ბანკში, მეტოქე ფოლდავს. 

ამ დროისთვის გოცაძის სტეკი 3 500 000 ჩიპს შეადგენს.

8
ოქტომბერი
21:20
გოცაძემ 250 000 ჩიპი მოიპოვა

ეტაპი 28. ბლაინდები 30 000/60 000, ანტე 60 000. საშუალო სტეკი 2 531 250

adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრმა კიდევ ერთი ბანკი მოიგო. 

გოცაძე ჰაიჯეკიდან 120 000 ჩიპით გაიხსნა, ბიგ ბლაინდზე მყოფმა მერჟვინსკიმ დაქოლა.

ფლოპი: 2♠3A♠

გოცაძე 250 000 ჩიპს გამოდის, მეტოქემ დაქოლა. 

თერნი: 8. ორივე მოთამაშე ჩეკავს

რივერი: Q. გოცაძე კიდევ 250 000 ჩიპს გადის, მეტოქე ფოლდავს.