ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
7
ოქტომბერი
19:12
მე-16 ეტაპი დაიწყო

ხანმოკლე შესვენების შემდეგ თამაში განახლდა. WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე სულ 675 ადამიანი დარეგისტრირდა, ამ დროისთვის ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლას 113 მათგანი აგრძელებს. მიმდინარეობს მე-16 ეტაპი, სადაც ბლაინდები 2000/4000-ს, ხოლო ანტე 4000 ჩიპს შეადგენს. 

მთავარ ღონისძიებაზე ასპარეზობას 5 ქართველი აგრძელებს. ტურნირის ჩიპლიდერი ჩეხი სუპერმოთამაშე მარტინ კაბრელია, მისი სტეკი 250 000 ჩიპს შეადგენს. ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.გაგა გოცაძე - 135 000

2.როლანდ ბერიძე - 127 000

3.თეიმურაზ თაბაგარი - 89 000

4.შოთა საკანდელია 84 000

5.ირაკლი უდესიანი - 72 000

6.ვალერი ჭეშმარიტაშვილი - 18 000

მთავარი ღონისძიების საშუალო სტეკი 185 780 ჩიპს შეადგენს.

6
ოქტომბერი
23:11
გეგუჩაძე და შენგელია Big Stack ტურნირზე დარეგისტრირდნენ

WSOPC როზვადოვის მთავარი ღონისძიებიდან გამოთიშული ორი მოთამაშე ბაჩანა შენგელია და ალექსანდრე გეგუჩაძე Big Stack ტურნირზე დარეგისტრირდნენ.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი €150-ს შეადგენს, 273 მოთამაშე დარეგისტრირდა. შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას მხოლოდ 68 მათგანი აგრძელებს.

6
ოქტომბერი
21:32
ქართველი მოთამაშეების სტეკები მე-7 ეტაპის წინ

WSOP Cicruit როზვადოვის მთავარი ღონისძიება მე-7 ეტაპიდან განახლდა, ბლაინდები 250/500-ს, ხოლო ანტე 500 ჩიპს შეადგენს. დარჩენილი ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.ლევან ძიძიკაშვილი - 73 000

2.ვალერი ბახტურიძე - 55 000

3.როლანდ ბერაძე - 45 000

4.ვალერი ჭეშმარიტაშვილი - 38 000

5.თეიმურაზ თაბაგარი - 35 000

6.გიორგი საკანდელია - 32 000

7.კახა საბაური - 27 000

8.ირაკლი იაკობაშვილი - 24 000

9.ირაკლი უდესიანი - 22 000

10.ბაჩანა შენგელია - 22 000

11.შოთა საკანდელია - 22 000

12.ლევან ტყეშელაშვილი -  15 000

13.შოთა ხაზარაძე - 15 000

6
ოქტომბერი
21:13
დიდი შესვენება დაიწყო

მთავარი ღონისძიების მონაწილეები ნახევარი საათით შეისვენებენ და ბრძოლას დაუბრუნდებიან. მოთამაშეების ნაწილმა განტვირთვისთვის მასაჟს მიმართა.

6
ოქტომბერი
20:47
მთავარ ღონისძიებას ალექსანდრე გეგუჩაძე გამოეთიშა

WSOP Circuit როზვადოვის მთავარ ღონისძიებას ალექსანდრე HAVEANICEDAY გეგუჩაძე გამოეთიშა. 

2017 წლის ტურნირთა ლიგის გამარჯვებული გეგუჩაძე ქულერში მოჰყვა. 8♠87♠A2 ბორდზე HAVEANICEDAY-ს J♣8 ოპონენტის K♠8-სთან დამარცხდა.

6
ოქტომბერი
18:25
ალექსანდრე გეგუჩაძე და ვარდისფერი ბაჭია ერთ მაგიდასთან თამაშობენ

2017 წლის ტურნირთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე HAVEANICEDAY გეგუჩაძე და ბენ Pink Bunny ბენსიმონი ერთ მაგიდასთან მოხვდნენ. ამავე მაგიდაზე ასპარეზობს გერმანელი გახსნილი კარტით თამაშის ოსტატი ისმაილ კალკანიც.

 

6
ოქტომბერი
16:53
WSOPC-ის მეორე ეტაპი დაიწყო

World Series of Poker Circuit-ის მთავარი ღონისძიების 1b დღის მეორე ეტაპი დაიწყო.

ამ დროისთვის ტურნირზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს შეადგენს 182 მოთამაშე დარეგისტრირდა. მეორე ეტაპზე ბლაინდები 50/100-ს, ხოლო ანტე 100 ჩიპს შეადგენს.

6
ოქტომბერი
16:05
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 1b დღე დაიწყო

Shuffle Up and Deal!!!

მთავარ ღონისძიებაზე დღეს 16 ქართველი მოთამაშე იასპარეზებს:

1.კახი საბაური

2.თეიმურაზ თაბაგარი

3.ირაკლი იაკობაშვილი

4.ვალერი ბახტურიძე

5.ალექსანდრე გეგუჩაძე

6.ლევან ძიძკაშვილი

7.პაპუნა აფციაური

8.ბაჩანა შენგელია

9.შოთა ხაზარაძე

10.ვალერი ჭეშმარიტაშვილი

11.გიორგი საკანდელია

12.შოთა საკანდელია

13.როლანდ ბერიძე

14.ირაკლი უდესიანი

6
ოქტომბერი
02:48
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 1a დღე დასრულდა

ჩეხეთის ქალაქ როზვადოვში კაზინო King's ტრადიციულ World Series of Poker-ის ღონისძიებათა სერიას მასპინძლობს. მთავარი ღონისძიება დღეს დაიწყო, რომელზეც adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრებისგან, სატელიტებისა და ტურნირთა ლიგის გამარჯვებულებისგან შედგენილი გუნდის 9 მოთამაშემ ითამაშა.

მთავარ ღონისძიებაზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი €1 000 000-ს შეადგენს პირველ სათამაშო დღეს 260 ადამიანი დარეგისტრირდა. შემდეგ ეტაპზე გადასვლა მათგან მხოლოდ 98-მა მოახერხა.

1a დღეს ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლაში გიორგი ბარაბაძე, გიორგი ტყემალაძე, ოლექსანდრ ვიხტიუკი, სოსო ლაფერაშვილი, გაგა გოცაძე, გიგა ლიკლიკაძე, გიორგი გოგოლაძე ავთანდილ და ბექა მაღრაძეები ჩაერთნენ. მათგან მეორე დღეს თამაშის უფლება მხოლოდ adjarabet-ის TEAM PRO-მ გაგა გოცაძემ მოიპოვა.

გოცაძე მთავარ ღონისძიებას მე-13 ეტაპიდან გააგრძელებს, სადაც ბლაინდები 1000/2000-ს, ანტე კი 2000 ჩიპს შეადგენს.

5
ოქტომბერი
23:39
ტურნირთა ლიგელები WSOPC-ის შესახებ საუბრობენ

ტურნირთა ლიგის ორი გამარჯვებული ლევან ძიძიკაშვილი და ალექსანდრე გეგუჩაძე WSOPC-ის მაგიდას ხვალ მიუსხდებიან.

5
ოქტომბერი
18:43
შესვენება დაიწყო

მთავარი ღონისძიების მესამე ეტაპი დასრულდა. მოთამაშეები შესვენებაზე 15 წუთით გადიან. თამაში მე-4 ეტაპიდან განახლდება, სადაც ბლაინდები 150/300-ს, ხოლო ანტე 300 ჩიპს შეადგენს. adjarabet-ის გუნდის წევრების სტეკები კი ასე გამოიყურება:

გოგა გოცაძე - 58 000

ავთანდილ მაღრაძე - 34 000

გიორგი ტყემალაძე - 33 000

გიგა ლიკლიკაძე - 30 000

სოსო ლაფერაშვილი - 30 000

გიორგი ბარაბაძე - 25 375

ბექა მაღრაძე - 24 300

გიორგი გოგოლაძე - 22 000

ოლექსანდრ ვიხტიუკი - 16 000

5
ოქტომბერი
17:53
ყველა როზვადოვშია

რამდენიმე წუთის წინ adjarabet.com-ის დარჩენილი, 16 მოთამაშე როზვადოვში ჩამოვიდა.

მგზავრობის შემდეგ მოთამაშეები კაზინოსთან არსებულ სასტუმროში დაბინავდებიან. მთავარ ღონისძიებაზე მეორე ნაკადი ხვალ დარეგისტრირდება.

ამასობაში მთავარი ღონისძიების 1a დღის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტურნირზე 157 ადამიანია დარეგისტრირებული, მათ შორის არიან adjarabet.com-ის გუნდის წევრები: გიორგი ბარაბაძე, გიორგი გოგოლაძე, გიორგი ტყემალაძე, ოლექსანდრ ვიხტიუკი, გიგა ლიკლიკაძე, ბექა მაღრაძე და გაგა გოცაძე. 

მთავარ ღონისძიებას სულ მალე Team Pro-ს წევრი სოსო ლაფერაშვილი და Final Nine-ის გამარჯვებული ავთანდილ მაღრაძე შეუერთდებიან.