ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
7
ოქტომბერი
19:12
მე-16 ეტაპი დაიწყო

ხანმოკლე შესვენების შემდეგ თამაში განახლდა. WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე სულ 675 ადამიანი დარეგისტრირდა, ამ დროისთვის ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლას 113 მათგანი აგრძელებს. მიმდინარეობს მე-16 ეტაპი, სადაც ბლაინდები 2000/4000-ს, ხოლო ანტე 4000 ჩიპს შეადგენს. 

მთავარ ღონისძიებაზე ასპარეზობას 5 ქართველი აგრძელებს. ტურნირის ჩიპლიდერი ჩეხი სუპერმოთამაშე მარტინ კაბრელია, მისი სტეკი 250 000 ჩიპს შეადგენს. ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.გაგა გოცაძე - 135 000

2.როლანდ ბერიძე - 127 000

3.თეიმურაზ თაბაგარი - 89 000

4.შოთა საკანდელია 84 000

5.ირაკლი უდესიანი - 72 000

6.ვალერი ჭეშმარიტაშვილი - 18 000

მთავარი ღონისძიების საშუალო სტეკი 185 780 ჩიპს შეადგენს.

7
ოქტომბერი
14:22
vezec-მა €1 340 მოიგო

adjarabet-ის სატელიტის გამარჯვებული უკრაინელი ოლექსანდრ vezec ვიხტიუკი შერეული დისციპლინების ტურნირის საფინალო მაგიდაზე მოხვდა. მან მე-9 ადგილი დაიკავა, რისთვისაც საპრიზო ფონდიდან €1 340 მოიგო.

ღონისძიებაზე, რომლის ბაი-ინი €550-ს შეადგენდა, 78 ადამიანი დარეგისტრირდა. გამარჯვებული და €12 932-ის მფლობელი ჩეხი სუპერმოთამაშე მარტინ კაბრელი გახდა. მიმდინარე ღონისძიებათა სერიაზე მან რიგით მეორე ოქროს ბეჭედი მოიპოვა.

6
ოქტომბერი
21:32
ქართველი მოთამაშეების სტეკები მე-7 ეტაპის წინ

WSOP Cicruit როზვადოვის მთავარი ღონისძიება მე-7 ეტაპიდან განახლდა, ბლაინდები 250/500-ს, ხოლო ანტე 500 ჩიპს შეადგენს. დარჩენილი ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.ლევან ძიძიკაშვილი - 73 000

2.ვალერი ბახტურიძე - 55 000

3.როლანდ ბერაძე - 45 000

4.ვალერი ჭეშმარიტაშვილი - 38 000

5.თეიმურაზ თაბაგარი - 35 000

6.გიორგი საკანდელია - 32 000

7.კახა საბაური - 27 000

8.ირაკლი იაკობაშვილი - 24 000

9.ირაკლი უდესიანი - 22 000

10.ბაჩანა შენგელია - 22 000

11.შოთა საკანდელია - 22 000

12.ლევან ტყეშელაშვილი -  15 000

13.შოთა ხაზარაძე - 15 000

6
ოქტომბერი
21:13
დიდი შესვენება დაიწყო

მთავარი ღონისძიების მონაწილეები ნახევარი საათით შეისვენებენ და ბრძოლას დაუბრუნდებიან. მოთამაშეების ნაწილმა განტვირთვისთვის მასაჟს მიმართა.

6
ოქტომბერი
16:53
WSOPC-ის მეორე ეტაპი დაიწყო

World Series of Poker Circuit-ის მთავარი ღონისძიების 1b დღის მეორე ეტაპი დაიწყო.

ამ დროისთვის ტურნირზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს შეადგენს 182 მოთამაშე დარეგისტრირდა. მეორე ეტაპზე ბლაინდები 50/100-ს, ხოლო ანტე 100 ჩიპს შეადგენს.

6
ოქტომბერი
16:05
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 1b დღე დაიწყო

Shuffle Up and Deal!!!

მთავარ ღონისძიებაზე დღეს 16 ქართველი მოთამაშე იასპარეზებს:

1.კახი საბაური

2.თეიმურაზ თაბაგარი

3.ირაკლი იაკობაშვილი

4.ვალერი ბახტურიძე

5.ალექსანდრე გეგუჩაძე

6.ლევან ძიძკაშვილი

7.პაპუნა აფციაური

8.ბაჩანა შენგელია

9.შოთა ხაზარაძე

10.ვალერი ჭეშმარიტაშვილი

11.გიორგი საკანდელია

12.შოთა საკანდელია

13.როლანდ ბერიძე

14.ირაკლი უდესიანი

6
ოქტომბერი
02:48
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 1a დღე დასრულდა

ჩეხეთის ქალაქ როზვადოვში კაზინო King's ტრადიციულ World Series of Poker-ის ღონისძიებათა სერიას მასპინძლობს. მთავარი ღონისძიება დღეს დაიწყო, რომელზეც adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრებისგან, სატელიტებისა და ტურნირთა ლიგის გამარჯვებულებისგან შედგენილი გუნდის 9 მოთამაშემ ითამაშა.

მთავარ ღონისძიებაზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი €1 000 000-ს შეადგენს პირველ სათამაშო დღეს 260 ადამიანი დარეგისტრირდა. შემდეგ ეტაპზე გადასვლა მათგან მხოლოდ 98-მა მოახერხა.

1a დღეს ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლაში გიორგი ბარაბაძე, გიორგი ტყემალაძე, ოლექსანდრ ვიხტიუკი, სოსო ლაფერაშვილი, გაგა გოცაძე, გიგა ლიკლიკაძე, გიორგი გოგოლაძე ავთანდილ და ბექა მაღრაძეები ჩაერთნენ. მათგან მეორე დღეს თამაშის უფლება მხოლოდ adjarabet-ის TEAM PRO-მ გაგა გოცაძემ მოიპოვა.

გოცაძე მთავარ ღონისძიებას მე-13 ეტაპიდან გააგრძელებს, სადაც ბლაინდები 1000/2000-ს, ანტე კი 2000 ჩიპს შეადგენს.

5
ოქტომბერი
18:43
შესვენება დაიწყო

მთავარი ღონისძიების მესამე ეტაპი დასრულდა. მოთამაშეები შესვენებაზე 15 წუთით გადიან. თამაში მე-4 ეტაპიდან განახლდება, სადაც ბლაინდები 150/300-ს, ხოლო ანტე 300 ჩიპს შეადგენს. adjarabet-ის გუნდის წევრების სტეკები კი ასე გამოიყურება:

გოგა გოცაძე - 58 000

ავთანდილ მაღრაძე - 34 000

გიორგი ტყემალაძე - 33 000

გიგა ლიკლიკაძე - 30 000

სოსო ლაფერაშვილი - 30 000

გიორგი ბარაბაძე - 25 375

ბექა მაღრაძე - 24 300

გიორგი გოგოლაძე - 22 000

ოლექსანდრ ვიხტიუკი - 16 000

5
ოქტომბერი
17:53
ყველა როზვადოვშია

რამდენიმე წუთის წინ adjarabet.com-ის დარჩენილი, 16 მოთამაშე როზვადოვში ჩამოვიდა.

მგზავრობის შემდეგ მოთამაშეები კაზინოსთან არსებულ სასტუმროში დაბინავდებიან. მთავარ ღონისძიებაზე მეორე ნაკადი ხვალ დარეგისტრირდება.

ამასობაში მთავარი ღონისძიების 1a დღის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტურნირზე 157 ადამიანია დარეგისტრირებული, მათ შორის არიან adjarabet.com-ის გუნდის წევრები: გიორგი ბარაბაძე, გიორგი გოგოლაძე, გიორგი ტყემალაძე, ოლექსანდრ ვიხტიუკი, გიგა ლიკლიკაძე, ბექა მაღრაძე და გაგა გოცაძე. 

მთავარ ღონისძიებას სულ მალე Team Pro-ს წევრი სოსო ლაფერაშვილი და Final Nine-ის გამარჯვებული ავთანდილ მაღრაძე შეუერთდებიან. 

5
ოქტომბერი
17:15
adjarabet-ის გუნდის წევრი - ოლექსანდრ ვიხტიუკი

adjarabet.com-ის გუნდის ერთადერთი არაქართველი მოთამაშე ოლექსანდრ ვიხტიუკია. უკრაინელ მოთამაშეს ქართულ ონლაინსივრცეში vezec-ის სახელით იცნობენ. ვიხტიუკმა სატელიტზე გაიმარჯვა და WSOPC როზვადოვის მთავარი ღონისძიების საგზური მოიპოვა.

 

5
ოქტომბერი
16:00
Shuffle Up And Deal

2018 წლის World Series Of Poker Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიება დაიწყო.

ტურნირის ბაი-ინი €1650-ს, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი €1 000 0000-ს შეადგენს. მიმდინარეობს ღონისძიების პირველი ეტაპი სადაც ბლაინდები 25/50-ს, ხოლო ანტე 50 ჩიპს შეადგენს. ამ დროის თვის მთავარ ღონისძიებაზე 63 მოთამაშეა დარეგისტრირებული. 

adjarabet.com-ის გუნდის 9 წევრი ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლაში დღეს ჩაერთვება. 

3
ოქტომბერი
18:57
adjarabet-ის გუნდი როზვადოვში მიემგზავრება

ჩეხეთის ქალაქ როზვადოვში World Series of Poker Circuit-ის ღონისძიებათა სერიამ სტარტი 20 სექტემბერს აიღო. კაზინო King’s-ში მთავარი ღონისძიება 5 ოქტომბერს დაიწყება.

ევროპული პოკერის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტურნირზე adjarabet.com-ის სატელიტების გამარჯვებულებით, Card Player საქართველოს პროექტის ტურნირთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეებითა და პირველი ქართული პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული ნაკრები გაემგზავრება.

პირველი ქართული Team Pro-ს წევრები ირაკლი GUMMBIT იაკობაშვილი, იოსებ FUNKYMONEY ლაფერაშვილი, თეიმურაზ  INDICA თაბაგარი, გოგა jigsaw. გოცაძე, კახაბერ SAB100 საბაური და გიგა B_O_S_S ლიკლიკაძე გახდნენ. როზვადოვი მათთვის, როგორც Team Pro-ებისთვის, პირველი გამოცდა იქნება. 

Team Pro-ების გვერდით იბრძოლებენ ტურნირთა ლიგის გამორჩეული სახეები: 2017 წლის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე HAVEANICEDAY გეგუჩაძე, მარტისა და აპრილის თვის ტრიუმფატორები ლევან levonso777 ძიძიკაშვილი, გიორგი don_vito13 ტყემალაძე და Final Nine-ის გამარჯვებული ავთანდილ cheluka1988 მაღრაძე.

სატელიტების გამარჯვებულთა სრული უმეტესობა გამოცდილი მოთამაშეა. აქ არიან სხვადასხვა დროს WSOP Circuit-ის მონაწილეები შოთა TELESO ხაზარაძე, შოთა Shotiko778 საკანდელია, გიორგი Yalabalance ბარაბაძე, გიორგი Giorgi7781 საკანდელია, ბექა lucky.beka მაღრაძე, WSOPC Tbilisi-ს ოქროს ბეჭდის მფლობელი ბაჩანა Jan-Karlo შენგელია და როლანდ Goodmove ბერიძე.

გარდა ამისა, WSOPC-ის ოქროს ბეჭდისთვის მებრძოლთა რიგებს კიდევ ერთი ქართველი ვეტერანი მოთამაშე შეემატა. adjarabet.com-ის პოკერის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, როზვადოვის საგზური გადაეცა გია men111 გოგოლაძეს, როგორც ერთგულ მომხმარებელს, რომლის ონლაინკარიერა 12 წელს ითვლის.