ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
7
ოქტომბერი
19:12
მე-16 ეტაპი დაიწყო

ხანმოკლე შესვენების შემდეგ თამაში განახლდა. WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე სულ 675 ადამიანი დარეგისტრირდა, ამ დროისთვის ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლას 113 მათგანი აგრძელებს. მიმდინარეობს მე-16 ეტაპი, სადაც ბლაინდები 2000/4000-ს, ხოლო ანტე 4000 ჩიპს შეადგენს. 

მთავარ ღონისძიებაზე ასპარეზობას 5 ქართველი აგრძელებს. ტურნირის ჩიპლიდერი ჩეხი სუპერმოთამაშე მარტინ კაბრელია, მისი სტეკი 250 000 ჩიპს შეადგენს. ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.გაგა გოცაძე - 135 000

2.როლანდ ბერიძე - 127 000

3.თეიმურაზ თაბაგარი - 89 000

4.შოთა საკანდელია 84 000

5.ირაკლი უდესიანი - 72 000

6.ვალერი ჭეშმარიტაშვილი - 18 000

მთავარი ღონისძიების საშუალო სტეკი 185 780 ჩიპს შეადგენს.

6
ოქტომბერი
23:48
გიორგი საკანდელიამ ასპარეზობა დაასრულა

World Series of Poker Circuit-ის მთავარ ღონისძიებას 9 ქართველი აგრძელებს. ტურნირს adjarabet-ის სატელიტის გამარჯვებული გიორგი giorgi778 საკანდელია გამოეთიშა.

შემცირებული სტეკით საკანდელიამ ორმხრივ სასტრიტე კარტში გაფუშა და მეტოქის ხელის ცხრიანებთან დამარცხდა.

მთავარი ღონისძიების მე-10 ეტაპი დაიწყო. ბლაინდები 500/1000-ს, ხოლო ანტე 1000 ჩიპს შეადგენს. 397 დარეგისტრირებული მოთამაშიდან ასპარეზობას 236 აგრძელებს.

6
ოქტომბერი
22:04
ანდრეას ეილერი და გიორგი საკანდელია ერთ მაგიდასთან თამაშობენ

WSOPC როზვადოვის მთავარი ღონისძიების მე-7 ეტაპი მიმდინარეობს. ამ დროისთვის 366 რეგისტრირებული მოთამაშედან ასპარეზობას 274 აგრძელებს.

გიორგი საკანდელიას რთული მაგიდა შეხვდა. მისი ერთ-ერთი ოპონენტი გამოცდილი გერმანელი პროფესიონალი ანდრეას ეილერია.

6
ოქტომბერი
21:32
ქართველი მოთამაშეების სტეკები მე-7 ეტაპის წინ

WSOP Cicruit როზვადოვის მთავარი ღონისძიება მე-7 ეტაპიდან განახლდა, ბლაინდები 250/500-ს, ხოლო ანტე 500 ჩიპს შეადგენს. დარჩენილი ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.ლევან ძიძიკაშვილი - 73 000

2.ვალერი ბახტურიძე - 55 000

3.როლანდ ბერაძე - 45 000

4.ვალერი ჭეშმარიტაშვილი - 38 000

5.თეიმურაზ თაბაგარი - 35 000

6.გიორგი საკანდელია - 32 000

7.კახა საბაური - 27 000

8.ირაკლი იაკობაშვილი - 24 000

9.ირაკლი უდესიანი - 22 000

10.ბაჩანა შენგელია - 22 000

11.შოთა საკანდელია - 22 000

12.ლევან ტყეშელაშვილი -  15 000

13.შოთა ხაზარაძე - 15 000

6
ოქტომბერი
21:13
დიდი შესვენება დაიწყო

მთავარი ღონისძიების მონაწილეები ნახევარი საათით შეისვენებენ და ბრძოლას დაუბრუნდებიან. მოთამაშეების ნაწილმა განტვირთვისთვის მასაჟს მიმართა.

6
ოქტომბერი
17:23
შოთა ხაზარაძე და გიორგი საკანდელია

შოთა ხაზარაძე და გიორგი საკანდელია WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებას რამდენიმე წუთში შეუერთდებიან

6
ოქტომბერი
16:53
WSOPC-ის მეორე ეტაპი დაიწყო

World Series of Poker Circuit-ის მთავარი ღონისძიების 1b დღის მეორე ეტაპი დაიწყო.

ამ დროისთვის ტურნირზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს შეადგენს 182 მოთამაშე დარეგისტრირდა. მეორე ეტაპზე ბლაინდები 50/100-ს, ხოლო ანტე 100 ჩიპს შეადგენს.

6
ოქტომბერი
16:05
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 1b დღე დაიწყო

Shuffle Up and Deal!!!

მთავარ ღონისძიებაზე დღეს 16 ქართველი მოთამაშე იასპარეზებს:

1.კახი საბაური

2.თეიმურაზ თაბაგარი

3.ირაკლი იაკობაშვილი

4.ვალერი ბახტურიძე

5.ალექსანდრე გეგუჩაძე

6.ლევან ძიძკაშვილი

7.პაპუნა აფციაური

8.ბაჩანა შენგელია

9.შოთა ხაზარაძე

10.ვალერი ჭეშმარიტაშვილი

11.გიორგი საკანდელია

12.შოთა საკანდელია

13.როლანდ ბერიძე

14.ირაკლი უდესიანი

6
ოქტომბერი
02:48
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 1a დღე დასრულდა

ჩეხეთის ქალაქ როზვადოვში კაზინო King's ტრადიციულ World Series of Poker-ის ღონისძიებათა სერიას მასპინძლობს. მთავარი ღონისძიება დღეს დაიწყო, რომელზეც adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრებისგან, სატელიტებისა და ტურნირთა ლიგის გამარჯვებულებისგან შედგენილი გუნდის 9 მოთამაშემ ითამაშა.

მთავარ ღონისძიებაზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი €1 000 000-ს შეადგენს პირველ სათამაშო დღეს 260 ადამიანი დარეგისტრირდა. შემდეგ ეტაპზე გადასვლა მათგან მხოლოდ 98-მა მოახერხა.

1a დღეს ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლაში გიორგი ბარაბაძე, გიორგი ტყემალაძე, ოლექსანდრ ვიხტიუკი, სოსო ლაფერაშვილი, გაგა გოცაძე, გიგა ლიკლიკაძე, გიორგი გოგოლაძე ავთანდილ და ბექა მაღრაძეები ჩაერთნენ. მათგან მეორე დღეს თამაშის უფლება მხოლოდ adjarabet-ის TEAM PRO-მ გაგა გოცაძემ მოიპოვა.

გოცაძე მთავარ ღონისძიებას მე-13 ეტაპიდან გააგრძელებს, სადაც ბლაინდები 1000/2000-ს, ანტე კი 2000 ჩიპს შეადგენს.

5
ოქტომბერი
18:43
შესვენება დაიწყო

მთავარი ღონისძიების მესამე ეტაპი დასრულდა. მოთამაშეები შესვენებაზე 15 წუთით გადიან. თამაში მე-4 ეტაპიდან განახლდება, სადაც ბლაინდები 150/300-ს, ხოლო ანტე 300 ჩიპს შეადგენს. adjarabet-ის გუნდის წევრების სტეკები კი ასე გამოიყურება:

გოგა გოცაძე - 58 000

ავთანდილ მაღრაძე - 34 000

გიორგი ტყემალაძე - 33 000

გიგა ლიკლიკაძე - 30 000

სოსო ლაფერაშვილი - 30 000

გიორგი ბარაბაძე - 25 375

ბექა მაღრაძე - 24 300

გიორგი გოგოლაძე - 22 000

ოლექსანდრ ვიხტიუკი - 16 000

5
ოქტომბერი
17:53
ყველა როზვადოვშია

რამდენიმე წუთის წინ adjarabet.com-ის დარჩენილი, 16 მოთამაშე როზვადოვში ჩამოვიდა.

მგზავრობის შემდეგ მოთამაშეები კაზინოსთან არსებულ სასტუმროში დაბინავდებიან. მთავარ ღონისძიებაზე მეორე ნაკადი ხვალ დარეგისტრირდება.

ამასობაში მთავარი ღონისძიების 1a დღის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტურნირზე 157 ადამიანია დარეგისტრირებული, მათ შორის არიან adjarabet.com-ის გუნდის წევრები: გიორგი ბარაბაძე, გიორგი გოგოლაძე, გიორგი ტყემალაძე, ოლექსანდრ ვიხტიუკი, გიგა ლიკლიკაძე, ბექა მაღრაძე და გაგა გოცაძე. 

მთავარ ღონისძიებას სულ მალე Team Pro-ს წევრი სოსო ლაფერაშვილი და Final Nine-ის გამარჯვებული ავთანდილ მაღრაძე შეუერთდებიან. 

5
ოქტომბერი
16:00
Shuffle Up And Deal

2018 წლის World Series Of Poker Circuit Rozvadov-ის მთავარი ღონისძიება დაიწყო.

ტურნირის ბაი-ინი €1650-ს, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი €1 000 0000-ს შეადგენს. მიმდინარეობს ღონისძიების პირველი ეტაპი სადაც ბლაინდები 25/50-ს, ხოლო ანტე 50 ჩიპს შეადგენს. ამ დროის თვის მთავარ ღონისძიებაზე 63 მოთამაშეა დარეგისტრირებული. 

adjarabet.com-ის გუნდის 9 წევრი ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლაში დღეს ჩაერთვება.