ავტორიზაცია
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
7
ოქტომბერი
23:40
როლანდ ბერიძემ €3655 მოიგო

adjarabet-ის სატელიტის გამარჯვებული როლანდ Goodmove ბერიძე მთავარ ღონისძიებას გამოეთიშა. 66-ე ადგილისთვის მან საპრიზო ფონდიდან €3655 მიიღო.

მთავარი ღონისძიების მე-20 ეტაპი მიმდინარეობს, სადაც ბლაინდები 6000/12000-ს, ხოლო ანტე 12000 ჩიპს შეადგენს. ასპარეზობას 65 მოთამაშე აგრძელებს. მათ შორის არიან adjarabet-ის TEAM PRO-ს წევრი გაგა jigsaw გოცაძე და WSOPC Rozvadov-ის რეგულარი გიორგი მევლუფიშვილი. მათი სტეკები ასე გამოიყურება:

1.გაგა გოცაძე - 210 000

2.გიორგი მევლუფიშვილი - 180 000

7
ოქტომბერი
22:49
ბაბლი ახლოვდება

World Series Of Poker Circuit-ის მთავარი ღონისძიების მე-20 ეტაპი მიმდინარეობს, ბლაინდები 5000/10000-ს, ხოლო ანტე 10000 ჩიპს შეადგენს. 

675 ადამიანიდან ასპარეზობას მხოლოდ 74 აგრძელებს. მთავარი ღონისძიების პირველ ფულად ჯილდოს 71-ე ადგილზე გასული მოთამაშე მიიღებს. მხოლოდ 3 ელემინაცია აშორებთ გოგა გოცაძეს, გიორგი მევლუფიშვილსა და როლანდ ბერაძეს საპრიზო თანხებამდე.

7
ოქტომბერი
22:11
როლანდ ბერიძე 200 000 ჩიპს აკონტროლებს

WSOPC როზვადოვის მონაწილე ქართველმა მოთამაშემ, როლანდ ბერიძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი გათამაშება მოიგო. ამ დროისთვის მისი სტეკი 200 000 ჩიპს შეადგენს. 

მთავარი ღონისძიების მე-19 ეტაპი მიმდინარეობს, სადაც ბლაინდები 4000/8000-ს, ხოლო ანტე 8000 ჩიპს შეადგენს. 675 დარეგისტრირებული მოთამაშიდან ასპარეზობას მხოლოდ 76 აგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ WSOPC-ის მთავარ ღონისძიებაზე კიდევ ორი ქართველი მოთამაშე - adjarabet-ის სატელიტის გამარჯვებული როლანდ ბერაძე და გიორგი მევლუფიშვილი ასპარეზობს.

 

7
ოქტომბერი
21:31
მოთამაშეები დიდ შესვენებაზე გავიდნენ

მთავარი ღონისძიების დიდი შესვენება რამდენიმე წუთში დასრულდება. თამაში მე-18 ეტაპიდან განახლდება, სადაც ბლაინდები 4000/8000-ს, ხოლო ანტე 8000 ჩიპს შეადგენს.

675 დარეგისტრირებული მოთამაშედან თამაშს მხოლოდ 84 აგრძელებს. საშუალო სტეკი 241 071 ჩიპს შეადგენს, ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.გაგა გოცაძე - 200 000

2.როლანდ ბერაძე - 100 000

71-ე ადგილზე გასულ მოთამაშეს საპრიზო ფონდიდან €3655 შეხვდება. 

7
ოქტომბერი
20:21
WSOPC როზვადოვის მთავარი ღონისძიების ფულადი პრიზები

WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების საპრიზო თანხები მოთამაშეებზე ასე გადანაწილდება:

1.ოქროს ბეჭედი და €185 652

2.€116 964

3.€83 779

4.€65 985

5.€51 845

6.€40 495

7.€30 491

8.€21 257

9.€16 833

10-11. €13 947

12-13. €11 927

14-15. €10 388

16-17. €9 234

18-20. €8 272

21-23. €7 310

24-27. €6 348

28-31. €5 579

32-39. €4 809

40-55. €4 136

56-71. €3 655

 

7
ოქტომბერი
19:12
მე-16 ეტაპი დაიწყო

ხანმოკლე შესვენების შემდეგ თამაში განახლდა. WSOPC როზვადოვის მთავარ ღონისძიებაზე სულ 675 ადამიანი დარეგისტრირდა, ამ დროისთვის ოქროს ბეჭდისთვის ბრძოლას 113 მათგანი აგრძელებს. მიმდინარეობს მე-16 ეტაპი, სადაც ბლაინდები 2000/4000-ს, ხოლო ანტე 4000 ჩიპს შეადგენს. 

მთავარ ღონისძიებაზე ასპარეზობას 5 ქართველი აგრძელებს. ტურნირის ჩიპლიდერი ჩეხი სუპერმოთამაშე მარტინ კაბრელია, მისი სტეკი 250 000 ჩიპს შეადგენს. ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.გაგა გოცაძე - 135 000

2.როლანდ ბერიძე - 127 000

3.თეიმურაზ თაბაგარი - 89 000

4.შოთა საკანდელია 84 000

5.ირაკლი უდესიანი - 72 000

6.ვალერი ჭეშმარიტაშვილი - 18 000

მთავარი ღონისძიების საშუალო სტეკი 185 780 ჩიპს შეადგენს.

7
ოქტომბერი
14:41
ქართველი მოთამაშეების სტეკები მეორე დღის წინ

World Series of Poker Circuit როზვადოვის მთავარი ღონისძიების მეორე დღე რამდენიმე საათში დაიწყება. მე-13 ეტაპიდან ასპარეზობას 8 ქართველი გააგრძელებს, სადაც ბლაინდები 1000/2000-ს, ხოლო ანტე 2000 ჩიპს შეადგენს. ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.შოთა საკანდელია - 178 500

2.ვალერი ჭეშმარიტაშვილი - 102 500

3.ლევან ძიძიკაშვილი - 89 500

4.გაგა გოცაძე - 87 000

5.როლანდ ბერიძე - 83 000

6.ირაკლი იაკობაშვილი - 61 500

7.ირაკლი უდესიანი - 54 500

8.თეიმურაზ თაბაგარი - 42 000

საკანდელია სიდიდით მე-6 სტეკს აკონტროლებს, მას შემდეგ ეტაპზე გადასვლის კარგი შანსი აქვს. 

7
ოქტომბერი
02:30
WSOPC Rozvadov-ის მთავარი ღონისძიების 1b დღე დასრულდა

World Series of Poker Circuit როზვადოვის მთავარი ღონისძიების 1b დღე დასრულდა.

ტურნირზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს შეადგენს, 1b დღეს 411 ადამიანი დარეგისტრირდა. შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 157 მოთამაშე გადავიდა, რომლებიც პირველი დღის გამარჯვებულებს შეურთდებიან.

adjarabet-ის გუნდიდან შემდეგ ეტაპზე კიდევ შვიდი მოთამაშე გადავიდა. ირაკლი იაკობაშვილი, თეიმურაზ თაბაგარი, შოთა საკანდელია, ირაკლი უდესიანი, ვალერი ჭეშმარიტაშვილი და ლევან ძიძიკაშვილი გაგა გოცაძეს შეუერთდნენ. მოთამაშეები ასპარეზობას ხვალ Day 2-ზე გააგრძელებენ.

მთავარი ღონისძიების Day 2 ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. 

7
ოქტომბერი
01:15
ეტაპი 11. ქართველი მოთამაშეების სტეკები

WSOPC Rozvadov-ის თავარი ღონისძიების მე-11 ეტაპის დასრულებამდე 10 წუთი რჩება. ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.შოთა საკანდელია - 150 000 

2.ვალერი ჭეშმარიტაშვილი - 120 000

3.როლანდ ბერიძე - 110 000

4.თეიმურაზ თაბაგარი - 37 000

5.ირაკლი იაკობაშვილი - 36 000

6.ლევან ძიძიკაშვილი - 32 000

7.ვალერი ბახტურიძე - 25 000

8.ირაკლი უდესიანი - 24 000

 

6
ოქტომბერი
21:32
ქართველი მოთამაშეების სტეკები მე-7 ეტაპის წინ

WSOP Cicruit როზვადოვის მთავარი ღონისძიება მე-7 ეტაპიდან განახლდა, ბლაინდები 250/500-ს, ხოლო ანტე 500 ჩიპს შეადგენს. დარჩენილი ქართველი მოთამაშეების სტეკები კი ასე გამოიყურება:

1.ლევან ძიძიკაშვილი - 73 000

2.ვალერი ბახტურიძე - 55 000

3.როლანდ ბერაძე - 45 000

4.ვალერი ჭეშმარიტაშვილი - 38 000

5.თეიმურაზ თაბაგარი - 35 000

6.გიორგი საკანდელია - 32 000

7.კახა საბაური - 27 000

8.ირაკლი იაკობაშვილი - 24 000

9.ირაკლი უდესიანი - 22 000

10.ბაჩანა შენგელია - 22 000

11.შოთა საკანდელია - 22 000

12.ლევან ტყეშელაშვილი -  15 000

13.შოთა ხაზარაძე - 15 000

6
ოქტომბერი
21:13
დიდი შესვენება დაიწყო

მთავარი ღონისძიების მონაწილეები ნახევარი საათით შეისვენებენ და ბრძოლას დაუბრუნდებიან. მოთამაშეების ნაწილმა განტვირთვისთვის მასაჟს მიმართა.

6
ოქტომბერი
16:53
WSOPC-ის მეორე ეტაპი დაიწყო

World Series of Poker Circuit-ის მთავარი ღონისძიების 1b დღის მეორე ეტაპი დაიწყო.

ამ დროისთვის ტურნირზე, რომლის ბაი-ინი €1650-ს შეადგენს 182 მოთამაშე დარეგისტრირდა. მეორე ეტაპზე ბლაინდები 50/100-ს, ხოლო ანტე 100 ჩიპს შეადგენს.