ავტორიზაცია
ქარ
ნიკა ესებუა
ლადო გელავა
გიორგი გძელიძე
ნოდარ ტურაშვილი
ირაკლი გაბრიჭიძე
10
მარტი
17:32
Main Event-ის გამარჯვებული ბრაიან სენი

გუშინ WSOP Circuit Main Event-ის გამარჯვებული ბრაიან სენი გახდა. 

10
მარტი
17:28
Main Event: მესამეადგილოსანი გიორგი ავსაჯანიშვილი

გუშინ Main Event-ზე გიორგი ავსაჯანიშვილი მესამე ადგილზე გავიდა. 

10
მარტი
14:25
WSOP Circuit Georgia

დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ დამთავრებული ტურნირის საინტერესო ვიდეომასალას.

10
მარტი
14:02
თბილისში WSOP Circuit დასრულდა

თბილისში Adjarabet-ის ორგანიზებული WSOP Circuit დასრულდა. პოკერის ისტორიაში საქართველოში უდიდეს ტურნირში 7 WSOP-ის ბეჭედი გათამაშდა.

ქართველმა მოთამაშეებმა ორი პრესტიჟული ჯილდოს მოგება მოახერხეს. ირაკლი ცანავამ WSOP Blowout მოიგო, რისთვისაც $13,000 და WSOP-ის ბეჭედი დაიმსახურა.

მთავარი ღონისძიების შემდეგ, რიგით მეორე დიდი ტურნირი Adjarabet Championship კი ბაჩანა შენგელიას ტრიუმფით დასრულდა. შენგელიამ მთელი ღონისძიება ბრწყინვალედ ჩაატარა და $43,740 დამსახურებულად მოიგო.

საქართველოში გათამაშებული WSOP Circuit-ის პირველი ბეჭედი თურქმა მოთამაშემ ოზგულ უსალმა მოიპოვა. უსალი Warm up-ის გამარჯვებული და $12,400-ის მფლობელი გახდა.

Pot Limit Omaha-ში პირველობა არავის დაუთმო ვიტალი ავანესიანმა. რუსმა მოთამაშემ დაძაბულ, ძალიან რთულ მაგიდასთან გაიმარჯვა და $5,760 დაიმსახურა.

Turbo R&A-ის WSOP-ის ბეჭედი დომინიკას მიკოლაიდისის საკუთრება გახდა. ამ გამარჯვებით ლიტველმა მოთამაშემ $7,500 გამოიმუშავა.

WSOP Circuit-ის ორი მთავარი ღონისძიების გამარჯვებული კი ამერიკელი მოთამაშეები გახდნენ.

High Roller სუპერვარსკვლავმა და ცოცხალი ტურნირების ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მოთამაშემ სტივ ო’დუაიერმა მოიგო. ო’დუაიერი High Roller-ების სპეციალისტია და ეს თბილისშიც დაამტკიცა. ამ გამარჯვებისთვის მან კარიერაში პირველი WSOP-ის ტიტული და $31,500 მოიგო.

WSOP Circuit-ის მთავარი ღონისძიების ტრიუმფატორი კი ბრაიან სენი გახდა. მან დამქანცველი მარათონი თავიდან ბოლომდე უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ფინალურ მაგიდასთან ფაქტობრივად პირადად გააგდო ყველა მეტოქე. სენიმ WSOP Global Casino Championship-ში ასპარეზობის უფლება და საქართველოში ცოცხალი პოკერტურნირების ისტორიაში უდიდესი თანხა - $85,800 მოიგო.

10
მარტი
03:29
WSOP Circuit Main Event-ის გამარჯვებული ბრაიან სენი გახდა

WSOP Circuit-ის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ბრაიან სენი გახდა.

ამერიკელმა ბრაიან სენიმ ფინალურ ჰედზაპში ყაზახი მეტოქე ბურსან აკიმოვი დაამარცხა. 

ბოლო გათამაშებაში სენის K♣J♠, აკიმოვის K♠2-ს დაუპირისპირდა.

მაგიდაზე 10♣9♣53♠5 გაიხსნა და საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პოკერტურნირის გამარჯვებულიც გამოვლინდა. 

ბრაიან სენიმ WSOP-ის ბეჭედი, WSOP Global Casino Championship-ში მონაწილეობის უფლება და $85 800 მოიგო. 

ბურსან აკიმოვს კი $53 021 ერგო.

10
მარტი
02:44
Main Event-ის მეოთხეადგილოსანი ირაკლი პაპინაშვილი

ინტერვიუ WSOP Circuit-ის მთავარი ღონისძიების მეოთხეადგილოსან ირაკლი პაპინაშვილთან.

10
მარტი
02:42
WSOP High Roller-ის გამარჯვებული სტივ ო'დუაიერი ხდება
10
მარტი
02:35
Main Event: გიგა ავსაჯანიშვილი მესამე ადგილზე გავიდა

WSOP Circuit-ის მთავარ ღონისძიებაში ფინალური ჰედზაპი იწყება. ამერიკელმა ბრაიან სენიმ მორიგი მეტოქე, გიგა ავსაჯანიშვილი, გააგდო.

სენის მეტოქე ფინალურ ჰედზაპში ბურსან აკიმოვი იქნება. 

ავსაჯანიშვილმა ოლ-ინი 105-ით გააკეთა, სენიმ კი Q♠J დაქოლა. 

მაგიდაზე K♣8♠6♣9♠A გაიხსნა და მთავარი ღონისძიება ქართველი მოთამაშის გარეშე დარჩა.

გიგა ავსაჯანიშვილმა მესამე ადგილის დაკავებისთვის $38 743 დაიმსახურა.

მთავარ ღონისძიებაში გამარჯვებული WSOP-ის ბეჭედს, ლას-ვეგასის საგზურსა და $85 800-ს მოიგებს.

 

10
მარტი
02:28
WSOP Circuit: ირაკლი პაპინაშვილმა $28 776 მოიგო

WSOP Circuit-ის მთავარ ღონისძიებაში სამი მოთამაშე დარჩა. 

ამერიკელმა ბრაინ სენიმ ირაკლი პაპინაშვილი გააგდო.

პრეფლოპზე სენიმ დაარეიზა, პაპინაშვილმა რე-რეიზი გააკეთა, რომელიც ამერიკელმა მოთამაშემ ქოლით მიიღო.

ფლოპი: 4♠KK♣.

პაპინაშვილი ბეტს აკეთებს, სენი ქოლავს. 

თერნი: 4

პაპინაშვილი ჩეკავს, სენი ბეტს აკეთებს, პაპინაშვილი ოლ-ინს შედის, რომელსაც ამერიკელი მოთამაშე ქოლით იღებს.

ქართველ მოთამაშეს A♣Q, ხოლო მის მეტოქეს KQ♠ ჰყავდა.

რივერზე 5 აღარაფერს ცვლის და პაპინაშვილი მეოთხე ადგილზე გადის. სენი კი თამაშში არსებული ჩიპების 70%-ზე მეტის მფლობელი ხდება. 

ირაკლი პაპინაშვილმა $28 776 მოიგო. 

 

10
მარტი
02:17
WSOP High Roller-ის გამარჯვებული სტივ ო'დუაიერი გახდა

WSOP High Roller-ის ღონისძიება სტივ ო'დუაიერის ტრიუმფით დასრულდა. 

პოკერის სუპერვარსკვლავმა სხვადასხვა ღონისძიებაში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ (Pot Limit Omaha-ს ფინალურ მაგიდას თუ არ ჩავთვლით), მაინც მოახერხა და WSOP-ის ბეჭედი მოიგო. 

ო'დუაიერმა ფინალურ ჰედზაპში უკრაინელი ალექსანდრ ჟირნოვი დაამარცხა.

მეტოქეებმა პრეფლოპზე გახსნეს კარტი. ო'დუაიერს A♠J, ხოლო ჟირნოვს A10♠ ეჭირა.

ფლოპზე 4♣3♣10♣ გაიხსნა და უკრაინელი მოთამაშე წინ გავიდა. თერნზე K გამოჩნდა და ო'დუაიერს აუტები შეემატა, რივერზე გახსნილმა J♠ კი ჩემპიონის ვინაობა გაარკვია. 

ო'დუაიერმა $31 500, ხოლო ჟირნოვმა $21 000 მოიგო.

 

 

 

10
მარტი
02:09
Main Event: პაპინაშვილმა ლობჟანიძე გააგდო

ირაკლი პაპინაშვილმა ანზორ ლობჟანიძე გააგდო.

პაპინაშვილმა და ლობჟანიძემ შესანიშნავი ხელი გაათამაშეს, რომელიც პაპინაშვილის გამარჯვებით დასრულდა. დაძაბული გათამაშება მაგიდაზე ხუთი კარტის (A♠J♠9♠7♣Q) გახსნის შემდეგ ლობჟანიძის ოლ-ინით და პაპინაშვილის ქოლით დასრულდა.

პაპინაშვილს ხელში 97, ხოლო ლობჟანიძეს 10♠10♣ ეჭირა.

ანზორ ლობჟანიძემ $21 692 მოიგო. 

 

10
მარტი
01:35
WSOP Blowout-ის გამარჯვებული ირაკლი ცანავა გახდა

WSOP Circuit Blowout-ის გამარჯვებული ირაკლი ცანავა გახდა. ბოლო გათამაშებაში მან ჯაბა თევდორაძის KQ ხელის ტუზებით დაამარცხა და $13,000-თან ერთად WSOP-ის ბეჭედი მოიპოვა.